Barometer-ის რეიტინგი: ევრო 2016-ზე პირველი დიმიტრი პაიეა, კრიშტიანო რონალდო - მეშვიდე

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დიმიტრი პაიემ ევრო 2016 Barometer-ის რეიტინგის ლიდერის რანგში დაასრულა.

ამავე რეიტინგით, კონტინენტის პირველობაზე მეკარეთა შორის საუკეთესო პორტუგალიელი რუი პატრისიო გახდა.

რაც შეეხება ევრო 2016-ის ტრიუმფატორთა მთავარ ვარსკლავს, კრიშტიანო რონალდო ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. უფრო მაღალი ადგილის დაკავებაში მას ხელი ფინალურ მატჩში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა.

Barometer-ის რეიტინგის ლიდერები:
1. დიმიტრი პაიე (საფრანგეთი)
2. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
3. გარეთ ბეილი (უელსი)
4. ტონი კროოსი (გერმანია)
5. კევინ დე ბრუინი (ბელგია)
6. ედენ აზარი (ბელგია)
7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
8.
მესუთ იოზილი (გერმანია)
9. პოლ პოგბა (საფრანგეთი)
10. რაფაელ გარეირო (პორტუგალია).

Player Barometer - ეს გახლავთ რეიტინგი, რომელიც ასახავდა ფეხბურთელთა ფორმას ევრო 2016-ის დაწყებამდე და მიმდინარეობისას. სპეციალური ალგორითით ფეხბურთელთა ოფიციალურ სტატისტიკა მუშავდება და დგინდება შეფასება, რის მიხედვითაც იქმნება რეიტინგი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ბარომეტრი,შეფასებებიც ისეთი მშრალი და არაემოციურია როგორც ჩემპიონატი იყო. პაიემ ჯგუფში ითამაშა კარგად თორემ მერე ჩააგდო ფინალიც და ნახევარფინალიც. თუ დამსახურება რონალდოს ტრავმაა მაშინ ეკუთვნის ისე კი მაინც საშუალო დონის ფეხბურთელად დარჩა. ფინალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ლიდერი აუცილებლად ჭირდება გუნდს-მინდორზეც და მის გარეთაც და ეს რონალდომ შეძლო. აი ეს დააკლდა საფრანგეთის ნაკრებს.
Avoe
21:18 11-07-2016
0
- ფინალამდე! ფინალში, ერთი პასი გრიზმანს და ერთიც ... მოდება რონალდუს მუხლის სახსარში. სულ ეს იყო, ჰოდა, "რა ვი, აბა"! :))) ისე, კროოსი, ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რონალდუზე უკეთესი იყო ამ ჩემპიონატზე? "რა ვი, რა ვი"!:)))
ძალიან კარგი ფეხბურთელია და უდავოდ, ახალი სახით წარმოჩინდა, მაგრამ -
16:53 11-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული