D ჯგუფი
საქართველოს ნაკრები პოლონეთს ესტუმრა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ სტუმრად 7:0 დაამარცხა ევროპის ყველაზე სუსტი გუნდი გიბრალტარი. ანდრე შიურლემ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო მაქს კრუზემ - დუბლი, თითო გოლი ილქაი გიუნდოგანის, ქარიმ ბელარაბის და ლუკას პოდოლოსკის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მე-10 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა ბასტიან შვაინშტაიგერმა.
ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს. 38-ე
სატურნირო მდგომარეობა
1. პოლონეთი - 14 ქულა; 2. გერმანია - 13; 3. შოტლანდია - 11; 4. ირლანდია - 9; 5. საქართველო - 3; 6. გიბრალტარი - 0.
F ჯგუფი
რუმინეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა და 0:0 დაუზავდა.ფარერის კუნძულის ნაკრებმა კიდევ ერთი სენსაცია გამოაცხო - საბერძნეთის გუნდს 2:1 მოუგო. სერხიო მარკარიანის დებიუტი ბერძენთა თავკაცის პოსტზე კატასტროფული აღმოჩნდა.
უნგრეთის ნაკრებმა სტუმრად 1:0 დაამარცხა ფინეთის ნაკრები, გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე ზოლტან შტიბერმა გაიტანა.
სატურნირო მდგომარეობა
1. რუმინეთი - 14 ქულა; 2. ჩრ. ირლანდია - 13; 3. უნგრეთი - 11; 4. ფარერები - 6; 5. ფინეთი - 4; 6. საბერძნეთი - 2.
I ჯგუფი
საქართველოში მომზადებულმა პორტუგალიის ნაკრებმა კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკის წყალობით, 3:2 დაამარცხა ერევანში სომხეთი. 62-ე წუთიდან ტიაგოს გაძევების გამო, პორტუგალიამ 10 კაცით ითამაშა. დანიის ნაკრებმა შინ 2:0 დაამარცხა სერბეთი, გოლები იუსუფ პოულსენმა და იაკობ პოულსენმა გაიტანეს.
სატურნირო მდგომარეობა
1. პორტუგალია - 15 ქულა; 2. დანია - 10; 3. ალბანეთი - 7; 4. სერბეთი - 1 (დაკლებული აქვს 3 ქულა); 5. სომხეთი - 1.