შესარჩევი ეტაპი. IV ტური: ევრო 2016 მარტამდე დაგვემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპული სანაკრებო ფეხბურთი მარტამდე დაგვემშვიდობა. სწორედ მარტის მიწურულს განახლდება ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლი. წელიწადი საქართველოს ნაკრებმა მწარედ დაასრულა. ვნახოთ, რა ხდებოდა სხვაგან.

A ჯგუფი: ისლანდია ჩეხეთში გატყდა
A ჯგუფის ცენტრალური მატჩი პრაღაში გაიმართა, სადაც ჩეხეთმა ისლანდიას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა, 2:1.

შედეგად, ჩეხები ერთპიროვნულად გალიდერდნენ და დიდი ნაბიჯი გადადგეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. აქვე აღვნიშნოთ, რომ ისლანდიამ არა მარტო პირველი მატჩი წააგო მიმდინარე შესარჩევში, სულაც პირველი გოლი გაუშვა.

როგორც იქნა, მოიგო ჰოლანდიამ და "ამსტერდამ არენაზე" შეკრებილი გულშემატკივარი გაახარა.
მოგებაცაა და მოგებაც, გუუს ჰიდინკის შეგირდებმა ლატვიას 6 უპასუხო გოლი გაუტანეს, მწვრთნელი კი გათავისუფლებას გადაურჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის მესამე შეხვედრაში თურქეთმა ყაზახეთს სძლია და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აღზევდა. შუააზიელების დამარცხება საგმირო საქმე არაა, მაგრამ თურქებს ეს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ.

ჰოლანდია-ლატვია 6:0

გოლები: 1:0 ვან პერსი (6), 2:0 რობენი (35), 3:0 ჰუნტელაარი (42), 4:0 ბრუმა (78), 5:0 რობენი (82), 6:0 ჰუნტელაარი (89)
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი - ვან დერ ვილი, ბრუმა, დე ვრი, ვილემსი - აფელაი (89. დეპაი), ბლინდი (20. კლასიე), სნეიდერი - რობენი, ვან პერსი (79. ვინალდუმი), ჰუნტელაარი
ლატვია (4-4-1-1): კოლინკო - გაბოვსი, დუბრა, გორკსი, კურაკინსი - იკაუნიეკისი (46. ლაიზანსი), ზუზინსი (55. ცაუნია), ფერტოვსი, ვისნაკოვსი (70. რუდნევსი) - საბალა - ვიშნაკოვსი.
გაფრთხილება: დე ვრი - კურაკინსი, ზუზინსი, ლაიზანსი
კუთხური: 14-2; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-7 (8-2); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 47 000

ჩეხეთი-ისლანდია 2:1
გოლები: 0:1 სიგტორსონი (9), 1:1 კადერაბეკი (45), 2:1 ალფრედსონი (61-საკ. კარში
ჩეხეთი (4-4-1-1): ჩეხი - კადერაბეკი, სივოკი, კადლეცი, პუდილი - დოკალი, პლაშილი, დარიდა, კრეჩი (65. პილარი) - როსიცკი (90. პროჩაზკა) - ლაფატა (82. ნეჩიდი)
ისლანდია (4-4-2): ჰალიდორსონი - ტ. ბარნასონი (62. ბავერსონი), სიგურდსონი, ამასონი, სკულასონი - ალფრედსონი (62. გისლასონი), სიგურსონი, გუნარსონი, ბ. ბარნასონი (77. გუდმონდსონი) - ბოვარსონი, სიგტორსონი
გაფრთხილება: დოკალი - სიგურდსონი, ტ. ბარნასონი, სიგტორსონი, გისლასონი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-4(5-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 20 000

თურქეთი-ყაზახეთი 3:1
გოლები: 1:0 ილმაზი (26-პენ.), 2:0 ილმაზი (29), 3:0 აზიზი (83), 3:1 სმაკოვი (87).
თურქეთი (4-4-2): ბაბაქანი - ტურფანი, აზიზი, კაია, ერქინი - ინანი, შენი (81. თორე), თურანი, შაჰანი (85. ექიჩი) - ბულუთი (74. ტოპალი), ილმაზი.
ყაზახეთი (5-4-1): მოკინი - ლუნინი (73. შჩეტკინი), გორმანი, აბდულინი (76. მალი), ლოგვინენკო, შომკო - კონისბაევი, ტაგიბერგენი, სმაკოვი, ისლამხანი - ხიზნიჩენკო (82. ნურგალიევი).
გაფრთხილება: თურანი, ილმაზი, ტოპალი - ნურგალიევი.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 17-5(8-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 4 4 0 0 10-5 12
2. ისლანდია 4 3 0 1 9-2 9
3. ჰოლანდია 4 2 0 2 10-5 6
4. თურქეთი 4 1 1 2 5-7 4
5. ლატვია 4 0 2 2 1-10 2
6. ყაზახეთი 4 0 1 3 4-10 1

მომდევნო ტური
28 მარტი:
ყაზახეთი-ისლანდია, ჩეხეთი-ლატვია, ჰოლანდია-თურქეთი.

B ჯგუფი: ბელგია კოჭლობს
მართალია, მიმდინარე შესარჩევ ციკლში უელსი მშვენივრად ასპარეზობს, მაგრამ ბელგიაშიც თუ ქულას გამორჩებოდა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ბრიტანელებმა მთელი 90 წუთი გმირულად იბრძოლეს და დამსახურებულ ფრეს მიაღწიეს.

რაც შეეხება ბელგიას, გუნდს აშკარად ჩაუვარდა შესარჩევის სტარტი, 3 თამაშში მხოლოდ 5 ქულა და მესამე ადგილი. აღნიშნული შეხვედრის 89-ე წუთზე დრის მერტენსმა საზარელი ტრავმა მიიღო, თავი გაიტეხა და სასწრაფოდ კლინიკაში გააქანეს - მოგვიანებით გაცხადდა, რომ ექიმთა დროული ჩარევის შედეგად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მოსალოდნელი იყო, კვიპროსმა ანდორას უპრობლემოდ მოუგო. მასპინძლებმა 5 გოლი გაიტანეს, აქედან 3 კი გეორგიუს ეფრემის ანგარიშზეა. მოკლედ, კუნძულელებმა გაილაღეს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. თუმცა, ანდორის ძლევით დაწინაურებას რა ფასი აქვს, ცალკე სალაპარაკო თემაა.

ძალიან ცუდად ასპარეზობს ბოსნიის ნაკრები, რომელიც ამჯერად ისრაელში შერცხვა. ებრაელებმა სამი გოლი მიართვეს მეტოქეს და მიჯრით მესამე გამარჯვება გამოჭედეს. ისრაელის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.

ბელგია-უელსი 0:0
ბელგია (4-3-2-1): კურტუა - ვანდერ ბორი, ანდერვეირელდი, ლომბერტსი, ვერტონგენი - ფელაინი, ვიტსელი, დე ბრუინი - ჩადლი (62. ბენტეკე), აზარი - ორიჯი (73. მერტენსი - 89. იანუზაი)
უელსი (4-3-2-1): ჰენესი - გიუნტერი, ჩესტერი, ა. ვილიამსი, ტეილორი - ალენი, ლედლი, რემზი - კოტერილი (46. გ. ვილიამსი), ბეილი - კანუ (90. ჰუვსი)
გაფრთხილება: ჰენესი, ლედლი, ალენი, გ. ვილიამსი (უელსი)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-7 (6-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 45 000

კვიპროსი-ანდორა 5:0
გოლები: 1:0 მერკისი (10), 2:0 ეფრემი (31), 3:0 ეფრემი (42), 4:0 ეფრემი (60), 5:0 კრისტოფი (87-პენ.)
კვიპროსი (4-4-2): გეორგალიდესი - მერკისი, ანჯელი, დემეტრუ, ანტონიადესი - ეფრემი (78. ლაიფისი), მიტიდისი (63. კოლოკოუდიასი), ნიკოლაუ, ლაბანი - ალონეფტისი (46. მარკინსი), კრისტოფი
ანდორა (4-2-3-1): ფერან პოლი - ხორდი რუბიო (74. სორია), გარსია, ლიმა (46. როდრიგესი), მარკ გარსია - ვიეირა (46. აიალა), ვალესი - მარტინესი, პუოლი, ლორენცო - გაბი რიერა.
გაფრთხილება: მარტინესი, პუოლი (ანდორა)
კუთხური: 3-0; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-2 (7-0); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 15 000

ისრაელი-ბოსნია 3:0
გოლები: 1:0 ვერმუთი (36), 2:0 დამარი (45), 3:0 ზაჰავი (70).
ისრაელი (4-3-2-1): მარჩიანო - ბენ ჰარუში (78. დავიძადა), ბენ ჰაიმი, თიბი, მეშუმარი - ვერმუთი (70. რაფაელოვი), იეინი, თალი - ზაჰავი, ნათხო (74. ბიტონი) - დამარი
ბოსნია (4-3-2-1): ბეგოვიჩი - მუჯზა (46. ვისკა), სუნიჩი, სპაჰიჩი, ჰაჯიჩი - კვრზიჩი, ბეშიჩი (46. პირიშიჩი), ლულიჩი - პიანიჩი (62. კიმიროტი), მედუნიანინი - ჰაიროვიჩი
გაფრთხილება: იეინი, თალი, ბიტონი - სპაჰიჩი
გაძევება: სუნიჩი (48. ბოსნია).
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-10 (9-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 25 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ისრაელი 3 3 0 0 9-2 9
2. უელსი 4 2 2 0 4-2 8
3. კვიპროსი 4 2 0 2 9-5 6
4. ბელგია 3 1 2 0 7-1 5
5. ბოსნია 4 0 2 2 2-6 2
6. ანდორა 4 0 0 4 2-17 0

მომდევნო ტური
28 მარტი:
ანდორა-ბოსნია, ბელგია-კვიპროსი, ისრაელი-უელსი.

C ჯგუფი: უდანაკარგო სლოვაკეთი
ლუქსემბურგში უკრაინელები ერთ ძალიან სახიფათო კონტრშეტევას გადაურჩნენ, შემდეგ კი ანდრეი იარმოლენკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. იარმოლენკოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან მარტო დარჩენილმა გადაწყვიტა, პასი გაეკეთებინა. ეს უკრაინელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.

მიხაილ ფომენკო (უკრაინა): "თავიდან ლუქსემბურგი გვჯობდა, მეტოქეს სამი საგოლე შანსიც ჰქონდა. მატჩისთვის მზადება გაგვიჭირდა, ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო. ყოველთვის საუკეთესო რამ გოლების გატანაა, ჩვენ ეს სამჯერ მოვახერხეთ. ასე რომ, გახარებული ვარ".

სკოპიეში გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთის ნაკრები უდანაკარგოდ უდგას სათავეში ჯგუფს, სადაც მოქმედი ევროპის ჩემპიონი ასპარეზობს.

ესპანეთის ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო უელვაში და ეს უპრობლემოდ გააკეთა. ვისენტე დელ ბოსკემ, წინა მატჩისგან განსხვავებით, 11-ეულში 6 ცვლილება შეიტანა და ერთ-ერთმა, ისკომ მალევე გაუმართლა, ანგარიში გახსნა. დებიუტი ჰქონდათ ნაკრებში კალეხონსა და მორატას, ხოლო სერხიო რამოსმა "როხას" მაისურა 95-ედ მოირგო.

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "შორიდან ბევრი გოლი არ გაგვაქვს. ასე რომ, დღეს დისტანციიდან გატანილი ორი ბურთი უნდა დაგვეხმაროს ამ ასპექტის დახვეწაში. დღეს ისკომ ძალიან კარგად ითამაშა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 15 ნოემბერი
ლუქსემბურგი-უკრაინა 0:3
გოლები: 0:1 იარმოლენკო (33), 0:2 იარმოლენკო (53), 0:3 იარმოლენკო (56)
ლუქსემბურგი (4-5-1): ჟუბერი - იანსი, შნელი, შანო, იანიში - მარტინს პერეირა (53. და მოტა), ჟერსონი, მუტში, ჰოლტერი, ბენსი (63. ჟოაკიმი) - ტურპელი (76. დევილი)
უკრაინა (4-4-2): პიატოვი - ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი - კონოპლიანკა (77. მოროზიუკი), სიდორჩუკი, ტიმოშჩუკი, იარმოლენკო - ზოზულია (72. ბუდკივსკი), ოლინიკი (85. კოვალჩუკი)
გაფრთხილება: პერეირა - ხაჩერიდი, სიდორჩუკი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 10-5; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-9 (4-4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 4 379

მაკედონია-სლოვაკეთი 0:2
გოლები: 0:1 კუჩკა (25), 0:2 ნემეცი (38)
მაკედონია (4-4-2): პაჩოვსკი - რისტოვსკი, შიკოვი, მოისოვი, ალიოსკი - აბდურაჰიმი, ადემი, დემირი (74. ბაბუნსკი), ტრაიკოვსკი - ველკოვსკი (70. ივანოვსკი), სტოიკოვი (46. კოსტოვსკი)
სლოვაკეთი (4-2-3-1): კოზაჩიკი - პეკარიკი (46. შვენტო), შკრტელი, ძიურიცა, ჰუბოჩანი - პეკოვსკი, კუჩკა (55. კისი) - ვეისი (78. დურისი), ჰამშიკი, შტოხი - ნემეცი
გაფრთხილება: კოსტოვსკი - შკრტელი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 15-7 (8-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 6 000

ესპანეთი-ბელორუსი 3:0
გოლები: 1:0 ისკო (18), 2:0 ბუსკეტსი (19), 3:0 პედრო (55)
ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - კასორლა (69. კალეხონი), ბუსკეტსი (46. ბრუნო), კოკე, ისკო (80. მორატა) - პედრო, პ. ალკასერი
ბელარუსი (5-4-1): ჟევნოვი - მატვეიჩიკი, პალიცევიჩი, მარტინოვიჩი (31. ბორდაჩევი), იანუშკევიჩი, ბალანოვიჩი - კალაჩევი, დრაგუნი, კრივეცი (80. კისლიაკი), ნეხაიჩიკი - კორნილენკო (67. სიგნევიჩი)
გაფრთხილება: ბუსკეტსი - ბალანოვიჩი, კალაჩევი, ბორდაჩევი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 5-8; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 7-6 (4-1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 19 249

თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 4 4 0 0 8-2 12
2. ესპანეთი 4 3 0 1 13-3 9
3. უკრაინა 4 3 0 1 6-1 9
4. მაკედონია 4 1 0 3 4-10 3
5. ბელორუსი 4 0 1 3 2-9 1
6. ლუქსემბურგი 4 0 1 3 3-11 1

მომდევნო ტური
27 მარტი:
მაკედონია-ბელორუსი, სლოვაკეთი-ლუქსემბურგი, ესპანეთი-უკრაინა.

E ჯგუფი: პირველი ქულა ისტორიაში
შაბათს "უემბლიზე" უეინ რუნიმ მე-100-ედ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისურა და გოლიც გაიტანა პენალტის ნიშნულიდან, რომელიც თავადვე დაიმსახურა.

სლოვენიელთა კარში დენი უელბეკმა სულაც დუბლი შეასრულა, თუმცა ინგლისელთათვის ყველაფერი ცუდად დაიწყო - ჯორდან ჰენდერსონმა შესანიშნავი თავურით საკუთარი კარი დალაშქრა. საბოლოოდ, როი ჰოჯსონის გუნდმა დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა - 3:1. "სამ ლომს" 4-დან 4 გამარჯვება აქვს. სლოვენიელთა კაპიტანმა ბოსტიან ცეზარმა ნაკრებში 81-ედ ითამაშა, ეს სლოვენიის რეკორდია.

როი ჰოჯსონი (ინგლისი): "თამაში 90 წუთი გრძელდება, ამიტომ ყველაფერს თავიდანვე ვერ მიაღწევ. მეტოქე კარგად ორგანიზებული იცავდა თავს. უეინის გოლის მერე თამაში გაიხსნა. ეს მისთვის დიდებული საღამო იყო - 100 კეპი დიდებული მიღწევაა და თანაც, პრიზი თავად ბობი ჩარლტონმა გადასცა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სან მარინოს ნაკრებმა კი სენსაციურად არ წააგო. დიახ, სენსაციურად, რადგან საამისოდ ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში 61 მატჩი დასჭირდა! წვიმიანმა ამინდმა და მეკარე ალდო სიმონჩინიმ ესტონეთის ნაკრებს გატანის საშუალება არ მისცეს.

პიერანჯელო მანძაროლი (სან მარინო): "ბოლო დროს ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ და ამან შედეგი გამოიღო. სან მარინომ ბოლო ქულა ოფიციალურ მატჩებში 2001 წელს მოიპოვა. კარგი იქნება, თუ შემდეგს კიდევ 12-13 წელი არ დაველოდებით".

მაგნუს პერსონი (ესტონეთი): "სან მარინო დაცვაში იჯდა და კონტრშეტევების იმედად იყო. სან მარინოს ისტორია შევალამაზეთ".

შვეიცარიის ნაკრები ვერაფერს უხერხებდა ლიტვას, თუმცა ბოლო 25 წუთში 4 გოლი გაუტანა. ანგარიში კი ლიტველთა მეკარემ გახსნა. მანამდე მატჩის საუკეთესო გიედრიუს არლაუსკისმა საკუთარ კარში შეაგდო და დაიწყო. "ბაიერნის" ნახევარმცველმა ჯერდან შაჩირიმ დუბლი შეასრულა. ის ნელ-ნელა შვეიცარიელთა ლიდერად ყალიბდება.

შაბათი. 15 ნოემბერი
ინგლისი-სლოვენია 3:1
გოლები: 0:1 ჰენდერსონი (58 ს.კ.), 1:1 რუნი (59-პენ), 2:1 უელბეკი (66), 3:1 უელბეკი (72)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, ჯაგიელკა (89. სმოლინგი), კეჰილი, გიბსი - ჰენდერსონი, უილშერი, ლალანა (80. მილნერი) - რუნი, სტერლინგი (85. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), უელბეკი
სლოვენია (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - ბრეჩკო, ცეზარი, ილიჩი, სტრუნა - კირმი (78. ლიუბიანკიჩი) - ბირსა (63. ლაზარევიჩი), კამპლი, კურტიჩი (75. როტმანი), მერტელი - ნოვაკოვიჩი
გაფრთხილება: ჯაგიელკა, გიბსი, კლაინი, სტერლინგი - სესარი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-4 (2-0); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 90 000

სან მარინო-ესტონეთი 0:0
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ბონინი, ვიტაიოლი, დ. სიმონჩინი, ბროლი, პალაცი - ჰირში (60. ბატისტინი), კიარუცი, ტოსი, მ. ვიტაიოლი (77. გოლინუჩი) - სელვა (82. რინალდი)
ესტონეთი (4-4-2): აკსალუ - ტენისტე, მოროზოვი, არტიუნინი (74. ტეევერი), კრუგლოვი - ანტონოვი, დმიტრიევი (46. ლინდპერე), მეტსი, ვასილიევი - ოიამაა (62. ანიერი) - ზენიოვი
გაფრთხილება: სიმონჩინი, პალაცი - მოროზოვი, მეტსი, დმიტრიევი
კუთხური: 6-11; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-18 (2-2); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 759

შვეიცარია-ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 არლაუსკისი (66 ს.კ.), 2:0 შარი (68), 3:0 შაჩირი (80), 4:0 შაჩირი (90)
შვეიცარია (4-3-3): ზომერი - ლიხტშტაინერი, ჯურუ, შარი, მუბანჯე (75. ჟ. ფერნანდესი) - ბერამი, ინლერი, ჯემაილი - სეფეროვიჩი (83. შიონბახლერი), შაჩირი, მეჰმედი (64. დრმიჩი)
ლიტვა (4-5-1): არლაუსკისი - ვაიტკიუნასი (64. ბაროვსკისი), ფრეიდგეიმასი, კიანსკასი, ანდრიუშკევიჩიუსი - ჩერნიხი, ვიციუსი (82. ელიოშიუსი), ჩვედუკასუ, ჟულპა, ნოვიკოვასი (87. კაზლაუსკასი) - მატულევიჩიუსი
გაფრთხილება: მუბანჯე, დრმიჩი - ფრეიდგეიმასი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-4 (9-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 16 050

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 4 4 0 0 11-1 12
2. სლოვენია 4 2 0 2 4-4 6
3. შვეიცარია 4 2 0 2 8-3 6
4. ლიტვა 4 2 0 2 3-6 6
5. ესტონეთი 4 1 1 2 1-2 4
6. სან მარინო 4 0 1 3 0-11 1

მომდევნო ტური
27 მარტი:
ინგლისი-ლიტვა, სლოვენია-სან მარინო, შვეიცარია-ესტონეთი.

F ჯგუფი: რანიერი გააგდეს
იოან ედმუნდსონის გოლი ფარერის კუნძულებზე დიდხანს ემახსოვრებათ - ამ გოლით აუტსაიდერმა პირეოსში სენსაციურად იმარჯვა - 1:0. ოფიციალურ მატჩებში ფარერელებმა 2001 წლის მერე პირველად მოიგეს სტუმრად. წაგების შემდეგ კლაუდიო რანიერის გუნდი 1 ქულით ცხრილის ფსკერზე დარჩა.

თუმცა ამიერიდან ამ გუნდს რანიერისა აღარ ეთქმის - ბერძნული ფეხბურთის მამებმა ხელმოცარულ იტალიელ სპეციალისტს კარზე მიუთითეს და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. საბერძნეთის ნაკრებმა 4-დან 3 მატჩი წააგო და მხოლოდ ერთ ფრეს მიაღწია. საბერძნეთში მას უკვე უწოდეს ყველაზე უიღბლო არჩევანი ნაკრების მწვრთნელის პოსტზე.

ლარს ოლსენი (ფარერები): "წლების განმავლობაში ეს გამარჯვება ყველაზე დიდია ფარერის კუნძულების ნაკრების ისტორიაში. რა თქმა უნდა, ნაკრებს ავსტრიისთვისაც მოუგია, მაგრამ საბერძნეთი ავსტრიაზე უფრო დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ".

კლაუდიო რანიერი (საბერძნეთი): "არაფერი მაქვს სათქმელი, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა".

ბუქარესტში ლიდერთა მატჩში ყველაფერი მარჯვენა მცველ პაულ პაპის ორმა გოლმა გადაწყვიტა - მეორე ტაიმში ის ორჯერ აღმოჩნდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე და ორივეჯერ საუკეთესოდ ითამაშა - ჯერ ფეხით, მერე თავით ჩრდილოირლანდიელთა კარი დალაშქრა. "სტიაუაში" ირჯება.

ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი): "ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ლუსიან სანმარტეანმა დიდებულად ითამაშა. სამწუხაროა, რომ ის 34 წლისაა, თუმცა 24 წლის ბიჭივით კი თამაშობს. პალმაც გამახარა. მას ვთხოვე, მეტად წასულიყო წინ, თუმცა დუბლს მისგან, რა თქმა უნდა, არ ველოდი".

მაიკლ ონილი (ჩრდილოეთი ირლანდია): "ჩემი ბიჭების მონდომებით ვამაყობ. სულ 15 წუთი დაგვაკლდა უდიდეს შედეგამდე".

ბუდაპეშტში ყველაფერი ზოლტან გერას თავურმა გადაწყვიტა - 84-ე წუთზე "ფერენცვაროშის" ვეტერანმა გამარჯვების გოლი გაიტანა ფინელთა კარში.

პალ დარდაი (უნგრეთი): "ეს გამარჯვება ყველას დამსახურებაა, გოლი ძალზე საჭირო დროს გავიტანეთ. ეს იყო კოლექტიური გამარჯვება".

მიქსუ პაატელაინენი (ფინეთი): "კარგი თამაში იყო და გული გვწყდება, რომ წავაგეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ხარიხას გავარტყით, გერამ კი გაიტანა".

პარასკევი. 14 ნოემბერი
საბერძნეთი-ფარერები 0:1
გოლი: 0:1 ედმუნდსონი (61)
საბერძნეთი (4-3-3): კარნეზისი - ტოროსიდისი, მანოლასი, მორასი, კარაბელასი (78. მანდალოსი) - მანიატისი, კონე, სამარისი - კარელისი (62. მავრიასი), გეკასი (46. ათანასიადისი), ხრისტოდულოპულოსი
ფარერის კუნძულები (4-3-2-1): ნიელსენი - ნაესი, გრეგერსენი, ნატსეტადი, დავიდსენი - ვატნამარი, ბენიამინსენი, ჰოლსტი (76. იუსტინიუსენი) - ბ. ოლსენი (88. კ. ოლსენი), ჰანსონი - ედმუნდსონი (86. ფაერიო)
გაფრთხილება: მანოლასი - გრეგერსენი, ჰანსონი, ბ. ოლსენი
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-9 (5-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 7 000

უნგრეთი-ფინეთი 1:0
გოლი: 1:0 გერა (84)
უნგრეთი (4-2-3-1): კირაი - ფიოლა, იუჰასი (57. ფორო), ლანგი, კადარი - ელეკი, ტიოცსერი - სიმონი (77. ლოვრენშიჩი), გერა, ჯუჯაკი - სალაი (63. ნიკოლიჩი)
ფინეთი (4-3-3): ჰრადეცკი - ჰურმე, ტოივიო, მოისანდერი, ურონენი - ჰალსტი (85. მარკანენი), სპარვი, ჰეტემაი - ჰამალაინენი (82. რიკუ რისკი), პუკი (65. პოჰიანპალო), ერემენკო
გაფრთხილება: ტიოცსერი, ჯუჯაკი, ელეკი - ჰურმე
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-8 (2-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000

რუმინეთი-ჩრდ. ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 პაპი (74), 2:0 პაპი (79)
რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ - პაპი, კირიკეში, გრიგორე, რაცი - პინტილიი, სანმარტეანი - ტორჟე (80. ობანი), კიპჩიუ, ტანასე (58. მაქსიმი) - სტანჩუ (46. კესერიუ)
ჩრდილოეთ ირლანდია (4-3-2-1): კეროლი - მაკლაგინი, მაკოლი, ჰიუზი, მაკგივერნი - მაკგინი (63. კლინგანი), ბერდი, ბრანტი - ნორვუდი, ევანსი (78. მაკეი) - ლაფერტი
გაფრთხილება: პინტილიი, მაქსიმი - მაკლაგინი, ლაფერტი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6-6 (3-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 40 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 4 3 1 0 6-1 10
2. ჩრდ. ირლანდია 4 3 0 1 6-3 9
3. უნგრეთი 4 2 1 1 4-3 7
4. ფინეთი 4 1 1 2 4-5 4
5. ფარერები 4 1 0 3 2-6 3
6. საბერძნეთი 4 0 1 3 1-5 1

მომდევნო ტური
29 მარტი:
ჩრდ. ირლანდია-ფინეთი, რუმინეთი-ფარერები, უნგრეთი-საბერძნეთი.

G ჯგუფი: კაპელოს რუსეთი დამარცხებულია
ვენაში ავსტრიის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა რუსეთის ნაკრებზე. "მიუნხენ-1860"-ის ფორვარდმა რუბინ ოკოტიემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ფაბიო კაპელოს გუნდს ტურნირზე პირველი მარცხი აგემა. თან ამას ავსტრიელებმა ტრავმირებული ლიდერის, დავიდ ალაბას გარეშე მიაღწიეს.

კიშინიოვში კაპიტან ფრანც ბურგმაიერის საჯარიმო დარტყმით ლიხტენშტაინის ნაკრებმა მოულოდნელად იმარჯვა.

მარსელ კოლერი (ავსტრია): "ძნელი მატჩი იყო, რუსეთი ჭკვიანურად და სწრაფად თამაშობდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გახურებისას ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ბაუმგარტლინგერი დაგვიშავდა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ ამ ჯგუფში არაფერი გადაწყვეტილა".

ფაბიო კაპელო (რუსეთი): "როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული მატჩი გამოდგა. ორივე გუნდს მხოლოდ მოგება სურდა. პირველ ტაიმში არ გაგვიმართლა და ვერ გავიტანეთ. თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯგუფში შექმნილი სიტუაციით - არა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, პოდგორიცაში ჩერნოგორიამ ქულა იხსნა - პენალტით სტევან იოვეტიჩმა გამოიჩინა თავი. იბრას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "დამწუხრებული ვარ შედეგის გამო. ადრე გავიტანეთ და მერე თამაშს ვაკონტროლებდით, ბურთი ძელსაც კი გავარტყით. დაცვის თამაშით უკმაყოფილო დავრჩი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 15 ნოემბერი
ავსტრია-რუსეთი 1:0
გოლი: 1:0 ოკოტიე (73)
ავსტრია (4-4-1-1): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი (86. პრიოდლი), ჰინტერეგერი, ფუხსი - ჰარნიკი, ლაიტგები, ილსანკერი, არნაუტოვიჩი (92. ზაბიტცერი) - იუნუზოვიჩი - იანკო (59. ოკოტიე)
რუსეთი (4-5-1): აკინფეევი - პარშივლიუკი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი - ჩერიშევი (56. იონოვი), შიროკოვი, გლუშაკოვი, ფაიზულინი (75. ძიუბა), შატოვი (81. ძაგოევი) - კოკორინი
გაფრთხილება: ჰინტერეგერი - პარშივლიუკი, გლუშაკოვი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-8 (6-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 53 000

მოლდოვა-ლიხტენშტაინი 0:1
გოლი: 0:1 ბურგმაიერი (74)
მოლდოვა (3-4-3): ჩებანუ - გოლოვატენკო, ეპურეანუ, არმაში - რაკუ, გაცკანი, კოჟოკარი (56. სპეტარუ), პეტრაში (75. სუვოროვი) - გინსარი, იონიცა, დედოვი
ლიხტენშტაინი (4-3-2-1): ბ. ბიუხელი - კვინტანსი (90. კიებერი), კაუფმანი, ვაიზერი, ბურგმაიერი - კრისტენი, პოლვერინო, ბრიონდლი (63. კიუჰნე) - მ. ბიუხელი (88. გუბსერი), ჰასლერი - სალანოვიჩი
გაფრთხილება: - ბრიონდლი, სალანოვიჩი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-3 (9-2); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 6 000

ჩერნოგორია-შვედეთი 1:1
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (9), 1:1 იოვეტიჩი (80-პენ)
ჩერნოგორია (4-4-2): მ. ბოჟოვიჩი - სავიჩი, ბაშა, ტომაშევიჩი (77. იანკოვიჩი), ვოლკოვი - იოვოვიჩი, ზვეროტიჩი, ვუკჩევიჩი, ვ. ბოჟოვიჩი (46. ბაკიჩი) - იოვეტიჩი, დამიანოვიჩი (67. ბეჩირაი)
შვედეთი (4-3-3): ისაკსონი - ლუსტიგი (46. ვიენდტი), გრანკვისტი, ანტონსონი, ბენგტსონი - ეკდალი, კალსტრიომი, დურმაზი - ფორსბერგი (63. ლარსონი), იბრაჰიმოვიჩი, ზენგინი (86. ტელინი)
გაფრთხილება: ბაშა, ბაკიჩი - კალსტრიომი, ეკდალი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-7 (4-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 15 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 4 3 1 0 5-2 10
2. შვედეთი 4 1 3 0 5-3 6
3. რუსეთი 4 1 2 1 6-3 5
4. ჩერნოგორია 4 1 2 1 3-2 5
5. ლიხტენშტაინი 4 1 1 2 1-6 4
6. მოლდოვა 4 0 1 3 2-6 1

მომდევნო ტური
27 მარტი:
ლიხტენშტაინი-ავსტრია, მოლდოვა-შვედეთი, ჩერნოგორია-რუსეთი.

H ჯგუფი: IV ტური კინაღამ ჩაიშალა
ნორვეგიელები აზერბაიჯანში მოგებით ლიდერებს დაეწივნენ და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა იტალიისა და ხორვატიის დაპირისპირებას, რომელიც მილანში გაიმართა.

"სკუადრა აძურა" დებიუტშივე დაწინაურდა ანტონიო კანდრევას მიერ შორიდან გატანილით. ეს მისი პირველი ბურთი იყო "ლა ნაციონალეს" მაისურით. მალევე ხორვატებმა გაათანაბრეს, ივან პერიშიჩის დარტყმული ჯანლუიჯი ბუფონს იღლიაში გაუძვრა, ჯიჯი შეცდა. სტუმრებმა ტრავმის გამო ლუკა მოდრიჩი დაკარგეს; ასევე, 28-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა მასპინძელთა მანუელ პასკუალი, რომლის ნაცვლადაც რობერტო სორიანო შევიდა. "სამპდორიას" 23 წლის ნახევარმცველს სანაკრებო დებიუტი ჰქონდა.

71-ე წუთზე მატჩი გარკვეული პერიოდით შეწყდა, რადგან სტუმართა ქომაგების ნაწილი უწესრიგოდ იქცეოდა და მინდორზე პეტარდებს ისროდა.

იტალია-ხორვატიის მატჩზე ფანები მოედანზე პეტარდებს ისროდნენ
Sportall.Ge

ასეა თუ ისე, გოლი აღარ გასულა და ამ შედეგით, ცხადია, უფრო კმაყოფილნი ნიკო კოვაჩის ბანაკში უნდა იყვნენ. ხორვატია იტალიისთვის უხერხული მეტოქეა, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ხორვატებს აქამდე აპენინებზე მხოლოდ ერთხელ წაეგოთ - 1942 წელს - რის მერეც სამი მოგება და სამი ფრე ჰქონდათ, მეოთხეც მიამატეს. ანტონიო კონტეს ბიჭები კი წლის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს გამართავენ, როდესაც ამხანაგურად გაეჯიბრებიან ალბანეთს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პატარა სასწაული მოხდა სოფიაში. "ვასილ ლევსკიზე" ბულგარეთმა მალტას ვერ მოუგო. სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს და მერე თერთმეტმეტრიანი არ გაუშვეს, ივან პოპოვმა ვერ გაიტანა. ბულგარელები ამით ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებას დაემშვიდობნენ.

კვირა. 16 ნოემბერი
აზერბაიჯანი-ნორვეგია 0:1
გოლი: 0:1 ნორდტვეიტი (25)
აზერბაიჯანი (4-3-3): აღაიევი - შუკუროვი, იუნუსზადე, სადიგოვი, მედვედევი - ამირქულიიევი, იმამერდიევი (70. ნაზაროვი), აბიშოვი (65. ქარაიევი) - აბდულაიევი, იავადოვი, ალიევი
ნორვეგია (4-1-4-1): ნილანდი - ელაბდელაუი, ნორდტვეიტი, ფორენი, ჰოგლი - იოჰანსენი - დელი (57. სამუელსონი), ტეტი, ელიუნუსი (90+2. გულბრანდსენი), სკიელბრედი - კალევიკ ნილსენი (72. სოდერლუნდი)
გაფრთხილება: იუნუსზადე, ნაზაროვი – ელიუნუსი, სამუელსონი, სოდერლუნდი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-10 (0-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 8000

ბულგარეთი-მალტა 1:1
გოლები: 1:0 გალაბინოვი (6), 1:1 ფაილა (49-პენ.)
პოპოვმა ვერ გაიტანა პენალტი (76. ააცილა)
ბულგარეთი (4-2-3-1): სტოიანოვი - ტერზიევი, მინევი, ბოდუროვი, მანოლევი - ილიევი (71. ტონევი), მილანოვი (58. მარკინიოსი) - გალაბინოვი (58. მიჩანსკი), დიაკოვი, ალეკსანდროვი - პოპოვი
მალტა (4-1-3-2): ჰოგი - კამილიერი, ა. მუსკატი, აგიუსი, ფაილა (81. ბეცინა) - კარუანა - ბრიფა, რ. მუსკატი, პ. ფენეკი - შემბრი (78. რ. ფენეკი), ფარუჯა (90+3. ველა)
გაფრთხილება: მინევი – ფარუჯა, ფაილა, კარუანა, პ. ფენეკი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 22-6 (2-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 1000

იტალია-ხორვატია 1:1
გოლები: 1:0 კანდრევა (11), 1:1 პერიშიჩი (14)
იტალია (3-5-2): ბუფონი - დარმიანი, რანოკია, კიელინი - პასკუალი (28. სორიანო), დე შილიო, დე როსი, კანდრევა, მარკიზიო - ძაძა (63. პელე), იმობილე (52. ელ შაარავი)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, პრანიიჩი - მოდრიჩი (28. კოვაჩიჩი), ბროზოვიჩი (83. ბადელი) - პერიშიჩი, რაკიტიჩი, ოლიჩი (68. კრამარიჩი) - მანჯუკიჩი
გაფრთხილება: იმობილე – კოვაჩიჩი, პერიშიჩი
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-14 (2-7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 55 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 3 1 0 10-1 10
2. იტალია 4 3 1 0 6-2 10
3. ნორვეგია 4 3 0 1 6-3 9
4. ბულგარეთი 4 1 1 2 4-5 4
5. მალტა 4 0 1 3 1-7 1
6. აზერბაიჯანი 4 0 0 4 2-11 0

მომდევნო ტური
28 მარტი:
აზერბაიჯანი-მალტა, ხორვატია-ნორვეგია, ბულგარეთი-იტალია.

I ჯგუფი: ადვოკაატი გადადგა
ამიერიდან ევროპის ჩემპიონატების (ფინალური და საკვალიფიკაციო ეტაპი ერთად) საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა. მან ფარუში სომხეთის ნაკრების კარში ერთადერთი გოლი ახლო მანძილიდან, 72-ე წუთზე გაიტანა. ამით პორტუგალიის ნაკრებს მოაგებინა, თავად კი 23 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდო დანიელ იონ დალ ტომასონს (22 გოლი) გასცდა.

ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია): "სომხეთის ნაკრების თამაშები ვნახე და არ ველოდი იოლ თამაშს. მეტოქე თავს კარგად იცავს და 2-3 ფეხბურთელით უტევს. თავიდან კარგად დავიწყეთ. რომ გაგვეტანა, ალბათ იოლადაც მოვიგებდით; შემდეგ კი სომხეთის ნაკრებმა დაიჯერა, რომ ქულის წაღება შეეძლო და კონტრშეტევებიც სახიფათო ჰქონდა. კიდევ კარგი, სიმშვიდე შევინარჩუნეთ. რონალდოს რეკორდი ბევრს ნიშნავს მისთვის და ქვეყნისთვის".

ბერნარ შალანდე (სომხეთი): "ძალიან კარგად ვითამაშეთ, მონდომებულნი ვიყავით, მაგრამ პორტუგალიამ მაინც გვაჯობა. საოცრად იდიოტური გოლი გავუშვით, მხოლოდ ბურთის გამოტანა იყო საჭირო და ეს ვერ შევძელით. სომხეთის ნაკრები მომავალში კიდევ უფრო კარგად ითამაშებს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგრადის "პარტიზანზე" სამარისებური სიჩუმე იდგა - სერბეთი წინა ტურში მომხდარი ინციდენტისთვის დასჯილია და დანიასთან შეხვედრა ცარიელ სტადიონზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, დანიელებმა 3:1 მოიგეს, ხოლო ნიკლას ბენდტნერმა დუბლი შეასრულა. ისე, მისი მეორე გოლი თამაშგარეს წააგავდა. დანიის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და მგონი, ფავორიტიც.

მორტენ ოლსენი (დანია): "ძალიან ცუდად შევეჩვიეთ პირველი ბურთის გაშვებას. ეს უნდა გამოვასწოროთ, რადგან ყოველთვის ვერ შეძლებ საპასუხოდ სამი გოლის გატანას. ისე კი, კარგად ვითამაშეთ, კომბინაციური ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი საგოლე შანსი შევქმენით".

დიკ ადვოკაატი (სერბეთი): "რაც სერბეთის ნაკრების მწვრთნელი ვარ, ეს ჩვენი პირველი საშინელი თამაშია. ამაში ალბათ მე ვარ დამნაშავე და გადადგომაზეც დავფიქრდები. გუნდი ჩავიბარე, რადგან მჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით, ახლა კი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ".

თქვა და 67 წლის სპეციალისტმა სიტყვა შეასრულა - მეორე დღეს ადვოკაატმა სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

პარასკევი. 14 ნოემბერი
პორტუგალია-სომხეთი 1:0
გოლი: 1:0 რონალდო (72)
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - ბოსინგვა, პეპე, რ. კარვალიო, გერეირო - ნანი (88. ვილიამი), ჟოაო მოუტინიო, ტიაგო, რონალდო - პოშტიგა (56. ედერი), დანი (70. კვარეზმა)
სომხეთი (5-4-1): ბერეზოვსკი - ჰოვჰანისიანი, ჰაროიანი, არზუმანიანი, ვოსკანიანი, ჰაირაპეტიანი - მხითარიანი, მკრტიჩიანი (84. პიზელი), იედიგარიანი (77. სარქისოვი), ღაზარიანი (62. მანუჩარიანი) - მოვსისიანი
გაფრთხილება: კარვალიო, პეპე, ტიაგო, დანი, ვილიამი - არზუმანიანი, იედიგარიანი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-8 (4-6); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 21 042

სერბეთი-დანია 1:3
გოლები: 1:0 ზ. ტოშიჩი (4), 1:1 ბენდტნერი (60), 1:2 კიაერი (62), 1:3 ბენდტნერი (85)
სერბეთი (4-2-3-1): სტოიაკოვიჩი - ივანოვიჩი, ბიშევაცი, ს. მიტროვიჩი, დ. ტოშიჩი - გუდელი (66. ა. მიტროვიჩი), მატიჩი - ზ. ტოშიჩი, ჯურიჩიჩი (46. კუზმანოვიჩი), ტადიჩი (71. მარკოვიჩი) - ლაზოვიჩი
დანია (4-5-1): შმეიხელი - ანკერსენი (70. იაკობსენი), კიაერი, ბიელანდი, ბოილესენი - ვიბე, კალენბერგი (88. ვიურტცი), კვისტი, ერიქსენი, კრონ-დელი - ბენდტნერი (87. იურარი)
გაფრთხილება: - კრონ-დელი, კვისტი, იაკობსენი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 5-8 (2-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: უმაყურებლოდ

თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 2 1 1 6-4 7
2. პორტუგალია 3 2 0 1 2-1 6
3. ალბანეთი 2 1 1 0 2-1 4
4. სერბეთი 2 0 1 1 2-4 1
5. სომხეთი 3 0 1 2 2-4 1

შენიშვნა: სერბეთსა და ალბანეთს შორის ჩაშლილ შეხვედრაში სერბეთს 3:0 გამარჯვება ჩაეთვალა, მაგრამ ჩამოაკლდა 3 ქულა. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ცხრილში არ აისახება.

მომდევნო ტური
29 მარტი:
ალბანეთი-სომხეთი, პორტუგალია-სერბეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული