ევრო 2016. პლეი ოფი: დანია თამაშში იორგენსენმა დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სკანდინავიურ დერბიში ნიკოლაი იორგენსენის გოლმა დანიის ნაკრებს შანსი შეუნარჩუნა.

შვედეთი 17 ნოემბერს 2:1 უპირატესობით ჩადის - გოლები ემილ ფორსბერგმა და მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტის შემსრულებელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს. ზლატანმა მესამე გოლიც შეაგდო, მაგრამ თანამსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა.

ერიკ ჰამრენი (შვედეთი): "ბოლო დროს არც ისე კარგად ვთამაშობდით, ასე რომ, გამარჯვება ძალზე სასიხარულოა. ძალიან ცუდია, რომ ბოლოს გავუშვით, დანიელებმა კარგად გამოიყენეს ახალშემოსულთა ენერგია, გოლი ორი მათგანის კომბინაციას მოჰყვა.

ცუდია ისიც, რომ უკვე პირველ ტაიმში დავკარგეთ ტრავმირებული მიკაელ ანტონსონი, რადგან ამის გამო
თამაშის გეგმის შეცვლა მოგვიწია. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია".

მორტენ ოლსენი (დანია): "ჩვენ გვაქვს საკმარისი თვითრწმენა, რომ საპასუხო მატჩში სულ სხვა ფეხბურთი შემოგYთავაზოთ. ეს ასეც იქნება".

შვედეთი-დანია 2:1
გოლები: 1:0 ფორსბერგი (45), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (50-პენ), 2:1 ნ. იორგენსენი (80)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი, გრანკვისტი, ანტონსონი (29. იოჰანსონი), ოლსონი - დურმაზი (68. ს. ლარსონი), ლევიცკი, კალსტრიომი, ფორსბერგი - ბერგი, იბრაჰიმოვიჩი (82. გუიდეტი)
დანია (4-1-4-1): შმეიხელი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, დურმისი - კვისტი - ბრაიტვაიტი (71. ი. პოულსენი), კაჰლენბერგი (54. ნ. იორგენსენი), ერიკსენი, ფიშერი (54. ჰოიბერგი) - ბენდტნერი
გაფრთხილება: ფორსბერგი - აგერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-11 (5-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 54 329

საპასუხო მატჩი 17 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული