ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებს ევრო 2016-ზე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

გადაწყვეტილება ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. მანამდე კი ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ფედერაციის ხელმძღვანელ ნოელ ლე გრეს შეხვდა.

"ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი შეგახსენებენ, რომ ამა თუ იმ მოთამაშის სპორტული შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი მის ეროვნულ გუნდში მიწვევისთვის. მხედველობაში ასევე მიიღება ფეხბურთელის უნარი, ხელი შეუწყოს გუნდის ერთსულოვნებას", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს ბენზემა საფრანგეთის ეროვნული
ნაკრებიდან "ლიონის" ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟში თანამონაწილეობისთვის მოკვეთეს. ვალბუენას ინტიმური შინაარსის ვიდეოს გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული