ევრო 2016. შესარჩევი. IV ტურის წინ: რუნის ტრიუმფის მოლოდინში

AutoSharing Option
15 ნოემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამ დღეზე გაწერილი IV ტურის შეხვედრები კიდევ სამ ჯგუფში გაიმართება.

წინასწარვე შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს "უემბლიზე" განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი იქნება, რომლისთვისაც სლოვენიასთან შეხვედრა ეროვნული ნაკრების მაისურით საიუბილეო - მეასე იქნება.

C ჯგუფი: ფავორიტი ევროპის ჩემპიონი
შაბათი. 15 ნოემბერი
ლუქსემბურგი-უკრაინა 21:00
მაკედონია-სლოვაკეთი 23:45
ესპანეთი-ბელარუსი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 3 3 0 0 6-2 9
2. ესპანეთი 3 2 0 1 10-3 6
3. უკრაინა 3 2 0 1 3-1 6
4. მაკედონია 3 1 0 2 4-8 3
5. ბელარუსი 3 0 1 2 2-6 1
6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 3-8 1

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები უელვაში, "ესტადიო ნუევო კოლომბინოზე" ბელარუსის
გუნდს მასპინძლობს. ბოლო მომენტში ვისენტე დელ ბოსკეს სესკ ფაბრეგასი გამოაკლდა, ხოლო დიეგო კოშტა თავად არ გამოიძახა.

სამაგიეროდ, შეტევაში ახალი სახეები არიან - "ნაპოლის" გოლეადორი ხოსე კალეხონი და "იუვენტუსის" ახალგაზრდა შემტევი ალვარო მორატა.

"ლა როხამ" ტურნირი მოულოდნელი წაგებით დაიწყო სლოვაკეთში, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორჯერ იმარჯვა და ახლა წესით, მესამეს ჯერია.

ბელარუსის ნაკრები კი ლუქსემბურგთან ერთად, აუტსაიდერია. ამ ორი გუნდის წინა ორი შეხვედრა ორივეჯერ ესპანეთის ნაკრებმა მოიგო - 4:0 და 2:1. დავამატებთ, რომ ტრავმის გამო დაცვაში "ფურია როხას" არ ეყოლება სერხიო რამოსი.

სკოპიეში მაკედონიის ნაკრები ესპანეთის დამმარცხებელ სლოვაკეთს დაუხვდება, რომელსაც მარეკ ჰამშიკის ეიმედება.

უკრაინის ნაკრები აუტსაიდერ ლუქსემბურგს სტუმრობს, თავდამსხმელი სელეზნიოვის გარეშე.

E ჯგუფი: მე-100 კეპის მოლოდინში
შაბათი. 15 ნოემბერი
ინგლისი-სლოვენია 21:00
სან მარინო-ესტონეთი 21:00
შვეიცარია-ლიტვა 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 3 3 0 0 8-0 9
2. სლოვენია 3 2 0 1 3-1 6
3. ლიტვა 3 2 0 1 3-2 6
4. შვეიცარია 3 1 0 2 4-3 3
5. ესტონეთი 3 1 0 2 1-2 3
6. სან მარინო 3 0 0 3 0-11 0

"უემბლიზე" უეინ რუნის ტრიუმფს ელიან - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა მე-100 კეპი უნდა მოიხვეჭოს "სამი ლომის" შემადგენლობაში.

როი ჰოჯსონს არ ეყოლება ტრავმირებული დანიელ სტარიჯი და ფილ ჯონსი. სლოვენიელებს ვერ დაეხმარება იოსიპ ილიჩიჩი.

შვეიცარიის ნაკრებმა არცთუ სახარბიელოდ დაიწყო ევრო-2016-ის კამპანია - გუნდს მხოლოდ სამი ქულა აქვს, მასზე სამით მეტი აქვს მათ სტუმარ ლიტველებს. ეს შეხვედრა სენტ გალენში "AFG არენაზე" გაიმართება. ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს არასოდეს შევხედრიან ეროვნული ნაკრებების დონეზე.

ვლადიმირ პეტკოვიჩს არ ეყოლება ფილიპ სენდეროსი, ფაბიან ფრაი და ვალენტინ შტოკერი.

ჯგუფის მესამე შეხვედრა ნაკლებად საინტერესოა - უსუსტესი სან მარინო ოდნავ ძლიერ ესტონეთს მასპინძლობს.

G ჯგუფი: იბრას იმედად
შაბათი. 15 ნოემბერი
ავსტრია-რუსეთი 21:00
მოლდოვა-ლიხტენშტაინი 21:00
ჩერნოგორია-შვედეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 3 2 1 0 4-2 7
2. რუსეთი 3 1 2 0 6-2 5
3. შვედეთი 3 1 2 0 4-2 5
4. ჩერნოგორია 3 1 1 1 2-1 4
5. მოლდოვა 3 0 1 2 2-5 1
6. ლიხტენშტაინი 3 0 1 2 0-6 1

პოდგორიცაში სტუმართა თავკაცის, ერიკ ჰამრენის მთავარი საზრუნავი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მის თამაშზე ყველა კითხვა ჯერ არ მოხსნილა.

"ერნსტ ჰაპელზე" ავსტრიის ბუნდესგუნდი ფაბიო კაპელოს რუსეთის ნაკრებს მასპინძლობს. იტალიელს თავად შეექმნა პრობლემები რუსეთში, მის უზარმაზარ ხელფასს კრიზისში ჩავარდნილი რუსები აღარ უხდიან და მას რუსეთის საფეხბურთო კავშირთან დავა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული