ევრო 2016. ბოლო ტური. B ჯგუფი: ბოსნია ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
კარდიფში და ბრიუსელში ზეიმი მოეწყო უელსის და ბელგიის ნაკრებების ევრო 2016-ზე გასვლის გამო, მთავარი მატჩი კი, რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ნიქოზიაში გაიმართა - კვიპროსმა ბოსნია-ჰერცეგოვინას უმასპინძლა, ბრძოლა პლეი ოფის საგზურისთვის იყო.

ბრძოლა მართლაც უშეღავათო გამოდგა. თამაშის ბედი კი 67-ე წუთზე გადაწყდა, როცა ანგარიში 2:2 იყო - ლულიჩმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა მილან ჯურიჩმა თავურით ბოსნიას 3 ქულა და პლეი ოფის საგზური მოუტანა.

ისრაელის ნაკრებს შანსი რჩებოდა, თუკი ბოსნია კვიპროსზე ვერ მოიგებდა, მაგრამ ბელგიის დამარცხება მისსავე მოედანზე, თუნდაც
უმოტივაციო ბელგიის, ერთობ რთულია.

ბრიუსელში ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა: მერტენსმა, დე ბრუინმა და აზარმა გაიტანეს, ხოლო ტომერ ჰემედმა მხოლოდ პრესტიჟის ბურთი გაიტანა, ბელგიამ პირველ ადგილზე დაასრულა შესარჩევი ციკლი.

"მილენიუმზე" უელსის ნაკრებს მეტოქისგან განსხვავებით, თავი არ მოუკლავს, ანდორა ბოლომდე იბრძოდა და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. უელსელებმა კი მათთვის ტრიუმფული შესარჩევი ეტაპი რემზის და ბეილის გოლებით დაასრულეს.

13 ოქტომბერი
ბელგია-ისრაელი 3:1
გოლები: 1:0 მერტენსი (64), 2:0 დე ბრუინი (78), 3:0 აზარი (84), 3:1 ჰემედი (88)
ბელგია (4-1-4-1): მინოლე - ალდერვეირელდი, კომპანი (58. მონიე), ლომბერტსი, ვერტონგენი - ფელაინი (66. ვიტსელი) - მერტენსი, ნაინგოლანი, დე ბრუინი, აზარი - რ. ლუკაკუ (65. ორიჟი)
ისრაელი (4-3-3): მარსიანო - დგანი, ბენ ჰაიმ I, ტიბი, ბენ ჰარუში - პერეცი, იეინი (77. ვერმუთი), კაიალი (დამარი 66) - ზაჰავი, ჰემედი, ბენ ჰაიმ II (59. რიკანი)
გაფრთხილება: დე ბრუინი, ვერტონგენი - რიკანი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 7-4; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 23-6 (9-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.

კვიპროსი-ბოსნია 2:3
გოლები: 0:1 მედუნიანინი (13), 1:1 ხარალამბიდესი (41), 2:1 მიტიდისი (41), 2:2 მედუნიანინი (44), 2:3 ჯურიჩი (67)
კვიპროსი (4-3-2-1): გიორგალიდესი - დემეტრიუ, დოსა ჟუნიორი, ლაიფისი, ანტონიადესი - ნიკოლაუ (65. ეკონომიდესი), მაკრიდისი, ლაბანი (75. ალონეფტისი) - ხარალამბიდესი (83. კოლოკუდიასი), ეფრემი - მიტიდისი
ბოსნია (4-2-3-1): ბეგოვიჩი - მუიჯა, შუნჯიჩი, სპაჰიჩი, ზუკანოვიჩი (61. ჯურიჩი) - მედუნიანინი, ვრანიეში - ვიშჩა (79. ბიჩაქჩიჩი), პიანიჩი (85. სალიჰოვიჩი), ლულიჩი - იბიშევიჩი
გაფრთხილება: ნიკოლაუ, დოსა ჟუნიორი - ბეგოვიჩი, პიანიჩი, ჯურიჩი, მუიჯა
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-12 (3-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.

უელსი-ანდორა 2:0
გოლები: 1:0 რემზი (50), 2:0 ბეილი (86)
უელსი (4-3-3): ჰენესი - განტერი, ე. უილიამსი, ჩესტერი, დევისი - ჯ. უილიამსი (86. ჩარჩი), რემზი, ვოუენი - რობსონ-კანუ (23. ედუარდსი (46. ლოურენსი)), ვოუკსი, ბეილი
ანდორა (4-4-2): პოლი - სან ნიკოლასი, ლიმა, ლიოვერა, რუბიო - როდრიგესი, ვიეირა, სონეხე (70. აიალა), მორეირა (12. რიერა) - სანჩესი, ლორენსო (81. გარსია)
გაფრთხილება: ვოუენი, ე. უილიამსი - ლიმა, ლორენსო, ვიეირა, რუბიო, პოლი, როდრიგესი, აიალა
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 28-1 (11-0); ბურთის ფლობა: 75%-25%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 10 7 2 1 24-5 23
2. უელსი 10 6 3 1 11-4 21
3. ბოსნია 10 5 2 3 17-12 17
4. ისრაელი 10 4 1 5 16-14 13
5. კვიპროსი 10 4 0 6 16-17 12
6. ანდორა 10 0 0 10 4-36 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული