ევრო 2016: სვასტიკა, პრემიერი და უეფა

AutoSharing Option
ხორვატიის პრემიერმა ზორან მილანოვიჩმა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის თხოვნით მიმართა, რომ არ დაისაჯოს ხორვატიის საფეხბურთო კავშირი ძალიან მკაცრად. საქმე ეხება ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს, როცა სპლიტის სტადიონ "პოლიუდზე" ბალახის საფარზე სვასტიკა იყო გამოსახული.

ეს სვასტიკა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შენიშნეს. სვასტიკა უეფას დელეგატის ოფიციალურ წერილშიც მოხვდა, იმის მიუხედავად, რომ სტადიონის თანამშრომლებმა შესვენებაზე ყველა ღონე იხმარეს სვასტიკის მოსაშორებლად.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ხორვატია-იტალია (1:1) ისედაც ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა, რადგან ხორვატები აქამდელ ინციდენტზე იყვნენ დასჯილნი. იმასაც გაგახსენებთ, რომ
ნოემბერში ამ გუნდების მატჩი მილანში სტუმარი ფანების უსაქციელობის გამო რამდენჯერმე შეწყდა.

"მესმის, რომ ჩვენ, ალბათ, სანქციები არ აგვცდება. მინდა ვთხოვო უეფას, რომ მეტისმეტი სანქციები არ მიიღონ ჩვენ წინააღმდეგ, რათა ეს ხორვატიის ნაკრებს ძალიან დააზარალებს. გთხოვთ, ნუ დატოვებთ ევრო 2016-ს კონტინენტის საუკეთესო ნაკრებების გარეშე", - წერს წერილში ქვეყნის პრემიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული