საფრანგეთში ევრო 2016-ის დროს ფან-ზონებს ტერაქტების შიშით არ გააუქმებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა პატრიკ კანერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დროს ფან-ზონები გაუქმდება.

"ევრო 2016-ის უსაფრთხოებაზე სათანადოდ ვზრუნავთ და ვითარებას ვაკონტროლებთ. ტურნირისთვის მზადება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. გადაწყდა, რომ ფან-ზონები შენარჩუნდება და ისინი აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება", - დაწერა კანერმა სოციალურ ქსელში.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ საფრანგეთში ჩასატარებელ ტურნირზე ტერაქტების საფრთხის გამო ფან-ზონები გაუქმდებოდა.

კონტინენტის პირველობა საფრანგეთში სტარტს 10 ივნისს აიღებს და ერთ თვეს გასტანს. ტურნირში პირველად, ევროპის 24 უძლიერესი ეროვნული ნაკრები ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული