უმოტივაციო ინგლისმა შვეიცარიას საქმე გაუფუჭა
ინგლისის ნაკრებისთვის შვეიცარიასთან მატჩი არც ისე კარგად დაიწყო, რადგან როი ჰოჯსონს დებიუტშივე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა - ფაბიან დელფი დაშავდა და მის მაგივრად მინდორზე როს ბარკლი გამოვიდა. თუმცა მეორეს მხრივ ძნელია თქვა ამით ნაკრები დასუსტდაო, ალბათ უფრო პირიქით, რადგან ბარკლი ფორმაშია, ხოლო დელფი ცოტა ხნის წინ მომჯობინდა.

"უემბლიზე" დიდი მოლოდინი იყო. შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ბევრისთვის ის გახლდათ გაიტანდა თუ არა უეინ რუნი გოლს, რადგან შედეგი ინგლისელთათვის არც ისე აქტუალური გახლდათ, გუნდმა გასვლა სან მარინოსთან მოგებით გაინაღდა.

დიახ, ნახსენები ბარკლის აქტიურობისა და ლუკ შოუს მშვენიერი პასის მერე, შეცვლაზე შემოსულმა ჰარი კეინმა თავისი ცაციათი გარდამტეხი გოლი კი გაიტანა, ჭკვიანური დარტყმით ახლო კუთხეში და ესეც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეს ხასიათზე მოიყვანს, რაც ინგლისის ნაკრებს სჭირდება, მაგრამ... ცხადია, შოუს მხოლოდ ერთი გმირი ჰყავდა, რუნიმ გაიტანა!

მერე რა, რომ ისევ პენალტით, მთავარია გაიტანა, 50-ე საიუბილეო გოლი და ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაეწერა, ტახტიდან თვით სერ ბობი ჩარლტონი ჩამოაგდო და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შვეიცარიას დაცვის ხარვეზებზე აქვს სამუშაო. კიდევ კარგი ვლადიმირ პეტკოვიჩის ბიჭებისთვის, რომ მათ სლოვენიასთან 0:2 სასწაულებრივად მოაბრუნეს, თორემ ახლა საქმე საგანგაშოდ ექნებოდათ, რადგან სლოვენიელებმა 6-ქულიან მატჩში დაამარცხეს ესტონეთი და მესამე ადგილზე აინაცვლეს.

ლიტვამ კი კინაღამ ქულა უსახსოვრა სან მარინოს, როდესაც ათი კაცით დარჩა, მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინა, მაგრამ უკვე თავადაც კაცნაკლულ სანმარინოელებს საფინალო სასტვენმა ვერ მოუსწრო.

ინგლისი-შვეიცარია 2:0

გოლები: 1:0 კეინი (67), 2:0 რუნი (84-პენ.)

ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი (68. სტოუნსი), კეჰილი, სმოლინგი, შოუ - მილნერი, შელვი (57. კეინი), დელფი (3. ბარკლი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სტერლინგი, რუნი

შვეიცარია (4-3-3): სომერი - ლიხტშტაინერი, კლოზე, შერი, როდრიგესი - ბეჰრამი (79. ჯემაილი), გ. ჯაკა, ინლერი - შაქირი, შტოკერი (72. სეფეროვიჩი), დრმიჩი (63. ემბოლო)

გაფრთხილება: მილნერი, სმოლინგი -

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 14(7) -8(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 75 775

ლიტვა-სან მარინო 2:1

გოლები: 1:0 ჩერნიხი (7), 1:1 მ. ვიტაიოლი (55), 2:1 სპალვისი (90+2)

ლიტვა (4-4-2): არლაუსკისი - ფრეიდგეიმასი, ჟალიუკასი, კლიმავიჩიუსი, სლავიცკასი (73. მატულევიჩიუსი) - ჩერნიხი, პილიბაიტისი (82. ჩვედუკასი), ჟულპა, ნოვიკოვასი - სპალვისი, სლივკა (53. ჩერნიაუსკასი)

სან მარინო (5-4-1): ბენედეტინი - ბატისტინი, ფ. ვიტაიოლი, დელა ვალე, ბროლი, პალაცი - მ. ვიტაიოლი (80. სელვა), გასპერონი (68. ბერეტი), რინალდი, კიარუცი - სტეფანელი (73. ჰირში)

გაფრთხილება: ნოვიკოვასი, სპალვისი - ბატისტინი, სტეფანელი, ბროლი, კიარუცი

გაძევება: არლაუსკისი (50), კიარუცი (88)

კუთხური: 7-0; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20(8)-1(1); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 1 200

სლოვენია-ესტონეთი 1:0

გოლები: 1:0 ბერიჩი (63)

სლოვენია (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სტრუნა, ილიჩი, ცესარი, იოკიჩი - კრხინი (88. როტმანი), კურტიჩი - ბირსა, ილიჩიჩი (55. ლიუბიიანკიჩი), კამპლი - ბერიჩი (77. ლაზარევიჩი)

ესტონეთი (4-5-1): აკსალუ - ტენისტე, იაგერი, კლავანი, პიკი - ზენევი (46. პური), ლინდპერე (84. ტეევერი), მეტსი, ვასილიევი, კალასტე (88. ლუტსი) - პურიე

გაფრთხილება: კამპლი - ლინდპერე, მეტსი

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11(4)-7(3); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 6 068

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 8 8 0 0 26-3 24

2. შვეიცარია 8 5 0 3 16-8 15

3. სლოვენია 8 4 0 4 15-10 12

4. ესტონეთი 8 3 1 4 4-6 10

5. ლიტვა 8 3 0 5 6-14 9

6. სან მარინო 8 0 1 7 1-27 1

მომდევნო ტური

9 ოქტომბერი:

ინგლისი-ესტონეთი, სლოვენია-ლიტვა, შვეიცარია-სან მარინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის
ევრო 2024-ის 24 მონაწილიდან 20 ცნობილია
ბოლო წამზე - იოვიჩმა სერბეთი სლოვენიასთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
რუნი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ახლოსაა
რუნი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ევერტონს" სიამოვნებით გავწვრთნიდი
ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა
რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
"არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი - მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
"შესანიშნავი მწვრთნელია" - რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
რუნი "პლიმუთს" აღარ გაწვრთნის
პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
რონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა - პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია [VIDEO]
"კეინი თუ ლევანდოვსკი?" - კომანმა არჩევანი გააკეთა
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
კეინმა ბუნდესლიგაში ჰოლანის რეკორდი გააუმჯობესა