ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევრო 2016: ვარსკვლავები ახალ მისამართზე...

ევრო 2016: ვარსკვლავები ახალ მისამართზე...

ევროპის ჩემპიონატის 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კლუბი შეიცვალეს
დღევანდელ ჩვენს წერილში ვისაუბრებთ ევროპის ჩემპიონატის 10 ვარსკვლავზე, რომლებმაც კლუბი შეიცვალეს.

ფეხბურთელის ცხოვრებაში მუდმივი არაფერია. მათ კარიერაშიც დასრულდა ერთი და დაიწყო მეორე ეტაპი.

ნანი

საიდან - სად: "ფენერბახჩედან" "ვალენსიაში"

ტრანსფერის ღირებულება: 8,5 მილიონი ევრო

ბევრმა დაივიწყა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი. არადა, "სპორტინგსა" და "ფენერბახჩეში" გატარებული ორი სეზონის შემდეგ პორტუგალიელმა შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და კვლავ აალაპარაკა საზოგადოება. ნანიმ მოიგო ევროფორუმი და გაიტანა სამი გოლი. პორტუგალიელმა შემტევმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კამილ გლიკი

საიდან - სად: "ტორინოდან" "მონაკოში"

ტრანსფერის ღირებულება: 11

პოლონეთის ნაკრების დაცვამ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მაგრად ითამაშა. საკმარისია აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგეებმა სულ ორჯერ შეძლეს პოლონელთა კარის აღება. ასეთ საიმედოობაში გლიკის წვლილი ძალიან დიდია. დასრულდა თუ არა ევროპის ჩემპიონატზე პოლონელთა ასპარეზობა, გლიკის გადაბირების შესახებ "მონაკომ" გამოაცხადა. მონეგასკებმა პოლონელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. გლიკს შეეძლო რუსულ "ზენიტში გადასვლა, მაგრამ საბოლოოდ სამთავროში წასვლა არჩია.

რაფაელ გერეირო

საიდან - სად: "ლორიანიდან" "დორტმუნდში"

ტრანსფერის ღირებულება: 12

"დორტმუნდს" აშკარად გაუმართლა. ის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოელაპარაკა ფრანგულ "ლორიანს". ასე რომ არ მომხდარიყო, გერმანელები საფრანგეთში გაზრდილ მცველს, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ღირსებას იცავს, ამ ფასად ხელში ვერაფრით ჩაიგდებდნენ. გერეირო ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპის ჩემპიონატზე.

გრაციანო პელე

საიდან - სად: "საუთჰემპტონიდან" "შანდუნ ლუნენში"

ტრანსფერის ღირებულება: 15,25

პელეს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მან ჯერ ბელგიას გაუტანა ჯგუფში, მერე კი, მერვედფინალში, ესპანეთის ნაკრებიც გაამწარა. არავინ ელოდა ჩინეთში მის გადაბარგებას, თუმცა "საუთჰემპტონში" ჩათვალეს, რომ 30 წლის ფეხბურთელისათვის 15,25 მილიონი ევრო იდეალური თანხა იყო. თავის დროზე "ფეიენოორდს" "საუთჰემპტონმა" იტალიელის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაუხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ყოფნის 2,5 წლის განმავლობაში პელე 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სამუელ უმტიტი

საიდან - სად: "ლიონიდან" "ბარსელონაში"

ტრანსფერის ღირებულება: 25

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე არავინ ფიქრობდა, რომ უმტიტი ვინმეს დაამახსოვრდებოდა. უმტიტი, ვინც საფრანგეთის ნაკრებში ცენტრალური მცველების ტრავმის გამო მოხვდა, ქომაგივით იჯდა სათადარიგოთა სკამზე. მას შანსი მიეცა და დიდებულად გამოიყენა. მან პლეი ოფის სტადიაზე სამივე მატჩი შესანიშნავად ითამაშა და გასაკვირი არ არის, "ბარსელონამ" მის სანაცვლოდ ამხელა თანხა რომ გადაიხადა. "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ალვარო მორატა

საიდან - სად: "იუვენტუსიდან" "რეალში"

ტრანსფერის ღირებულება: 30

დუბლი თურქეთთან და გოლი ხორვატიასთან - ფრანგულ სტადიონებზე მორატა კარგი იყო. ალვაროს თამაში არ წაუვიდა პლეი ოფში, იტალიასთან შეხვედრაში, მაგრამ სამაგიეროდ, აუხდა ოცნება და კვლავ დაბრუნდა "რეალში", საიდანაც ერთხელ უკვე გაუშვეს. მადრიდელებმა აამოქმედეს "იუვესთან" გაფორმებული კონტრაქტის სპეციალური პუნქტი, რომელიც "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას აძლევდა. 23 წლის აღზრდილთან დაკავშირებით "რეალმა" აშკარად წააგო. 2014 წელს ის 20 მილიონ ევროდ მიჰყიდა "ბებერ ქალბატონს", ახლა კი ფეხბურთელის დაბრუნების სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა.

რენატო სანჩესი

საიდან - სად: "ბენფიკადან" "ბაიერნში"

ტრანსფერის ღირებულება: 35

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად სწორედ რენატო სანჩესი დასახელდა. რენატოს ეს ტიტული დაუმსახურებლად არ მიუღია. ის პლეი ოფის სტადიაზე ძალიან დაეხმარა გუნდს, გახდა ფერნანდუ სანტუშის ერთგვარი "ჯოკერი". "ბაიერნმა" ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩაიგდო ხელში კონტინენტის საუკეთესო თინეიჯერი, თორემ ახლა რენატოს სატრანსფერო ღირებულება კიდევ მეტი იქნებოდა.

გჟეგოჟ კრიხოვიაკი

საიდან - სად: "სევილიადან" "პარი სენ-ჟერმენში"

ტრანსფერის ღირებულება: 33,6

ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა. ძალიან ბევრი იმუშავა დაცვაში და არც შეტევებში ჩართვა დავიწყებია. კამილ გლიკთან ერთად საუკეთესო იყო პოლონელთა შორის. "სევილიას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ საყვარელი შეგირდი პარიზში თან წაიყვანა. სწორედ კრიხოვიაკი უნდა იყოს ახალი "სენ-ჟერმენის" "ხერხემალი". კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მატს ჰუმელსი

საიდან - სად: "დორტმუნდიდან" "ბაიერნში"

ტრანსფერის ღირებულება: 38

ჰუმელსი ორ მატჩში აკლდა გერმანიის ნაკრებს ევროპის დასრულებულ ჩემპიონატზე და ორივე შემთხვევაში ბუნდესმანშაფტის უკანა ხაზი საკუთარ თავს არ ჰგავდა. პირველ შეხვედრაში უკრაინასთან ჰუმელსი სათადარიგო იყო. მიზეზი ტრავმა გახლდათ. ასევე გამოტოვა მან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი საფრანგეთთან, ამჯერად - დისკვალიფიკაციის გამო. ჰუმელსთან ერთად გერმანიის ნაკრებს თამაშიდან გოლი არ გაუშვია. მხოლოდ იტალიასთან შეხვედრაში გაუშვეს და ისიც პენალტით. ჰუმელსმა "ბაიერნთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გრანიტ ჯაკა

საიდან - სად: "გლადბახიდან" "არსენალში"

ტრანსფერის ღირებულება: 45 მილიონი ევრო

შვეიცარიამ პოლონეთთან წააგო მერვედფინალი, გრანიტ ჯაკამ კი თერთმეტმეტრიანი ააცილა. შვეიცარია თავისი პოტენციალით მერვედფინალზე შორს უნდა წასულიყო. არც "არსენალის" ახალწვეულს ჰქონია იდეალური ჩემპიონატი, თუმცა ის მაინც გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო. ახალმა "მეთოფემ" "არსენალთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?

"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო

გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს

"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?

"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?

[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა

14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან

3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს

"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა

"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა

“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

სამუელ უმტიტიმ მორიგი ტრავმა მიიღო

"ბარსა" "იუვენტუსთან" დე ლიხტის თაობაზე მოლაპარაკებებს ერთ შემთხვევაში დაიწყებს

"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს

ჯაკას გასროლა და გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე - "ლევერკუზენი" თავის სტილში იწყებს [VIDEO]

ჰუმელსი "სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა

"ლეჩეში" წასულ უმტიტის ხელფასს ისევ "ბარსელონა" გადაუხდის

ყველა მოატყუა, მათ შორის ექიმებიც - ჯაკას გასროლა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ [VIDEO]

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"ბარსელონა" უმტიტის შემცვლელად არგენტინელის შეძენას გეგმავს

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

მატს ჰუმელსი "რომაში" გადადის

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს

ოფიციალურად - ჰუმელსი "რომას " ფეხბურთელი გახდა

ჰუმელსი მალე შეიძლება "სოსიედადის" ფეხბურთელი გახდეს

მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

უმტიტის "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა

"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ჰუმელსს მსურველები ინგლისიდან და ესპანეთიდან ჰყავს

უმტიტის "ლიონში" დაბრუნება სურს