უეფამ ექსპერტების მიერ შედგენილი ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
უეფამ გასული ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტურნირზე მომუშავე ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა მოამზადა. ექსპერტთა ჯგუფში სერ ალექს ფერგიუსონი, ალენ ჟირესი, დევიდ მოიესი და სხვა ცნობილი სპეციალისტები შედიოდნენ.

სიმბოლურში ოთხი პორტუგალიელი, სამი გერმანელი, ორ-ორი ფრანგი და უელსელი ფეხბურთელია.

კონტინენტის პირველობის 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის ყველაზე მეტი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელია: მეკარე რუი პატრისიო, მცველები რაფაელ გერეირო და პეპე და თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

სიმბოლური ასე გამოიყურება:

რუი პატრისიო (პორტუგალია),
ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), პეპე (პორტუგალია), რაფაელ გერიერო (პორტუგალია), ტონი კროოსი (გერმანია), ჯონ ალენი (უელსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), აარონ რემსი (უელსი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

10 ივლისს გამართულ ევრო 2016-ის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანტონიო ედერმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი იტალიელი მაინც რო ჩაესვათ არა? ბონუჩი მაინც.ბოლო ბოლო იტალიამ პორტუგალიაზე სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა.ანდაც კროოსი.ერთერთი საუკეთესო იყო.მაშინ რახან გამარჯვებულია ბარემ მთლიანად პორტუგალიის ნაკრები დაეწერათ,სირცხვილია უბრალოდ...
0
ბაზარი არაა რონალდო გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი აზრით გინდაც ბეილი და თუნდაც ნანი რით იყო ამ ჩემპიონათზე ნაკლები არ ვიცი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული