A ჯგუფი
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ფაქტია, A ჯგუფში გალიდერდა ისლანდიის ნაკრები, რომელმაც შინ ჩეხეთს ანგარიშით 2:1 მოუგო. პარალელურ შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებმა ლატვიას რიგაში ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე ტაიმში გატანილი გოლებით ჟორჟინიო ვეინალდუმი (67) და ლუსიანო ნარსინგი (71) გამოირჩნენ.
ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ყაზახეთში გაიმართა, სადაც მინიმალური ანგარიშით სტუმრად ჩასულმა თურქეთის
ნაკრებმა მოიგო.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ისლანდია - 15 ქულა,
B ჯგუფი
უელსის ნაკრებმა საშინაო შეხვედრაში გარეთ ბეილის გოლით ბელგია დაამარცხა და B ჯგუფში გალიდერდა. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სტუმართა კარში გოლი 25-ე წუთზე გაიტანა.ამავე ჯგუფში ბოსნიამ ისრაელს ანგარიშით 3:1 სძლია, კვიპროსის ნაკრებმა კი ასეთივე ანგარიშით გასვლაზე ანდორას მოუგო.
სატურნირო მდგომარეობა:
1. უელსი -14; 2. ბელგია - 11; 3. ისრაელი - 9; 4. კვიპრისი - 9; 5. ბოსნია - 8; 6. ანდორა - 0.
H ჯგუფი
ამ ჯგუფში საინტერესო შეხვედრა სპლიტში გაიმართა, სადაც ჯგუფის ლიდერმა ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე, იტალიის ნაკრები მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები ანგარიშში უკვე მე-11 წუთზე მარიო მანჯუკიჩის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც მანამდე 11-მეტრიანი ჯანლუიჯი ბუფონმა აუღო.
ანტონიო კონტეს გუნდს ქულა კი 36-ე წუთზე, ანტონიო კანდრევამ 11-მეტრიანით მოუტანა.
შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია - ხორვატები, რომლებიც უეფასგან წინა შეხვედრაში (ნორვეგიასთან) გულშემატკივართა რასისტული გამოხდომების გამო ისედაც დასჯილნი იყვნენ, ამჯერად გაზონზე სვასტიკის გამოსახვისთვის უეფასგან, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მკაცრ სანქციას მიიღებენ.
რაც შეეხება H ჯგუფის სხვა მატჩებს, ნორვეგია და აზერბაიჯანი ოსლოში უგოლოდ გაიყარნენ, ბულგარეთმა კი შინ მინიმალური ანგარიშით მალტას მოუგო.
სატურნირო მდგომარეობა:
1. ხორვატია - 14; 2. იტალია - 12; 3. ნორვეგია - 10; 4. ბულგარეთი - 8; 5. აზერბაიჯანი - 4; 6. მალტა - 1.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის VI ტური სამ დღეზეა გაწერილი. დღეს მატჩები D, F და I ჯგუფებში გაიმართება, 14-ში კი - C, E და G ჯგუფებში.
ასევე იხილეთ:
პოლონეთი VS საქართველო - ურთულესი გამოცდა