ევრო 2016. VI ტური. I დღე: უელსმა და ჰოლანდიამ მოიგეს, იტალია-ხორვატია ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
12 ივნისს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის VI ტურის მატჩები სამ, A, B და H ჯგუფებში გაიმართა.

A ჯგუფი
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ფაქტია, A ჯგუფში გალიდერდა ისლანდიის ნაკრები, რომელმაც შინ ჩეხეთს ანგარიშით 2:1 მოუგო.

პარალელურ შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებმა ლატვიას რიგაში ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე ტაიმში გატანილი გოლებით ჟორჟინიო ვეინალდუმი (67) და ლუსიანო ნარსინგი (71) გამოირჩნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ყაზახეთში გაიმართა, სადაც მინიმალური ანგარიშით სტუმრად ჩასულმა თურქეთის
ნაკრებმა მოიგო.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ისლანდია - 15 ქულა,
2. ჩეხეთი - 13, 3. ჰოლანდია - 10, 4. თურქეთი - 8, 5. ლატვია - 3, 6. ყაზახეთი - 1.

B ჯგუფი
უელსის ნაკრებმა საშინაო შეხვედრაში გარეთ ბეილის გოლით ბელგია დაამარცხა და B ჯგუფში გალიდერდა. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სტუმართა კარში გოლი 25-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში ბოსნიამ ისრაელს ანგარიშით 3:1 სძლია, კვიპროსის ნაკრებმა კი ასეთივე ანგარიშით გასვლაზე ანდორას მოუგო.

სატურნირო მდგომარეობა:

1. უელსი -14; 2. ბელგია - 11; 3. ისრაელი - 9; 4. კვიპრისი - 9; 5. ბოსნია - 8; 6. ანდორა - 0.

H ჯგუფი
ამ ჯგუფში საინტერესო შეხვედრა სპლიტში გაიმართა, სადაც ჯგუფის ლიდერმა ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე, იტალიის ნაკრები მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძლები ანგარიშში უკვე მე-11 წუთზე მარიო მანჯუკიჩის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც მანამდე 11-მეტრიანი ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო.

ანტონიო კონტეს გუნდს ქულა კი 36-ე წუთზე, ანტონიო კანდრევამ 11-მეტრიანით მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია - ხორვატები, რომლებიც უეფასგან წინა შეხვედრაში (ნორვეგიასთან) გულშემატკივართა რასისტული გამოხდომების გამო ისედაც დასჯილნი იყვნენ, ამჯერად გაზონზე სვასტიკის გამოსახვისთვის უეფასგან, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მკაცრ სანქციას მიიღებენ.

რაც შეეხება H ჯგუფის სხვა მატჩებს, ნორვეგია და აზერბაიჯანი ოსლოში უგოლოდ გაიყარნენ, ბულგარეთმა კი შინ მინიმალური ანგარიშით მალტას მოუგო.

სატურნირო მდგომარეობა:
1. ხორვატია - 14; 2. იტალია - 12; 3. ნორვეგია - 10; 4. ბულგარეთი - 8; 5. აზერბაიჯანი - 4; 6. მალტა - 1.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის VI ტური სამ დღეზეა გაწერილი. დღეს მატჩები D, F და I ჯგუფებში გაიმართება, 14-ში კი - C, E და G ჯგუფებში.

ასევე იხილეთ:
პოლონეთი VS საქართველო - ურთულესი გამოცდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული