ევრო 2016: უელსის პრობლემები

AutoSharing Option
სექტემბრის დასაწყისში ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩები განახლდება.

უელსის ნაკრებს კვიპროსთან და ისრაელთან თამაში გარკვეული დანაკლისით მოუწევს.

კრის კოულმენის ბიჭები კვიპროსში ჯო ალენის გარეშე რომ გაემგზავრებოდნენ, ისედაც ცნობილი იყო, რადგან იგი დასკვალიფიცირებული გახლავთ, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ "ლივერპულის" ნახევარმცველი ისრაელთანაც ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმა გაუმიზეზდა.

გარდა ამისა, დაშავდა "სანდერლენდის" მცველი ადამ მეტიუზი. ტრავმა აქვს ემირ ჰიუზსაც. ეს შანსია ასევე ლივერპულელი ჯორდან უილიამსისთვის, რომელმაც მიწვევა მიიღო და შესაძლოა, მისი დებიუტიც შედგეს.

სასიხარულო ამბებიც არის - ჯეიმს კოლინსი, ბენ დეივისი და დევიდ
ედვარდსი ბრუნდებიან. მათ ბელგიასთან შეხვედრა გამოტოვეს, მაგრამ ახლა მწყობრში არიან. როგორც ჩანს, ითამაშებს გარეთ ბეილიც.

"როდესაც მისი შესაძლო არყოფნის ამბავი გავიგეთ, სუნთქვა შეგვეკრა. თუმცა შესაბამისი კვლევების მერე გამოჩნდა, რომ წესით, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს და გარეთი მინდორზე გავა" - აღნიშნა კოულმენმა.

შეგახსენებთ, რომ უელსმა შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო, ბეილი და კომპანია ჯგუფის ლიდერებად გვევლინებიან. კოულმენის ნაკრები კვიპროსს 3 სექტემბერს ეწვევა, ხოლო 6-ში ისრაელს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული