ევრო 2016. VIII ტური. C ჯგუფი: "როხას" უხეირო გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წუხელ ჯგუფის თამაშებმა ვერაფერი გადაწყვიტა - ისევ სამ ნაკრებს აქვს განაღდებული სულ მცირე, პლეი ოფის საგზური, მაგრამ არა მეტი.

რა თქმა უნდა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა მიზნისკენ, როცა "ფილიპე მაკედონელზე" 1:0 დაამარცხა მაკედონიის ნაკრები, მაგრამ განაღდებით ვერც "ფურია როხამ" გაინაღდა საგზური. მეტიც, გუნდს საკმაოდ რთული გასვლითი შეხვედრა ელის ოქტომბერში უკრაინასთან, რომელსაც 5 ქულით უსწრებს. იმ თამაშში ესპანეთს ქულა ეყოფა.

რაც შეეხება წუხანდელ თამაშს, გუნდებმა ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს! ეს მოხდა მატჩის დასაწყისში. ხუან მატა საჯარიმოს აწვდიდა, მაკედონიელებმა
ბურთი გამოიტანეს, მაგრამ ის ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ლეგიონერს მიუვიდა. მატამ ისევ ჩააწოდა მახვილი კუთხიდან და... ბურთი მასპინძელთა კარში ჩაეხვია.

მნიშვნელოვანი დაპირისპირება შედგა სლოვაკურ ჟილინაში, სადაც მასპინძელთა გუნდმა ვერაფერი მოუხერხა უკრაინას. მოკლედ, სლოვაკეთმა მკვეთრად დაამუხრუჭა - ზედიზედ 6 მატჩის მოგების შემდეგ, სექტემბერში 2 შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო.

ბელორუსისა და ლუქსემბურგის მატჩზე რა ვთქვათ? მიხაილ გორდეიჩუკის დუბლი გამოვარჩიოთ და ლუქსემბურგელთა ნაწილის მოწამვლა, რის გამოც კინაღამ საერთოდ ჩაიშალა ეს შეხვედრა.

ბელორუსი-ლუქსემბურგი 2:0
გოლები: 1:0 გორდეიჩუკი (34), 2:0 გორდეიჩუკი (62)
ბელორუსი (4-1-4-1): ჟევნოვი - შიტოვი, სივაკოვი, ფილიპენკო, ბორდაჩევი - დრაჰუნი - გორდეიჩუკი (75. კალაჩევი), ჰლები (58. კისლიაკი), ბრესანი, ნეხაიჩიკი - კორნილენკო (84. სიგნევიჩი)
ლუქსემბურგი (4-2-3-1): ჟუბერი - ფილიპსი, ჟანო, შნელი, ჟენიში - პაიალი (46. და მოტა), მუტში - ჟანსი, დევილი (69. ტურპელი), ჟერსონი - ჟოაკიმი (46. ბენსი)
გაფრთხილება: - ფილიპსი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-8 (3-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 5 600

მაკედონია-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 მატა (8)
მაკედონია (4-2-3-1): პაჩოვსკი - ბრდაროვსკი, შიკოვი, რისტევსკი, ჟუტა - გლიგოროვი, პეტროვიკი - რადესკი (85. იბრაიმი), ჰასანი, ასკოვსკი (77. ბარდი) - ივანოვსკი (69. ტრაიკოვსკი)
ესპანეთი (4-1-2-3): დე ხეა - კარვახალი, პიკე, ს. რამოსი, ბერნატი - ბუსკეტსი - კასორლა (68. კოკე), ისკო (78. ინიესტა) - მატა, დ. კოშტა (61. პ. ალკასერი), დ. სილვა
გაფრთხილება: პეტროვიკი - კოშტა
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 3-12 (0-1); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 22 000

სლოვაკეთი-უკრაინა 0:0
სლოვაკეთი (4-2-3-1): კოზაჩიკი - პეკარიკი (51. სალატა), შკრტელი, ჰუბოჩანი, გიომბერი - კუჩკა, პეჩოვსკი - მაკი (84. შტოკი), ჰამშიკი, დურისი - ვიტეკი (66. იაკუბკო)
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - სტეპანენკო, რიბალკა - იარმოლენკო, როტანი, კონოპლიანკა - კრავეცი (91. გლადკი)
გაფრთხილება: ჰამშიკი, გიომბერი - რიბალკა, კონოპლიანკა,სტეპანენკო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 26-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-12 (2-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 11 020

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 8 7 0 1 18-3 21
2. სლოვაკეთი 8 6 1 1 13-5 19
3. უკრაინა 8 5 1 2 12-3 16
4. ბელორუსი 8 2 1 5 7-14 7
5. ლუქსემბურგი 8 1 1 6 4-19 4
6. მაკედონია 8 1 0 7 6-16 3

მომდევნო ტური
9 ოქტომბერი:
ბელორუსი-მაკედონია, ლუქსემბურგი-სლოვაკეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული