ევრო 2016. შესარჩევი. IX ტურის წინ: საგზურის გაფორმების მოლოდინში

AutoSharing Option
ფოტოზე: ესპანელებს საგზურის დასაბევებლად 3 ქულა ჰყოფნით, მეტოქე კი მეტისმეტად სუსტი ჰყავთ
წუხელ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი სამ ჯგუფში განახლდა (მათ შორის, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს), დღეს-ხვალ კი კიდევ 6 ქვეჯგუფში განახლდება ბრძოლები, რომელთაც ზოგან სამკვდრო-სასიცოცხლო დანიშნულება მიიღეს...

9 ოქტომბერს მატჩები C, E და G ჯგუფებში გაიმართება.

C ჯგუფი: ტიტულის დასაცავად
დღეს ევროპის მოქმედი ჩემპიონი, სავარაუდოდ, გაიფორმებს მომდევნო პირველობის საგზურს, სადაც ტიტულის დაცვის შანსი მიეცემა.

მეტოქე მეტისმეტად სუსტია, რომ ესპანელთა მოგების გარდა სხვა რამ ვივარაუდოთ - ლოგრონიოში "ფურია როხას" ლუქსემბურგის ნაკრები
დაუპირისპირდება, ესპანელებს კი საგზურის დასაბევებლად 3 ქულა ჰყოფნით.

მასპინძლებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული დიეგო კოშტა, თუმცა, არა გვგონია, ამან დელ ბოსკეს კრებულს მიზნამდე მიმავალი გზა გაუმრუდოს.

ჟილინაში სლოვაკეთის ნაკრები ბელორუსს მასპინძლობს. იან კოზაკის გუნდს პლეი ოფი გარანტირებული აქვს. ტურნირის დაწყებამდე ეს წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სლოვაკეთი, უბრალოდ, ვალდებულია, მეტს მიაღწიოს - გამარჯვების შემთხვევაში, სლოვაკეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

თანაც, მეტოქე ამ შეხვედრაში უმოტივაციოა, მეოთხე ადგილს ზემოთ ვერ ასცდება.

პარასკევი. 9 ოქტომბერი
მაკედონია-უკრაინა 22:45
სლოვაკეთი-ბელორუსი 22:45
ესპანეთი-ლუქსემბურგი 22:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 8 7 0 1 18-3 21
2. სლოვაკეთი 8 6 1 1 13-5 19
3. უკრაინა 8 5 1 2 12-3 16
4. ბელორუსი 8 2 1 5 7-14 7
5. ლუქსემბურგი 8 1 1 6 4-19 4
6. მაკედონია 8 1 0 7 6-16 3

ბოლო ტური
12 ოქტომბერი:
ბელორუსი-მაკედონია, ლუქსემბურგი-სლოვაკეთი, უკრაინა-ესპანეთი.

E ჯგუფი: ექსპერიმენტების დრო
ინგლისის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც ჯერაც 100%-იანი შედეგი აქვს და ბუნებრივია, როი ჰოჯსონის გუნდს გარანტირებული აქვს საფრანგეთის საგზური.

"უემბლიზე" ექსპერიმენტები იქნება, თუმცა მეტოქე ესტონეთს საგზურისთვის ბრძოლა ჯერ არ წაუგია.

მართალია, ეჭვი არავის ეპარება, რომ მეორეადგილოსანი შვეიცარია მოუგებს სან მარინოს, მაგრამ ტურის მთავარი დაპირისპირება სლოვენიაშია, სადაც თუკი მასპინძლები ლიტვას დაამარცხებენ, შანსს მაინც შეინარჩუნებენ.

ლუბლიანაში მასპინძელთა ქულების დაკარგვა შვეიცარიას გარანტირებულად მოუტანს ფინალის საგზურს.

პარასკევი. 9 ოქტომბერი
ინგლისი-ესტონეთი 22:45
სლოვენია-ლიტვა 22:45
შვეიცარია-სან მარინო 22:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 8 0 0 26-3 24
2. შვეიცარია 8 5 0 3 16-8 15
3. სლოვენია 8 4 0 4 15-10 12
4. ესტონეთი 8 3 1 4 4-6 10
5. ლიტვა 8 3 0 5 6-14 9
6. სან მარინო 8 0 1 7 1-27 1

ბოლო ტური
12 ოქტომბერი:
ესტონეთი-შვეიცარია, ლიტვა-ინგლისი, სან მარინო-სლოვენია.

G ჯგუფი: ომი მეორე ადგილისათვის
ავსტრიის ნაკრები ჩვენი მომავალი მეტოქეა მუნდიალის შესარჩევში. ამ გუნდმა საგზური უკვე მოიპოვა და პოდგორიცაში ტურისტული საგზურით ჩადის.

აი, ჩერნოგორია კი გააფთრებით იბრძვის მეორე ადგილისათვის, რომელზეც უფრო საფუძვლიან პრეტენზიებს რუსები და შვედები აცხადებენ.

პარასკევი. 9 ოქტომბერი
ლიხტენშტეინი-შვედეთი 22:45
მოლდოვა-რუსეთი 22:45
ჩერნოგორია-ავსტრია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ავსტრია 8 7 1 0 16-3 22
რუსეთი 8 4 2 2 17-4 14
შვედეთი 8 3 3 2 11-9 12
ჩერნოგორია 8 3 2 3 8-8 11
ლიხტენშტეინი 8 1 2 5 2-21 5
მოლდოვა 8 0 2 6 3-12 2

ბოლო ტური
12 ოქტომბერი:
ავსტრია-ლიხტენშტეინი, რუსეთი-ჩერნოგორია, შვედეთი-მოლდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული