ევრო 2016. B ჯგუფი: ჯეკოს ჰეთ თრიკი, ბეილის და ფელაინის დუბლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ისრაელი-უელსი 0:3

28 მარტს ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა B ჯგუფში.

უელსის ნაკრები ისრაელს ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ტაიმის მიწურულს მეკარის წამოწყებული შეტევა გარეთ ბეილმა თავით გააგრძელა და აარონ რემზიმ თავითვე გაიტანა.

50-ე წუთზე მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. 77-ე წუთზე ბეილმა რემზის პასით დუბლი შეასრულა - 0:3.

კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგეს ბელგიელებმა, რომელთაც ბრიუსელში კვიპროსი 5:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, მარუან ფელაინის დუბლი.

მოიგო კიდევ ერთმა ფავორიტმა აშკარა აუტსაიდერთან ბრძოლაში -
ბოსნიამ სტუმრად 3:0 დაამარცხა ანდორა. ჰეთ თრიკი შეასრულა ედინ ჯეკომ.

ისრაელი-უელსი 0:3
გოლები: 0:1 რემზი (45), 0:2 ბეილი (50), 0:3 ბეილი (77)
გაძევება: ტიბი (51)

ანდორა-ბოსნია 0:3
გოლები: 0:1 ჯეკო (13), 0:2 ჯეკო (49), 0:3 ჯეკო (62)

ბელგია-კვიპროსი 5:0
გოლები: 1:0 ფელაინი (21), 2:0 ბენტეკე (35), 3:0 ფელაინი (66), 4:0 აზარი (67), 5:0 ბატშუაი (80)

თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 5 3 2 0 7-2 11
2. ისრაელი 4 3 0 1 9-5 9
3. ბელგია 4 2 2 0 12-1 8
4. კვიპროსი 5 2 0 3 9-10 6
5. ბოსნია 5 1 2 2 5-6 5
6. ანდორა 5 0 0 5 2-20 0

მომდევნო ტური
31 მარტი:
ისრაელი-ბელგია.

12 ივნისი:
ანდორა-კვიპროსი, ბოსნია-ისრაელი, უელსი-ბელგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული