ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. VII ტური: პირველი ფინალისტი, რეკორდსმენი და ტურის გმირი [VIDEO]

AutoSharing Option
* ინგლისის ნაკრებმა პირველმა გაინაღდა შესარჩევი ციკლიდან ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება.

* ეს ინგლისის ნაკრების მე-9 ასპარეზობა იქნება ევროპის ჩემპიონატზე.

* 8 ნაკრებმა, სულ მცირე, პლეი ოფი გაინაღდა: ისლანდია, ესპანეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ავსტრია, პორტუგალია, დანია და ალბანეთი.

* VII ტურის მერე 11 ნაკრებს თეორიული შანსიც აღარ შერჩა: სერბეთი, გიბრალტარი, ლუქსემბურგი, ანდორა, სან მარინო, მალტა, მაკედონია, საბერძნეთი, სომხეთი, ბელორუსი და ყაზახეთი.

* 4 ნაკრებს მხოლოდ პლეი ოფში გასვლის შანსი შერჩა: ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, აზერბაიჯანი.

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის VII ტური სამ
დღეს გაიწელა და გაირკვა პირველი ნაკრები, რომელმაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა - როი ჰოჯსონის ინგლისი, რომელმაც 7-დან 7 მატჩი მოიგო და სამი ტურით ადრე დაიბევა საფრანგეთში თამაში.

ამ ტურამდე თეორიული შანსი მხოლოდ სერბეთს ჰქონდა დაკარგული. სამდღიანი ბატალიების მერე კიდევ 10 ნაკრები დარჩა ოფსაიდში. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა და თეორიული შანსი შეინარჩუნა.

C ჯგუფი
ეს ტური დიდი წყალგამყოფი გამოდგა ამ ჯგუფში - გაირკვა სამი ნაკრები, რომელიც ბრძოლას აგრძელებს და სამი, რომელიც დაემშვიდობა ევრო 2016-ს.

ოვიედოში ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთზე შური იძია ჟორდი ალბასა და ანდრეს ინიესტას (პენალტი) გოლებით - 2:0 და პირველ ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს კაპიტან იკერ კასილიასის მე-100 მატჩი იყო ნაკრების მაისურით და ვეტერანმა გოლკიპერმა რამდენიმე კარგი "სეივი" შემოგვთავაზა. ბოლო ორ წელიწადში პირველად სლოვაკებმა ერთ შეხვედრაში ორი გოლი გაუშვეს. ლვოვში უკრაინის ნაკრებმა პირველ ტაიმში გაუტანა სამი გოლი ბელორუსს და 3:1 იმარჯვა.

კრავეცის, იარმოლენკოს და კონოპლიანკას (პენალტით) გოლებმა უკრაინა თამაშში დატოვა. ძალიან მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლუქსემბურგში, სადაც მასპინძელმა მაკედონიას 1:0 აჯობა და ბოლო ადგილზე გადაისროლა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი ლუქსემბურგელთა დებიუტანტმა სებასტიან ტილმა გაიტანა. ის შეცვლაზე შევიდა და გოლი მსაჯის მიერ მეორე კომპენსირებულ წუთზე შეაგდო. მანამდე კი ლუქსემბურგელთა გოლკიპერმა ბესარტ აბდურაჰიმის პენალტი მოიგერია.

5 სექტემბერი
ლუქსემბურგი-მაკედონია 1:0
გოლი: 1:0 ტილი (92)
ლუქსემბურგი (4-4-1-1): ჟუბერი - დელგადო, ფილიპსი, შანო, ჟანსი - მარტინსი (72. ტილი), ჟერსონი, პაიალი, და მოტა - დევილი (64. ბენსი) - ჟოაკიმი
მაკედონია (4-2-3-1): პაჩოვსკი - რისტოვსკი, შიკოვი, მოისოვი (37. რისტევსკი), ჟუტა - გლიგოროვი, პეტროვიჩი - იბრაიმი (80. ასკოვსკი), აბდურაჰიმი, ტრაიკოვსკი (74. ილიოსკი) - ივანოვსკი
გაფრთხილება: მარტინსი - ჟუტა, რისტოვსკი, აბდურაჰიმი, რისტოვსკი
შენიშვნა: აბდურაჰიმიმ ვერ გაიტანა პენალტი (85)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-10 (2-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 1 667

უკრაინა-ბელორუსი 3:1
გოლები: 1:0 კრავეცი (7), 2:0 იარმოლენკო (30), 3:0 კონოპლიანკა (40-პენ), 3:1 კორნილენკო (62-პენ)
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - როტანი (75. რიბალკა), სტეპანენკო - იარმოლენკო (69. გუსევი), გარმაში, კონოპლიანკა - კრავეცი (86. გლადკი)
ბელორუსი (4-4-1-1): გორბუნოვი - შიტოვი, მარტინოვიჩი, ფილიპენკო, ვოლოდკო - სტასევიჩი, მაიევსკი, სივაკოვი (46. გორდეიჩუკი), კალაჩევი (72. სიგნევიჩი) - ჰლები (86. ბრესანი) - კორნილენკო
გაფრთხილება: გარმაში, ხაჩერიდი, როტანი - სივაკოვი, მარტინოვიჩი
გაძევება: გარმაში (92)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 8-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 24-4 (10-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 60 000

ესპანეთი-სლოვაკეთი 2:0
გოლები: 1:0 ალბა (5), 2:0 ინიესტა (30-პენ)
ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ფაბრეგასი (67. კასორლა), ბუსკეტსი, ინიესტა (85. კოკე) - დ. სილვა, დ. კოშტა (75. პ. ალკასერი), პედრო
სლოვაკეთი (4-3-3): კოზაჩიკი - პეკარიკი, სალატა, ჰუბოჩანი, ტესაკი - გრეგუში, გიომბერი, ჰამშიკი (61. დუდა) - ჰროშოვსკი (73. საბო), მაკი (46. დიურიში), შვენტო
გაფრთხილება: - კოზაჩიკი, ტესაკი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17-5 (3-2); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 24 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 7 6 0 1 17-3 18
2. სლოვაკეთი 7 6 0 1 13-5 18
3. უკრაინა 7 5 0 2 12-3 15
4. ბელორუსი 7 1 1 5 5-14 4
5. ლუქსემბურგი 7 1 1 5 4-17 4
6. მაკედონია 7 1 0 6 6-15 3

მომდევნო ტური
8 სექტემბერი:
ბელორუსი-ლუქსემბურგი, მაკედონია-ესპანეთი, სლოვაკეთი-უკრაინა.

E ჯგუფი
ინგლისის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვა-ქვაზე არ დატოვა უსუსტესი სან მარინოსგან - 6:0.

უეინ რუნიმ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით, თუმცა ეს გოლი ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა - ეს იყო ინგლისელთა ფორვარდის 49-ე სანაკრებო გოლი და ამ მაჩვენებლით რუნი რეკორდსმენ ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა. თეო უოლკოტმა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, დუბლი შეასრულა. გოლით გამოირჩა ასევე შეცვლაზე შესული ჰარი კეინი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით ინგლისი მესამეადგილოსნისთვის მიუღწეველი გახდა და ევრო 2016-ის საგზური მოიპოვა. ეს ამბავი კი შვეიცარიაში გაფორმდა, სადაც სლოვენია მე-80 წუთამდე 2:0-ს უგებდა მასპინძელთა გუნდს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა. შვეიცარიელთა გმირი იოსიპ დრმიჩი გახდა, თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა და ორი გოლი შეაგდო, მათ შორის - გამარჯვებისა, რომელიც მან 94-ე წუთზე გაიტანა.

ბალტიურ დერბიში ესტონეთის ნაკრებმა კონსტანტინ ვასილიევსის გოლის წყალობით დაამარცხა ლიტვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა - ესტონეთი სტუმრობს სლოვენიას. რეალურად, ეს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლის მატჩია.

5 სექტემბერი
ესტონეთი-ლიტვა 1:0
გოლი: 1:0 ვასილიევი (71)
ესტონეთი (4-2-3-1): აკსალუ - ტენისტე, იააგერი, კლავანი, პიკი - დმიტრიევი, მეტსი - ლინდპერე (67. კალასტე), ვასილიევი (93. ლუტსი), ზენიოვი - პურიე (86. პური)
ლიტვა (4-4-2): არლაუსკისი - ჩესნაუსკისი (79. ფრეიდგეიმასი), ჟალიუკასი, კლიმავიჩიუსი, ვეიტკუნასი - ჩერნიხი, პანკა (78. პეტრავიჩიუსი), ჟულპა, ნოვიკოვასი - მატულევიჩიუსი (63. სპალვისი), სლივკა
გაფრთხილება: პურიე, დმიტრიევი - მატულევიჩიუსი, ჟალიუკასი, ჩესნაუსკისი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-10 (2-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 6 600

სან მარინო-ინგლისი 0:6
გოლები: 0:1 რუნი (13-პენ), 0:2 ბროლი (30 ს.კ.), 0:3 ბარკლი (46), 0:4 უოლკოტი (68), 0:5 კეინი (77), 0:6 უოლკოტი (78)
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ბონინი (72. ტოზი), ბროლი, დ. სიმონჩინი (81. დელა ვალე), პალაცი, ბერარდი - ჰირში, ბატისტინი, კიარუცი, ვიტაიოლი - სელვა (75. რინალდი)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, სტოუნსი, ჯაგეილკა, შოუ - მილნერი (58. დელფი), შელვი, ბარკლი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (67. უოლკოტი), რუნი (58. კეინი), ვარდი
გაფრთხილება: ბერარდი -
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 2-21 (2-9); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 4 378

შვეიცარია-სლოვენია 3:2
გოლები: 0:1 ნოვაკოვიჩი (45), 0:2 ცესარი (48), 1:2 დრმიჩი (80), 2:2 შტოკერი (84), 3:2 დრმიჩი (94)
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შარი, კლოზე, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაჩირი, ჯემაილი (65. დრმიჩი), მეჰმედი (57. ემბოლო) - სეფეროვიჩი (80. შტოკერი)
სლოვენია (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სტრუნა, ილიჩი, ცესარი, იოკიჩი - სტევანოვიჩი, კურტიჩი - ილიჩიჩი (90. სამარჯიჩი), კამპლი, ბირსა (83. კრჰინი) - ნოვაკოვიჩი (58. პეჩნიკი)
გაფრთხილება: შარი, ლიხტშტაინერი, ჯემაილი, ბეჰრამი - კამპლი, ნოვაკოვიჩი, პეჩნიკი, ჰანდანოვიჩი, ილიჩიჩი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 17-7 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 25 750

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 7 7 0 0 24-3 21
2. შვეიცარია 7 5 0 2 16-6 15
3. ესტონეთი 7 3 1 3 4-5 10
4. სლოვენია 7 3 0 4 14-10 9
5. ლიტვა 7 2 0 5 4-13 6
6. სან მარინო 7 0 1 6 0-25 1

მომდევნო ტური
8 სექტემბერი:
ინგლისი-შვეიცარია, ლიტვა-სან მარინო, სლოვენია-ესტონეთი.

F ჯგუფი
მთავარი მატჩი ბუდაპეშტში იყო, თუმცა უნგრეთმა და რუმინეთმა ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. ჯამში, ამ ორ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე 14 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გაშვებული. რუმინელ გაბრიელ ტორჟეს და უნგრელ ადამ სალაის შეეძლოთ გატანა.

ამ ფრით ისარგებლა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა და ტორსჰავნში 3:1 მოგებით ჯგუფში გალიდერდა. ცენტრალურმა მცველმა გარეთ მაკოულიმ ფარერელთა კარში დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც კაილ ლაფერტის ანგარიშზეა - მეექვსე მისთვის ამ საკვალიფიკაციო კამპანიაში. აქვე ვიტყვით, რომ ირლანდიელებმა მეტოქე მხოლოდ მას მერე გატეხეს, რაც ფარერის კუნძულების ნაკრები 10 კაცით დარჩა.

საბერძნეთის ნაკრებს უშველებელი სჭირს, გუნდი შინ ფინეთთანაც დამარცხდა და 2 ქულით უკანასკნელ ადგილზეა. ფინეთის ნაკრებს გამარჯვება 20 წლის იოელ პოჰიანპალომ მოუტანა. საბერძნეთის ნაკრებმა შინ 4-ჯერ ითამაშა ამ შესარჩევ ციკლში და ოთხივე მატჩი ისე წააგო, გოლი არ გაუტანია.

4 სექტემბერი
ფარერები-ჩრ. ირლანდია 1:3
გოლები: 0:1 მაკოული (12), 1:1 ედმუნდსონი (36), 1:2 მაკოული (71), 1:3 ლაფერტი (75)
ფარერის კუნძულები (4-1-4-1): ნილსენი - ნაესი, ნატესტადი, ფაერო, სორენსენი - ბენიამინსენი (87. ბალდვინსონი) - ვატნჰამარი, ჰენრიკსენი, ჰანსონი, ჰოლსტი (76. იუსტინუსენი) - ედმუნდსონი
ჩრ. ირლანდია (4-4-2): მაკგოვერნი - მაკლაფლინი (70. მაგენისი), ევანსი, მაკოული, ბრანტი (83. ფერგიუსონი) - დევისი, ბერდი, ნორვუდი, დალასი - მაკგინი, ლაფერტი (78. მაკნეირი)
გაფრთხილება: ედმუნდსონი, ჰანსონი - მაკლაფინი, მაგენისი
გაძევება: ედმუნდსონი (65)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 5-15 (2-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 2 000

საბერძნეთი-ფინეთი 0:1
გოლი: 0:1 პოჰიანპალო (75)
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - ვინტრა, პაპასტატოპულოსი, პაპადოპულოსი, ოლებასი - სამარისი (86. ტახციდისი), ციოლისი - არავიდისი (68. კონე), ფორტუნისი, კარელისი (77. ფუნტასი) - მიტროგლუ
ფინეთი (4-4-1-1): ჰრადეჩკი - არკივუო, ჰალსტი, არაიური, ურონენი - რინგი, სპარვი, ტოივიო, ჰეტემაი - ჰამალაინენი (46. სადიკი (81. მატილა)) - პუკი (67. პოჰიანპალო)
გაფრთხილება: არავიდისი, პაპასტატოპულოსი - არაიური
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-3 (3-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 17 358

უნგრეთი-რუმინეთი 0:0
უნგრეთი (4-4-2): კირაი - ფიოლა, იუჰაში (24. გუზმიჩი), კადარი, ლეანდრო - შტიბერი (88. პრისკინი), ელეკი, ტეჟერი, ჯუჯაკი - სალაი, ნიკოლიჩი (70. ნემეტი)
რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ - პაპი, გრიგორე, კირიკეში, რაცი - პრეპელიცე, ჰობანი - პოპა (68. კიპჩუ), სინმერტიანი (78. ბუდესკუ), ტორჟე (90. მაქსიმი) - კეშერიუ
გაფრთხილება: ტეჟერი, სალაი, დე ალმეიდა - პოპა, კირიკეში, კეშერიუ, კიპჩუ
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-12 (3-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 22 060

თ მ ფ ბ წ ქ
1. ჩრ. ირლანდია 7 5 1 1 11-5 16
2. რუმინეთი 7 4 3 0 7-1 15
3. უნგრეთი 7 3 3 1 5-3 12
4. ფინეთი 7 2 1 4 6-8 7
5. ფარერები 7 2 0 5 5-11 6
6. საბერძნეთი 7 0 2 5 2-8 2

მომდევნო ტური
7 სექტემბერი:
ფინეთი-ფარერები, ჩრ. ირლანდია-უნგრეთი, რუმინეთი-საბერძნეთი.

G ჯგუფი
მოსკოვური მატჩი ერთ-ერთი ბოლო შანსი იყო რუსეთის ნაკრებისთვის და ლეონიდ სლუცკის გუნდმა ეს შანსი გამოიყენა. მართალია, თამაშით დიდი ვერაფერი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ ფეხბურთში მთავარი ტაბლოა, რომელზეც არტიომ ძიუბას ერთადერთი გოლი იყო ასახული. ეს სლუცკის სადებიუტო მოგება იყო. შვედების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმის გამო შესვენების შემდეგ მინდორი დატოვა.

ავსტრიის ნაკრები, რომელიც ჩვენი მეტოქეა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ძალიან ახლოსაა ევრო 2016-ზე გასვლასთან. მოლდოვის დამარცხების შემდეგ გუნდს ორი ქულაც ჰყოფნის დარჩენილ სამ შეხვედრაში. მოლდოველთა კარში ერთადერთი გოლის ავტორი ზლატკო იუნუზოვიჩია.

ჩერნოგორიამ ცარიელი ტრიბუნების თვალწინ აუტსაიდერ ლიხტენშტეინს მოუგო. ეს ჩერნოგორიელთა პირველი გამარჯვებაა საკვალიფიკაციო ეტაპზე. გოლები ფატოშ ბეჩირაიმ და სტევან იოვეტიჩმა გაიტანეს.

5 სექტემბერი
რუსეთი-შვედეთი 1:0
გოლი: 1:0 ძიუბა (38)
რუსეთი (4-2-1-3): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი (71. კუზმინი) - შიროკოვი (83. ა. ბერეზუცკი). დენისოვი - ძაგოევი - კოკორინი, ძიუბა (79. იონოვი), შატოვი
შვედეთი (4-4-1-1): ისაკსონი - ბენგტსონი (60. ბერგი), ანტონსონი, გრანკვისტი, ოლსონი - ლარსონი, ვერნბლოომი, ეკდალი (82. ტელინი), ფორსბერგი - დურმაზი - იბრაჰიმოვიჩი (46. ტოივონენი)
გაფრთხილება: ძაგოევი, კუზმინი - ვერნბლოომი, ფორსბერგი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 13-11 (6-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 42 000

ავსტრია-მოლდოვა 1:0
გოლი: 1:0 იუნუზოვიჩი (52)
ავსტრია (4-4-1-1): ალმერი - კლაინი, პრიოდლი, დრაგოვიჩი, ფუხსი - ჰარნიკი (76. იანტშერი), ბაუმგარტლინგერი, ალაბა (92. ილზანკერი), არნაუტოვიჩი - იუნუზოვიჩი - იანკო (84. ოკოტი)
მოლდოვა (5-4-1): ჩებანუ - გოლოვატენკო, ერჰანი, კოჟოკარი, არმაში, ჟარდანი - დედოვი, ანდრონიკი (55. რაკუ), ჩებოტარუ (79. გინსარი), პატრაში - მილინჩანუ (87. კარპი)
გაფრთხილება: პრიოდლი - ჩებოტარუ, ჩებანუ
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 23-2 (8-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 48 500

ჩერნოგორია-ლიხტენშტეინი 2:0
გოლები: 1:0 ბეჩირაი (38), 2:0 იოვეტიჩი (56)
ჩერნოგორია (4-2-3-1): პლეკშიჩი - სავიჩი, ბაშა, ტომაშევიჩი, ვოლკოვი - ბოლიევიჩი, ვუკჩევიჩი - მარუშიჩი (68. ზვეროტიჩი), იოვეტიჩი (69. მუგოშა), ბეჩირაი - ვუჩინიჩი (59. დამიანოვიჩი)
ლიხტენშტეინი (4-1-4-1): იელე - ილდიზი, ფრიკი, კაუფმანი, რექსტაინერი - პოლვერინო - კრისტენი, ბიუხელი (86. გუბზერი), ვიზერი (66. სალანოვიჩი), ბურგმაიერი (76. კიბერი) - ჰასლერი
გაფრთხილება: მარუშიჩი - ფრიკი, ვიზერი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-2 (6-0); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: უმაყურებლოდ

თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 7 6 1 0 12-2 19
2. შვედეთი 7 3 3 1 10-5 12
3. რუსეთი 7 3 2 2 10-4 11
4. ჩერნოგორია 7 2 2 3 6-8 8
5. ლიხტენშტეინი 7 1 2 4 2-14 5
6. მოლდოვა 7 0 2 5 3-10 2

მომდევნო ტური
8 სექტემბერი:
ლიხტენშტეინი-რუსეთი, მოლდოვა-ჩერნოგორია, შვედეთი-ავსტრია.

I ჯგუფი
სერბეთის უმოტივაციო ნაკრებმა ასევე უმოტივაციო სომხეთს მოუგო ნოვი სადში გულშემატკივართა გარეშე გამართულ შეხვედრაში და, როგორც იქნა, მინუსიდან ამოვიდა - ქულა აქვს. ერთ-ერთი გოლის ავტორი ადემ ლიაიჩია.

დანიის ნაკრებმა საკუთარ "პარკენზე" ვერ მოახერხა ალბანეთის დამარცხება - 0:0. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალბანეთის ნაკრებმა, სულ მცირე, პლეი ოფის საგზური დაიბევა (ისევე, როგორც პორტუგალიამ და დანიამ). დანიელებმა შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, გადაესწროთ პორტუგალიისთვის და გალიდერებულიყვნენ.

დღეს ძალზე მნიშვნელოვანი თამაშია - ალბანელები პორტუგალიელებს მასპინძლობენ, რომელთაც ამხანაგური შეხვედრა დათმეს საფრანგეთის ნაკრებთან.

4 სექტემბერი
დანია-ალბანეთი 0:0
დანია (4-2-3-1): შმეიხელი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, დურმისი - ჰოიბერგი, კვისტი (56. იაკობ პოულსენი) - სისტო (46. იუსუფ პოულსენი), კრონ-დელი, იორგენსენი - ბენდტნერი
ალბანეთი (4-1-4-1): ბერიშა - ჯიმსტი, კანა, აიეტი, აგოლი - კუკელი - გაში (83. როში), ჯაკა, აბრაში (64. ბაშა), ლენჯანი (64. სადიკუ) - სიკალეში
გაფრთხილება: იაკობსენი, კიაერი - აგოლი, აიეტი, კუკელი, ჯაკა
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 16-8 (5-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 35 648

სერბეთი-სომხეთი 2:0
გოლები: 1:0 ჰაირაპეტიანი (22 ს.კ.), 2:0 ლიაიჩი (53)
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ტომოვიჩი, ივანოვიჩი, სპაიჩი, კოლაროვი - ბრასანაცი, მატიჩი - ჟივკოვიჩი (59. ტოშიჩი), ლიაიჩი (73. ფეისა), კოსტიჩი (84. ტადიჩი) - მიტროვიჩი
სომხეთი (4-2-3-1): კასპაროვი - მქოიანი, არზუმანიანი, ანდონიანი, ჰაირაპეტიანი - მკრტიჩიანი, მხითარიანი - ოზბილიზი (59. ჰოვჰანესიანი), პიცელი (65. კორიანი), ღაზარიანი (82. სიმონიანი) - მოვსისიანი
გაფრთხილება: ივანოვიჩი, მიტროვიჩი - ღაზარიანი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-15 (6-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: უმაყურებლოდ

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 5 4 0 1 7-4 12
2. დანია 6 3 2 1 8-4 11
3. ალბანეთი 5 3 2 0 7-2 11
4. სერბეთი 6 1 1 4 5-11 1
5. სომხეთი 6 0 1 5 5-11 1

შენიშვნა: სერბეთს დაკლებული აქვს 3 ქულა.

მომდევნო ტური
7 სექტემბერი:
სომხეთი-დანია, ალბანეთი-პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული