უკრაინა და რუსეთი შესაძლოა ევრო 2016-ზე სხვადასხვა ჯგუფში გაამწესონ

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ნაკრები ევრო 2016-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ის შესაძლოა, რუსეთის ნაკრებთან ერთ ჯგუფში არ გაამწესონ.

სავარაუდოდ, ტურნირის ფინალური ეტაპის წილისყრის დროს რუსეთსა და უკრაინას სხვადასხვა ჯგუფში მოახვედრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ექსპორტი" უეფას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მაშინ მიიღებს, თუ უკრაინა ევრო 2016-ის საგზურს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის დარჩენილი 4 საგზური 8 განთესილ და განუთესავ ნაკრებებს შორის გათამაშდება.

განთესილები: უკრაინა, ბოსნია, შვედეთი, უნგრეთი
განუთესავები: დანია, ირლანდია, ნორვეგია, სლოვენია.

პლეი ოფის მატჩების წილისყრა 18 ოქტომბერს
ჩატარდება. პირველი მატჩები 12, 13 და 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები - 15, 16 და 17 ნოემბერს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული