ლიოვის არჩევანში მთავარი სიურპრიზი გახდა "კიოლნის" 24 წლის მცველის, იონას ჰექტორის გამოძახება. ის არის პირველი ფეხბურთელი ლუკაშ პოდოლსკის შემდეგ, რომელიც "კიოლნიდან" ბუნდესნაკრებში მოხვდა.
ტრავმების შემდეგ ნაკრებში ბრუნდებიან ბენედიკტ ჰიოვედესი, სამი ხედირა და მარკო როისი.
დაკარგა გუნდში ადგილი კევინ გროსკროიტცმა. ტრავმების გამო ვერ ვხედავთ სიაში მსოფლიოს ჩემპიონებს - ბასტიან შვაინშტაიგერს, მატს ჰუმელსს, მესუთ იოზილსა და
სრულად გერმანელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);
მცველები: ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი), ერიკ დურმი, მატიას გინტერი (ორივე - დორტმუნდი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი), ანტონიო რიუდიგერი (შტუტგარტი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი);
ნახევარმცველები: ქარიმ ბელარაბი, ლარს ბენდერი (ორივე - ლევერკუზენი), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), თომას მიულერი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი, ინგლისი), ანდრე შიურლე (ჩელსი, ინგლისი), მარიო გიოტცე (ბაიერნი);
ფორვარდები: მაქს კრუზე (გლადბახი), კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"