ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. F ჯგუფი: ლიდერები გამოიკვეთნენ

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები, რომელმაც ფინეთს უმასპინძლა, დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მატჩის გმირი კაილ ლაფერტია, რომელმაც პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და სტუმრები ურთულესი ამოცანის წინაშე დააყენა. მეორე ნახევარში ფინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, კიდევ რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, ფინელებს 4 ქულა დარჩათ და მათ კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის, ფაქტობრივად, ბოლო შანსი გაუშვეს ხელიდან. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს, ბრიტანელები დიდ საფეხბურთი ფორუმზე გასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან.
ირლანდიელთა მარაქაში 12 ქულაა და მყარი მეორე ადგილი სატურნირო ცხრილში.

ლიდერი რუმინეთის ნაკრებია, რომელმაც ფარერებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. შესაძლოა, გეცოტავათ 1:0, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში კუნძულელებმა საბერძნეთის ნაკრები დაჯაბნეს და თანაც, მისსავე მოედანზე.

მოკლედ, ის დრო აღარ არის, ფარერებს საქართველოს ნაკრები 6:0-ს რომ უგებდა და ამიტომ თუნდაც მინიმალური ანგარიშით გამარჯვება რუმინელებს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. მით უმეტეს, ამ მოგებით ანგელ იორდანესკუს შეგირდებმა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

უნგრელები და ბერძნები უგოლო ფრით გაიყარნენ, რითაც რუმინელთა და ჩრდილოირლანდიელთა წისქვილზე დაასხეს წყალი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ჯგუფში ლიდერები გამოიკვეთნენ.

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. F ჯგუფი
რუმინეთი-ფარერები 1:0
გოლი: 1:0 კესერუ (21)
რუმინეთი (4-4-1-1): პანტილიმონი - პაპი, კირიკეში, გრიგორე, რაცი - პოპა (71. ტორჟე), პინტილი, სანმარტინი (86. პრეპელიტა), მაქსიმი - რუსესკუ (60. ტანასე) - კესერუ
ფარერები (4-5-1): ნილსენი - ი. დავიდსენი, ნატესტადი, გრეგერსენი, ვ. Dავიდსენი - ფაერა (74. ა. ოლსენი), ჰოლსტი, ბ. ოლსენი (79. სორენსენი), იაკობსენი (79. ოენსენი), ვატნჰამარი - ედმუნდსონი
გაფრთხილება: კესერუ, ტორჟე - ვატნჰამარი
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 16-2 (8-1); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 12 000

ჩრდ. ირლანდია-ფინეთი 2:1
გოლები: 1:0 ლაფერტი (33), 2:0 ლაფერტი (38), 2:1 სადიკი (90)
ჩრდ. ირლანდია (4-3-3): კეროლი - მაკლოუგლინი, ევანსი, მაკაულეი, ბრანტი - დავისი (46. ევანსი), ბერდი, ნორვუდი - მაკგინი (64. დალასი), უარდი, ლაფერტი (79. მაგენისი)
ფინეთი (4-3-2-1): ჰრადეკი - სორსა, ტოივიო (46. არაური), მოისანდერი, ურონენი - რინგი, სპარვი, მატილა - ჰამალანენი (43. პოანპალო), ერემენკო - პუკი (70. სადიკი)
გაფრთხილება: ბერდი, ბრანტი - პოანპალო, არაური
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-7 (4-2); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 20 000

უნგრეთი-საბერძნეთი 0:0
უნგრეთი (4-2-3-1): კირალი - ფიოლა, იუჰაში, კადარი, დე ალმეიდა - ელეკი (70. პინტერი), ტოშერი - შტებერი, გერა, ჯუჯაკი - სალაი (68. ნიკოლიჩი)
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ტოროსიდისი, სტაფილიდისი - პაპადოპულოსი, სამარისი - ფეტფატციდისი (77. გიანიოტასი), კონე (77. კაცურანისი), ხრისტოდოლოპულოსი (69. ფორტუნისი) - ატანასიადისი
გაფრთხილება: დე ალმეიდა, ელეკი, პინტერი - კონე, ფეტფატციდისი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-8 (3-3); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 18 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუმინეთი 5 4 1 0 7-1 13
2. ჩრდ. ირლანდია 5 4 0 1 8-4 12
3. უნგრეთი 5 2 2 1 4-3 8
4. ფინეთი 5 1 1 3 5-7 4
5. ფარერები 5 1 0 4 2-7 3
6. საბერძნეთი 5 0 2 3 1-5 2

მომდევნო ტური
13 ივნისი:
ფინეთი-უნგრეთი
ფარერები-საბერძნეთი
ჩრდ. ირლანდია-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული