ევრო 2016. შესარჩევი. VII ტური. B ჯგუფი: ბეილის თავურით [VIDEO]

AutoSharing Option
ბრიუსელში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა: პრაქტიკულად, ეს ბოსნიელთა უკანასკნელი შანსი იყო, ამიტომაც სტუმრებმა შეუტიეს უძლიერესი შემადგენლობით დაკომპლექტებულ ბელგიას და ედინ ჯეკოს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა არც ისე თვალსასეირო მატჩში ამის მერე, მხოლოდ ბელგიელებს გაჰქონდათ - ინგლისური პრემიერლიგის ვარსკვლავებს, ფელაინის, დე ბრუინს და აზარს - 3:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უელსის ნაკრები კვლავ ლიდერია, ბრიტანელებს მძიმე ბრძოლა გადახდათ კუნძულ კვიპროსზე, მაგრამ გუნდი გარეთ ბეილმა იხსნა, რომელმაც ამ ციკლში მე-6 გოლი შეაგდო, 1:0 უელსის სასარგებლოდ. ბეილმა თავური საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე გაისროლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰაიფაში ისრაელმა პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანა უსუსტეს ანდორას და მერე შეეშვა - 4:0.

B ჯგუფი
ბელგია-ბოსნია 3:1
გოლები: 0:1 ჯეკო (15), 1:1 ფელაინი (23), 2:1 დე ბრუინი (44), აზარი (78-პენ)
ბელგია (4-3-3): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმალენი, ვერტონგენი - ფელაინი, ვიტსელი, ნაინგოლანი - დე ბრუინი (89. მერტენსი), ლუკაკუ (82. ორიჟი), აზარი
ბოსნია (4-2-3-1): ბეგოვიჩი - მუიჯა, ვრანიეში, სპაჰიჩი (56. სუნჯიჩი), კოლაშინაცი (72. ჰაიროვიჩი) - მედუნიანინი (81. იბიშევიჩი), ბეშიჩი - ლიულიჩი, პიანიჩი, ვიშჩა - ჯეკო
გაფრთხილება: - კოლაშინაცი, სუნჯიჩი, ლიულიჩი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-8 (6-5); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 45 000

კვიპროსი-უელსი 0:1
გოლი: 0:1 ბეილი (82)
კვიპროსი (4-4-2): გიორგალიდესი - დემეტრიუ, დოსა ჟუნიორი, ლაიფისი, ანტონიადესი - ხარალამბიდესი (74. ენგლეზუ), ნიკოლაუ, ეკონომიდესი, მაკრიდისი - მიტიდისი (65. კოლოკუდიასი), მაკრისი (84. სოტერიუ)
უელსი (4-3-3): ჰენესი - განტერი, ბ. დევისი, ე. უილიამსი, კინგი - ედვარდსი, რემზი (93. მაკდონალდი), ნ. ტეილორი - ბეილი (90. ჩარჩი), რობსონ-კანუ (68. ვოუკსი), რიჩარდსი
გაფრთხილება: -
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-7 (2-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000

ისრაელი-ანდორა 4:0
გოლები: 1:0 ზაჰავი (3), 2:0 ბიტონი (22), 3:0 ჰემედი (26-პენ), 4:0 დაბური (38)
ისრაელი (4-3-3): მარსიანო - დასა, ბენ ჰაიმ I (46. მელიქსონი), ტიბი, რიკანი - ბიტონი, ზაჰავი (46. ბუზალო), ნათხო - დაბური, ჰემედი (75. კაიალი), ბენ ჰაიმ II
ანდორა (4-4-1-1): ფერან პოლი - მ. სან ნიკოლასი, ლიმა, ე. გარსია, მ. გარსია - კ. მარტინესი, ვიერა, რებესი (81. ლიოვერა), როდრიგესი (55. სონეიე) - მორენო (72. რუბიო) - სანჩესი
გაფრთხილება: ჰემედი - ვიერა, სან ნიკოლასი, რუბიო
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 27-1 (16-0); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 10 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 7 5 2 0 9-2 17
2. ბელგია 7 4 2 1 16-3 14
3. ისრაელი 7 4 0 3 14-9 12
4. კვიპროსი 7 3 0 4 12-12 9
5. ბოსნია 7 2 2 3 9-10 8
6. ანდორა 7 0 0 7 3-27 0

მომდევნო ტური
6 სექტემბერი
უელსი-ისრაელი 20:00
ბოსნია-ანდორა 22:45
კვიპროსი-ბელგია 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული