ევრო 2016. შესარჩევი VII ტური. H ჯგუფი: იტალია გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოში სენსაცია დაფიქსირდა, სადაც ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ხორვატიამ აუტსაიდერ აზერბაიჯანთან ორი ქულა დაკარგა.

თამაში მეტად მძიმე სანახავი გამოდგა და მართალია, სტუმრები ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, სახიფათო მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნიდნენ და შედეგსაც ლოგიკური ეთქმის. ხორვატებმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს და ჯგუფში ლიდერობა იტალიას გადაულოცეს.

"სკუადრა აძურამ" ფლორენციაში მალტა მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0. ერთადერთი გოლი ანტონიო კანდრევას ჩაწოდების შემდეგ, გრაციანო პელემ გაიტანა.

მასპინძლები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. თუმცა, ეს იტალიაა, რომელსაც
უყვარს მინიმალური ანგარიშით მოგება ნებისმიერ მეტოქესთან.

ამ გამარჯვებით "აძურამ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატისკენ და თუ სამ დღეში ბულგარეთსაც დაამარცხებს, დიდი ალბათობით, გაინაღდებს კიდეც ევროსაგზურს.

ნორვეგია ბულგარეთს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. სკანდინავიელები ინარჩუნებენ შანსს, რომ საფრანგეთის საგზური მოიპოვონ და როგორც ჩანს, ბოლომდე იბრძოლებენ.

H ჯგუფი
აზერბაიჯანი-ხორვატია 0:0
აზერბაიჯანი (4-5-1): აგაევი - რ. სადიკოვი, კარაევი, ჰუსეინოვი, ამირგულიევი - დაშდამიროვი, ისმაილოვი, მირზაბაიოვი, ნაზაროვი (90. ისრაფილოვი), რ. კურბანოვი (79. ნადიროვი) - მ. კურბანოვი (63. ა. სადიკოვი)
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ვრსალიკო, ჩორლუკა, ვიდა, პრანიჩი - ბადელი (59. კოვაჩიჩი), მოდრიჩი (71. ბროზოვიჩი) - პიაცა, რაკიტიჩი, პერიშიჩი (83. კალინიჩი) - მანჯუკიჩი
გაფრთხილება: აგაევი, რ. კურბანოვი, კარაევი - ვიდა, რაკიტიჩი, კოვაჩიჩი
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-17 (4-4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 12 000

ბულგარეთი-ნორვეგია 0:1
გოლი: 0:1 ფორენი (57)
ბულგარეთი (4-2-3-1): მიტრევი - ბანდალოვსკი, ალექსანდროვი, ბორდუროვი, ვინევი - ტუაკოვი, ჩოჩევი - მანოლევი (61. მანოლევი), პოპოვი, მილანოვი (78. ნედელევი) - მიცანსკი (68. რანგელოვი)
ნორვეგია (4-4-2): ნიულანდი - ელაბდელაუი, ჰოვლანდი, ფორენი (75. ნოლდვერტი), ჰოგლი - სამუელსენი (65. სკელბერდი), ტეტეი, იოჰანსონი (87. სტრანდბერგი), ბერგეტი - სოდერლუნდი, ჰენრიკსენი
გაფრთხილება: მინევი, პოპოვი - ჰოგლი, ტეტეი, სკელბერგი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 2-6 (1-4); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 15 000

იტალია-მალტა 1:0
გოლი: 1:0 პელე (69)
იტალია (4-3-3): ბუფონი - დარმიანი,. ბონუჩი, კიელინი, პასკუალი - პირლო, ვერატი (78. სორიანო), ბერტოლაჩი (55. პაროლო) - ედერი, გაბიადინი (64. კანდრევა), პელე
მალტა (3-5-1-1): ჰოგი - ბორგი, აგიუსი, ზ. მუსკატი - ა. მუსკატი, ბრიფა (90. სკიბერასი), რ. მუსკატი, ფენეხი, ფაილა - შემბრი (73. კრისტენსენი) - ეფიონგი (90. მიფსუდი)
გაფრთხილება: კანდრევა - ფენეხი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-3 (4-1); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 20 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
იტალია 7 4 3 0 10-5 15
ხორვატია 7 4 3 0 16-3 14
ნორვეგია 7 4 1 2 8-8 13
ბულგარეთი 7 2 2 3 7-8 8
აზერბაიჯანი 7 1 2 4 4-11 5
მალტა 7 0 1 6 1-11 1
შენიშვნა: ხორვატიას დაკლებული აქვს 1 ქულა

მომდევნო ტური
6 სექტემბერი
მალტა-აზერბაიჯანი 20:00
ნორვეგია-ხორვატია 20:00
იტალია-ბულგარეთი 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული