ევრო 2016. VII ტური. C ჯგუფი: ესპანური შურისძიება ოვიედოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის VII ტურის სამი შეხვედრა გაიმართა ჩ ჯგუფში.

ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ოვიედოში უმასპინძლა ლიდერ და უდანაკარგო სლოვაკეთს და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-5 წუთზე ჟორდი ალბამ გახსნა, რომელიც დავიდ სილვას პასს გამოეხმაურა.

30-ე წუთზე დიეგო კოშტას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ანდრეს ინიესტამ გამოიყენა. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:0.

ამ მოგებით ესპანეთის ნაკრები პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა სლოვაკეთის მსგავსად 18 ქულა აქვს.

უკრაინის ნაკრებმა ბელარუსს 3:1 მოუგო, გოლები მასპინძელთაგან ანტონ კრავეცმა, ანდრი იარმოლენკომ და იევჰენ კონოპლიანკამ (პენალტი) გაიტანეს. მაკედონიის ნაკრები მოულოდნელად, ლუქსემბურგში დამარცხდა - 0:1.

ამგვარად, ესპანეთმა, სლოვაკეთმა და უკრაინამ სულ მცირე, პლეი ოფი გაინაღდეს, ხოლო ბელარუსი, ლუქსემბურგი და მაკედონია ფინალური ეტაპის საგზურს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.

ლუქსემბურგი-მაკედონია 1:0
გოლი: 1:0 ტილი (92)
შენიშვნა: აბდურაჰიმიმ (მაკედონია) ვერ გაიტანა პენალტი (85)

უკრაინა-ბელარუსი 3:1
გოლები: 1:0 კრავეცი (7), 2:0 იარმოლენკო (30), 3:0 კონოპლიანკა (40-პენ), 3:1 კორნილენკო (62-პენ)
გაძევება: გარმაში (92. უკრაინა)

ესპანეთი-სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 ალბა (5), 2:0 ინიესტა (30-პენ)

1. ესპანეთი - 18 ქულა; 2. სლოვაკეთი - 18, 3. უკრაინა - 15, 4. ბელარუსი - 4, 5. ლუქსემბურგი - 4, 6. მაკედონია - 3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული