გადაწყვეტილება ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. მანამდე კი ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ფედერაციის ხელმძღვანელ ნოელ ლე გრეს შეხვდა.
"ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი შეგახსენებენ, რომ ამა თუ იმ მოთამაშის სპორტული შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი მის ეროვნულ გუნდში მიწვევისთვის. მხედველობაში ასევე მიიღება ფეხბურთელის უნარი, ხელი შეუწყოს გუნდის ერთსულოვნებას", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს ბენზემა საფრანგეთის ეროვნული