გრიზმანი საუკეთესოა, "ევროს" არა უშავდა...
მაშ ასე, რიგით მე-15 ევროპირველობაც ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი, სიმბოლური ნაკრები... ყველაფერი ცნობილია.

გაეცანით ევრო 2016-ის რჩეულთა ვერსიას ევროპის ჩემპიონატზე მომუშავე "ლელოს" ჯგუფის მიხედვით.

პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო მსხვილი საფეხბურთო ტიტული. ის, რაც ვერ შეძლო ეუსებიოს პორტუგალიამ, ვერ შეძლო ლუიშ ფიგუს პორტუგალიამ, რეალობად აქცია კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიამ.

მომდევნო საკონტინენტო პირველობა პანევროპული იქნება - ტურნირი ლამის მთელ კონტინენტზე გაიმართება (ერთ-ერთი მასპინძელი ჩვენი სამეზობლოა - ბაქო) და ამ ტურნირზე პორტუგალიის ნაკრები ტიტულის მფლობელის რანგში ჩავა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ იქნება - 2020 წელს. მანამდეა მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 2018 წელს და იქვე გაისად გასამართავი მუნდიალის მოთელვა - კონფედერაციათა თასი. შევეშვათ შორეულ პერსპექტივებს და ევრო 2016-ს ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ.

ერთი თვის განმავლობაში "ლელოს" ხუთკაციანი ჯგუფი გულმოდგინედ აშუქებდა ევროპის პირველობას და ცხადია, ჩვენც დაგვიგროვდა სათქმელი...

- რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში?

ნიკოლოზ ნეფარიძე: საერთო ჯამში, ევროპის ჩემპიონატი უფრო მომეწონა, ვიდრე არ მომეწონა, თუმცა პლეი ოფის დაწყებასთან ერთად, პრაგმატულმა ფეხბურთმა ისე იმძლავრა, რომ ხშირად, ყველაზე საინტერესო და თვალსასეირო მატჩის შემდგომი პენალტების სერია იყო ხოლმე. მომეწონა, რომ გუნდების აბსოლუტურ უმრავლესობას (ალბათ, უკრაინისა და რუსეთის გარდა) კარგად ჰქონდა შესრულებული საშინაო დავალება და კონტინენტის პირველობას მომზადებული შეხვდა.

მომეწონა მსაჯობა, რადგან შეცდომები წინასწარ განზრახულ შინაარსს არ ატარებდა, რასაც ვერ ვიტყვი საფრანგეთი-გერმანიის ნახევარფინალურ მატჩზე და ფინალის პირველ ტაიმზე. ვფიქრობ, იყო მცდელობა მასპინძლისთვის "ხელის წაკვრის", რომელიც რონალდოს ინციდენტმა დაასრულა.

ლაშა წიკლაური: სამწუხაროა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე პრაქტიკულად არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ გულშემატკივრებს. არ ყოფილა ისეთი მატჩები, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. გუნდების უმეტესობა თამაშობდა ზედმეტად ფრთხილ ფეხბურთს, რამაც სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად იმოქმედა.

ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ევროპულ ფეხბურთში საერთო დონე გაზრდილია და ნაკრებებს შორის ძალთა ბალანსი გათანაბრებული, რაც უდავოდ პოზიტიურია. ისლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის და კიდევ არაერთი გუნდის მაგალითზე ვნახეთ, რომ ფეხბურთი რჩება ყველაზე დიდ სოციალურ მოვლენად მსოფლიოში. ასევე, დადებითად უნდა შევაფასოთ მსაჯობა.

ალეკო კაკაურიძე: მომეწონა სიურპრიზები, ბევრი გუნდი და, შესაბამისად - ბევრი ფეხბურთი. არ მომეწონა ის, რომ ახალი სიტყვა ფეხბურთში, როგორც ასეთი, არ თქმულა.

გიორგი კაკაბაძე: მომეწონა დაძაბულობა და სათამაშო დონის კიდევ უფრო გათანაბრება, ნაკრებებს შორის სხვაობის შემცირება. მედალს ორი მხარე აქვს და არ მომეწონა ბევრი არასანახაობრივი თამაში.

გოტფრიდ ლენცი: მომეწონა ის, რომ მსაჯებს სერიოზული შეცდომები არ დაუშვიათ. ზოგადად, კარგი მსაჯობა იყო. არ მომეწონა ის, რომ პლეი ოფში ერთ მხარეს მოიყარეს თავი გრანდებმა. მიმაჩნია, რომ ჯგუფური ეტაპის მერე წილისყრა უნდა იმართებოდეს.

- ამ ფორმატით ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა. მოგწონთ ის თუ არა, რას შეცვლიდით?

ნ. ნ: გუნდების გაზრდას მივესალმები, მაგრამ 24-გუნდიანის ფორმატი ცოტა ჩახლართული და არალოგიკურია. ვფიქრობ, კონტინენტს აქვს იმის რესურსი, რომ 32-გუნდიანი პირველობა გაიმართოს. თან, ეს ჩვენი ნაკრების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს გაზრდის.

ლ. წ: მიუხედავად იმისა, რომ გუნდების გაზრდილმა რაოდენობამ უინტერესო მატჩების რაოდენობაც გაზარდა, ფორმატი მაინც პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. დღეს ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობენ გაცილებით ბევრ ქვეყანაში, ვიდრე 30-40 წლის წინ. დღეს ფეხბურთი გაცილებით უფრო მასობრივია და გამომდინარე აქედან, ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდაც სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური პროცესია.

ა. კ: ძალიან მომწონს ეს ფორმატი. ბევრი ფეხბურთი ნიშნავს ბევრ სიამოვნებას. რომ არა ეს ფორმატი, არ იქნებოდა ბევრი "პატარა" ნაკრები, რომლებმაც გვიჩვენეს, რომ ფეხბურთი ყველაზე დემოკრატიული სპორტის სახეობაა.

გ. კ: გუნდების რაოდენობის გაზრდას ვემხრობი, მაგრამ განთესვა-განაწილება-ბადეზე სამუშაოა.

გ. ლ: მომწონს 24-გუნდიანი ჩემპიონატი, რადგან მეტი თამაშია, რაც ფეხბურთის მოყვარულისთვის მისწრებაა. უბრალოდ, რაკი მესამეადგილოსნების უმრავლესობაც გადის პლეი ოფში, ჯგუფური ეტაპის მერე წილისყრის ჩატარება კარგი იქნებოდა.

- რა სიახლე გამოჩნდა ევროპულ ფეხბურთში ამ ტურნირის მიხედვით?

ნ. ნ: სიახლე ის იყო, რომ ყველა იმ გუნდმა, რომელმაც არ გაითვალისწინა თითოეული მეტოქის სპეციფიკა, არ იყო ტაქტიკურად ფლექსიბელური, წააგო. ამის ნათელი მაგალითია ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ვისენტე დელ ბოსკე შორეული 2010 წლიდან "ათამაშებდა". მაშინ, როცა გუნდების ტაქტიკურ სქემებსა და შემსრულებლებს ცვლიდნენ შესაბამისი მეტოქეების მიხედვით. ბოლოს სწორედ ასეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც ყველაზე მეტად ერგებოდა მეტოქის სათამაშო სტილს და იქ ხვრელებს ეძებდა.

ლ. წ: განსაკუთრებული სიახლეები არ ყოფილა. ეს იყო მწვრთნელების და ტაქტიკური დუელების ჩემპიონატი. შესაძლოა, ამ ჩემპიონატმა დაასრულოს ტიკი-ტაკას ეპოქა, რადგან ყველა ის გუნდი, რომელიც აქცენტს ბურთის ტოტალურ კონტროლზე აკეთებდა, ხელმოცარული დარჩა.

ა. კ: განსაკუთრებული ვერაფერი. უფრო ის, რომ კიდევ უფრო დაედო ფასი პრაგმატულ ფეხბურთს. მოგვწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია. ფაქტია, ასეთი ფეხბურთი ზეობს დღეს და ვისაც ეს არ მოსწონს, ახალი ხერხები უნდა ეძებოს მის დასაძლევად.

გ. კ: ყველა ნაკრებისგან ტაქტიკურად განსწავლული თამაში უკვე აღარ არის სიახლე, მაგრამ ამ ევროზე ეს განსაკუთრებით შეინიშნებოდა.

გ. ლ: მხოლოდ ტაქტიკური სიახლეები, ისიც არცთუ სერიოზული.

- დაასახელეთ ევრო 2016-ის ყველაზე დიდი იმედგაცრუება - გუნდი, ფეხბურთელი...

ნ. ნ: ინგლისის ნაკრები, რადგან ამ ბიჭებისგან მართლაც შეიძლებოდა უკეთესი თამაში. იმედგაცრუება ჩემთვის თომას მიულერია, რომელსაც ტურნირის საუკეთესოობის ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილავდი.

ლ. წ: ინგლისის ნაკრები და თომას მიულერი.

ა. კ: გუნდი - ინგლისი. ფეხბურთელი - ზლატან იბრაჰიმოვჩი.

გ. კ: გუნდი - ინგლისი. ფეხბურთელი - ზლატანი.

გ. ლ: ყველაზე მეტად იმედები ინგლისის ნაკრებმა გამიცრუა. ინგლისს ნამდვილად ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომ უკეთესი ფეხბურთი ეთამაშა და უკეთესი შედეგიც დაედო. ფეხბურთელთაგან კი მთავარი იმედგაცრუება რობერტ ლევანდოვსკი იყო, თუმცა ეს მხოლოდ მისი ბრალიც არაა - თანაგუნდელებმაც ვერ მოამარაგეს ისეთი პასებით, ლევანდოვსკის რომ სჭირდება.

- დაასახელეთ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი, აღმოჩენა, საუკეთესო გოლი...

ნ. ნ: ფინალში რომ ეყოჩაღა, ანტუან გრიზმანს დავასახელებდი, მაგრამ ახლა რონალდოს კანდიდატურას ვემხრობი, რომელმაც ფინალში იმაზე მეტი გააკეთა მოედნის მიღმა, ვიდრე საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა - მოედანზე. საუკეთესოობის დიდებული კანდიდატი იყო ბეილი, მაგრამ მან რონალდოსთან დუელი დათმო. საუკეთესო მწვრთნელი ლარს ლაგერბაკია, ისლანდიის ნაკრებით მან საფეხბურთო სასწაული გვაჩუქა. ტურნირის აღმოჩენა რენატო სანჩესია, საუკეთესო გოლის ავტორი რონალდოა ჯგუფურ ეტაპზე.

ლ. წ: ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელი იყო პეპე, მწვრთნელი - ანტონიო კონტე, ტურნირის აღმოჩენა - რენატო სანჩესი, ხოლო საუკეთესო გოლი გაიტანა უელსელმა ჰალ რობსონ-კანუმ.

ა. კ: საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი. მწვრთნელი - ფერნანდუ სანტუში. აღმოჩენა - რენატო სანჩესი. საუკეთესო გოლი - ჯერდან შაქირის გოლი პოლონეთის ნაკრების კარში.

გ. კ: ფეხბურთელი?.. ანტუან გრიზმანი. მწვრთნელი - ფერნანდუ სანტუში. აღმოჩენა - რაფაელ გერეირო.

გ. ლ: ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, უდავოდ, ანტუან გრიზმანია, რადგან სწორედ ის იყო ყველაზე ეფქტიანი მოთამაშე. საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, ჩემი აზრით, ანტონიო კონტე იმსახურებს. ფეხბურთელი-აღმოჩენის დასახელება ძალიან მიჭირს. საუკეთესო გოლად კი ფინალში ედერის მიერ გატანილი გოლი მიმაჩნია - ეფექტით, სილამაზით და, რაც მთავარია, მნიშვნელობით.

- დაასახელეთ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები...

ნ. ნ: ნოიერი - სრნა, პეპე, ჰუმელსი, გერეირო - კროოსი, პოგბა, პაიე - ბეილი, რონალდო, გრიზმანი.

ლ. წ: რუი პატრისიო - სანია, პეპე, ბონუჩი, გერეირო - ინიესტა, ალენი - გრიზმანი, კროოსი, ბეილი - რონალდო.

ა. კ: რუი პატრისიო - სანია, ჰუმელსი, პეპე, ბონუჩი - კროოსი, პოგბა, რენატო სანჩესი, ინიესტა - ბეილი, გრიზმანი.

გ. კ: რუი პატრისიო - ჰუმელსი, ბონუჩი, პეპე, გერეირო - რენატო სანჩესი, პოგბა, კროოსი, სისოკო - რონალდო, გრიზმანი.

გ. ლ: ბუფონი - კიმიხი, ბონუჩი, ჰუმელსი, ევრა - სისოკო, პოგბა, კროოსი, ბეილი - გრიზმანი, რონალდო.

- რამდენად ღირსეული ჩემპიონი ჰყავს კონტინენტს?

ნ. ნ: ამ ტურნირზე იმარჯვა პორტუგალიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს გუნდი ევროპაში საუკეთესოა. უბრალოდ, კონკრეტულად ამ ტურნირზე საუკეთესო სანტუშის გუნდი იყო, ამიტომ პორტუგალია ღირსეული ჩემპიონია.

ლ. წ: ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ევროპას ჰყავს ღირსეული ჩემპიონი, რომელიც სულაც არაა ევროპის ყველაზე ძლიერი ნაკრები.

ა. კ:  პორტუგალიის დამარცხება ვერავინ შეძლო. ის, თუ რამდენი თამაში მოიგო ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე და რა სატურნირო ბადე შეხვდა, მეორე საკითხია. ჩემთვის პორტუგალია ღირსეული ჩემპიონია, თუმცა აუცილებლად იქნება სხვა აზრი წონადი არგუმენტებით.

გ. კ: რასაკვირველია, ბადეში გუნდები ძალიან ცუდად განაწილდნენ და ფავორიტებმა მეორე მხარეს მოიყარეს თავი, მაგრამ ეს პორტუგალიის ბრალი არ არის. გუნდმა თვალწარმტაცი ფეხბურთი ვერ უჩვენა და საფრანგეთი, გერმანია ან იტალია უფრო შთამბეჭდავი ჩემპიონი იქნებოდა და უფრო მისაღები უმეტესობისთვის. თუმცა, თუ ჩვენ ვიღებთ თამაშის ამ წესებს, უნდა შევეგუოთ, რომ ღირსეული ჩემპიონი და ჩემპიონი არის ის, ვინც საბოლოოდ ხდება კიდეც გამარჯვებული და იმ 3-4-კვირიან მონაკვეთში უკეთესია.

გ. ლ: ღირსეული ჩემპიონი: ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ ვფიქრობდი, რომ პორტუგალია ჯგუფში ჩარჩებოდა... მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ჩემპიონი ყოველთვის ღირსეულია. ჩემპიონებს არ ასამართლებენ!

სიმბოლური ნაკრები (ლელო)

მხოლოდ ტონი კროოსმა და ანტუან გრიზმანმა მიიღეს ხუთივე ხმა. სიმბოლურში ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას 4 ფეხბურთელი წარადგენს. 3 ფრანგია, 2 გერმანელი, თითო უელსელი და იტალიელი. მხოლოდ ბონუჩის არ უთამაშია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში.

ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრები: რუი პატრისიო (3, პორტუგალია) - პეპე (4, პორტუგალია), მატს ჰუმელსი (4, გერმანია), ლეონარდო ბონუჩი (4, იტალია), რაფაელ გერეირო (3, პორტუგალია) - მუსა სისოკო (2, საფრანგეთი), ტონი კროოსი (5, გერმანია), პოლ პოგბა (4, საფრანგეთი) - გარეთ ბეილი (4, უელსი), კრიშტიანო რონალდო (4, პორტუგალია), ანტუან გრიზმანი (5, საფრანგეთი).

საუკეთესო ფეხბურთელი (ლელო)

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

აზრთა სხვადასხვაობაში იმარჯვა ანტუან გრიზმანმა, რომელმაც ორი ხმა მიიღო.

საუკეთესო მწვრთნელი (ლელო)

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) და ანტონიო კონტე (იტალია) - 2-2 ხმა

ტურნირის აღმოჩენა (ლელო)

რენატო სანჩესი (პორტუგალია) - 3 ხმა

საუკეთესო გოლი ვერ დავასახელეთ, რადგან ოთხმა გოლმა თითო ხმა მიიღო.

აქვე გთავაზობთ "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებებს ეტაპების მიხედვით:

ჯგუფური ეტაპი

სიმბოლური ნაკრები: ჰალდორსონი - სრნა, ბონუჩი, ჰუმელსი, როდრიგესი - მოდრიჩი, კროოსი, ინიესტა - პაიე, მორატა, ბეილი.

საუკეთესო ფეხბურთელი: გარეთ ბეილი

საუკეთესო მწვრთნელი: ლარს ლაგერბაკი და ბერნდ შტორკი.

1/8-ფინალი

სიმბოლური ნაკრები: ბუფონი - ფლორენცი, კიელინი, ბოატენგი, დე შილიო - აზარი, დე როსი, ნაინგოლანი, დრაქსლერი - გრიზმანი, პელე.

საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ აზარი

საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

1/4-ფინალი

სიმბოლური ნაკრები: ბუფონი - სანია, ჰუმელსი, ბონუჩი, დევისი - იოზილი, ალენი, პოგბა, გრიზმანი - ჟირუ, რობსონ-კანუ.

საუკეთესო ფეხბურთელი: მატს ჰუმელსი

საუკეთესო მწვრთნელი: კრის კოულმენი.

1/2-ფინალი

სიმბოლური ნაკრები: ლორისი - სანია, ბრუნო ალვეში, ჰიოვედესი, გერეირო - პოგბა, სისოკო, მატუიდი - ნანი, რონალდო, გრიზმანი.

საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი

საუკეთესო მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aks--s
ერტი რიგიტი უცოდინარი რეალის და რონალდოს პერსოფანი ხარ! მაცივარსჰი უყურებდი ტელევიზორს რონალდოს საუკეტესოობაზე რო ხმას იგებ? არაპერი გესჰველება უკვე
ა.კ.-ს ! ერთხელ, ევროპის საუკეთესოს შესარჩევად...
არ დაასახელეს ევროპის ახალი ჩემპიონის ლიდერი (?!)- "არაფერი პირადული, უბრალოდ გემოვნება და ... ფეხბურთის ცოდნა"! :))))))))) პ.ს.ისე, კიდევ რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა, ულამაზესი გოლ-ებ-ი(!) ყველაზე საჭირო დროს და საგოლე პასი ნახევფინალში, რომელმაც პრაქტიკულად გადაწყვიტა ფინალისტის საკითხი...ისე, ფინალში, არც კროოს უთამაშია.:)))
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
მის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ - გრიზმანმა ზაფხულში შესაძლოა, "ატლეტიკო" დატოვოს
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
"ბარსელონას" ფინალში მეტად გაუმართლა" - ტონი კროოსი
"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...
პსჟ ფაბიან რუისსა და კიდევ 4 ფეხბურთელს ზაფხულში გაასხვისებს
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ტრანსფერი შეთანხმდა - "მილანი" ევროპის ჩემპიონით ძლიერდება
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"მბაპესთან ერთამად თამაში არ მაინტერესებდა" - კროოსი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
გრიზმანმა წასვლა გადაიფიქრა და "ატლეტიკოში" დარჩენა სურს
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კროოსი: არ მომწონს, რომ ფეხბურთელები საუდის არაბეთში გადადიან
"რომა" პსჟ-ის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"საფრანგეთის ნაკრები გამორჩეული ამიტომაცაა" - სალიბა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ
პეპე თავისი მომავლის შესახებ მალე ჩამოყალიბდება
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა - მესი და რამოსი საფრთხის ქვეშ არიან
"მილანის" სამიზნე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
პსჟ-ის მორიგი ხმაურიანი შენაძენი - პორტუგალიელი ტალანტი კარიერას პარიზში გააგრძელებს
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა
კროოსმა თავისი აზრით გერმანიის ნაკრების მომავალი ლიდერები დაასახელა
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
დელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა