ევრო 2016. იტალიის ნაკრები: 17 ცნობილია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და იტალიურ პრესაში სულ უფრო ხშირად წერენ, თუ რა შემადგენლობას წაიყვანს ანტონიო კონტე კონტინენტის პირველობაზე.

"გაძეტა დელო სპორტს" ამ საკითხში ნამდვილად დაეჯერება და თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, უკვე ცნობილია იმ 17 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც განაცხადში მოხვდებიან.

მივყვეთ რგოლების მიხედვით:

მეკარეები
გადაწყვეტილია: ჯანლუიჯი ბუფონი, სალვატორე სირიგუ
50/50-ზე: დანიელე პადელი, ანტონიო მირანტე, მარკო სპორტიელო
ნაკლებად სავარაუდოა: ემილიანო ვივიანო, ანდრეა კონსილი, ჯანლუიჯი დონარუმა

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ნაკრების პირველი მეკარეა და ევროპის ჩემპიონატზე რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება,
წყალი არ გაუვა. მიუხედავად იმისა, რომ სალვატორე სირიგუ პსჟ-ში სათადარიგოთა სკამზე ზის, მეორე მეკარედ საფრანგეთში მაინც ის გაემგზავრება. მესამე მეკარე, წესით, მატია პერინი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ჯენოას" მეკარე დაშავდა და მის ადგილს, სავარაუდოდ, დანიელე პადელი დაიკავებს "ტორინოდან". თუმცა, შანსი ასევე აქვთ ანტონიო მირანტეს და მარკო სპორტიელოს.

ერთი ხანობა, აქტიურად იხილავდნენ ჯანლუიჯი დონარუმას შესაძლო გამოძახებას ნაკრებში, მაგრამ ანტონიო კონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 17 წლის მეკარისთვის ეროვნული ნაკრები ჯერ ნაადრევია და სჯობს, თავი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიჩინოს.

მცველები
გადაწყვეტილია: ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, დანიელე რუგანი, მატეო დარმიანი
50/50-ზე: მატია დე შილიო, ლუკა ანტონელი, ფრანჩესკო აჩერბი, მატია დე სილვესტრი, დავიდე ასტორი
ნაკლებად სავარაუდოა: ანდრეა რანოკია, ანჯელო ოგბონა, მანუელ პასკუალი, ინაციო აბატე

მატეო დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და პლუს 4 "იუვენტინო": ანდრეა ბარძალი, ლეო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და დანიელე რუგანი. ეს არიან ის მცველები, რომლებიც "გაძეტას" პროგნოზით, კონტეს სიაში აუცილებლად მოხვდებიან. სავარაუდოდ, კონტე 7 მცველს დაეყრდნობა და შესაბამისად, კიდევ ორია დასამატებელი.

კონტე მატია დე შილიოს ენდობა, ხშირად იძახებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მცველს "მილანის" ძირითად შემადგენლობაში უჭირს დამკვიდრება. დე შილიო უნივერსალია, ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში და "სკუადრა აძურას" მწვრთნელს ეს ძალიან მოსწონს.

ამიტომ "გაძეტა" მიიჩნევს, რომ მატიას საფრანგეთში წასვლის კარგი შანსი აქვს, მეორე და ყველაზე რეალური კანდიდატი კი ლორენცო დე სილვესტრია "სამპდორიადან", რომელიც მარჯვენა ფრთაზე ირჯება და საჭიროების შემთხვევაში, დარმიანს დააზღვევს.

ნახევარმცველები
გადაწყვეტილია: მარკო პაროლო, ტიაგო მოტა, ალესანდრო ფლორენცი, მარკო ვერატი, ემანუელე ჯაკერინი, ანტონიო კანდრევა
50/50-ზე: რობერტო სორიანო, ფედერიკო ბერნარდესკი, რიკარდო მონტოლივო
ნაკლებად სავარაუდოა: ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, ჟორჟინიო ფრელო, ჯაკომო ბონავენტურა, დავიდე სტურარო, ანდრეა ბერტოლაჩი

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, 6 ნახევარმცველის გვარი უკვე ცნობილია, რომლებსაც კიდევ ორი დაემატებათ. კლაუდიო მარკიზიოს ტრავმამ ფართოთ გაუხსნა კარი ტიაგო მოტას, რომელსაც ერთი ხანობა, ანტონიო კონტე არ სწყალობდა. ბოლო დროს, "აძურას" თავკაცი ემანუელე ჯაკერინის ენდობა და საფრანგეთშიც აუცილებლად წაიყვანს. ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს იტაოლიელთა ერთ-ერთი მთავარი იმედი მარკო ვერატი.

"გაძეტას" მტკიცებით, სავარაუდოდ, განაცხადს რობერტო სორიანო და რიკარდო მონტოლივო შეავსებენ, მაგრამ შანსი აქვს ფედერიკო ბერნარდესკისაც.

საგულისხმოა, რომ აუტსაიდერებში არიან იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები: ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი. კონტეს სურს, რომ მისმა გუნდმა სწრაფი ფეხბურთი ითამაშოს, ვეტერანები კი მის გეგმებში ნაკლებად ეწერებიან.

თავდამსხმელები
გადაწყვეტილია: მარტინს ედერი, სტეფან ელ შაარავი, გრაციანო პელე, სიმონე ძაძა
50/50-ზე: ლორენცო ინსინიე, სებასტიან ჯოვინკო
ნაკლებად სავარაუდოა: სტეფანო ოკაკა ჩუკა, ანდრეა ბელოტი, ჩირო იმობილე, მანოლო გაბიადინი

სავარაუდოდ, კონტე საფრანგეთში 5 შემტევს წაიყვანს და აქედან 4 უკვე შერჩეულია - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებზეც შესარჩევმა ეტაპმა გადაიარა: მარტინს ედერი, სტეფან ელ შაარავი, გრაციანო პელე და სიმონე ძაძა. კონტეს კიდევ ერთი თავდამსხმელი სჭირდება, რომელსაც ფლანგიდან, გარემარბის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ყველაზე რეალური კანდიდატი ლორენცო ინსინიეა, თუმცა გარკვეული შანსები აქვს სებასტიან ჯოვინკოსაც, რომელიც სწორედ კონტემ დააბრუნა ეროვნულ ნაკრებში. ნაკლებად სავარაუდოა ოკაკას, ბელოტის, იმობილეს და გაბიადინის გამოძახება, თუმცა მიზერული შანსი მათაც აქვთ. როგორც ხედავთ, მარიო ბალოტელის არც ვახსენებთ.

იტალიის ნაკრების სავარაუდო განაცხადი ევრო 2016-ზე
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, სალვატორე სირიგუ, დანიელე პადელი
მცველები: მატეო დარმიანი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, დანიელე რუგანი, ლორენცო დე სილვესტრი, მატია დე შილიო
ნახევარმცველები: მარკო პაროლო, ანტონიო კანდრევა, მარკო ვერატი, ტიაგო მოტა, ემანუელე ჯაკერინი, ალესანდრო ფლორენცი, რობერტო სორიანო, რიკარდო მონტოლივო
თავდამსხმელები: მარტინს ედერი, სტეფან ელ შაარავი, გრაციანო პელე, სიმონე ძაძა, ლორენცო ინსინიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არგენტინის ჩემპიონობამდე არ გეტკინოთ არაფერი :D :D :D
gaioz
14:16 10-05-2016
0
საფრანგეთი ფავორიტია მაგრამ ვნახოთ საკუთარი კედლების ზეწოლას როგორ გაუძლებს.ესპანეთი გერმანია ამათგან არაფერს ველი საერთოდ.ბელგია შანსი აქ დაამტკიცოს რო მომავლის გუნდია მაგრამ პირველ რიგში აზარი უნდა ათამაშდეს და საკუტარ თავზე უნდა აიგოს თამაში.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული