ევრო 2016-ის ამბები: საფრანგეთი ცნობილია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ევრო 2016-ის შემადგენლობა დაასახელა. სიაში ვერ მოხვდა "მანჩესტერის" ნახევარმცველი მორგან შნეიდერლენი, ის სარეზერვო ფეხბურთელთა შორისაა.

სიაში არ არის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომელმაც ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ნაკრებში დაბრუნება ითხოვა. რა თქმა უნდა, სიაში არაა ქარიმ ბენზემა, რომელიც გუნდიდან გაურკვეველი ვადითაა მოკვეთილი.

შემადგენლობაში ვერ მოხვდა "ბორდოს" მცველი მატიო დებიუში, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზეზი სხვაა - დებიუშიმ ახლახან ტრავმა მიიღო. მას გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე კვირა სჭირდება, ევროპის ჩემპიონატი კი კარსაა მომდგარი.

მეკარეები: ლორისი, მანდანდა, კოსტელი
მცველები: ვარანი,
კოშელნი, სანია, ევრა, მანგალა, მატიო, ჟალე, დინი
ნახევარმცველები: პოგბა, მატუიდი, ლ. დიარა, სისოკო, კანტე, კაბაი
ფორვარდები: გრიზმანი, მარსიალი, ჟირუ, პაიე, კომანი, ჟინიაკი.

კაპიტანი აზარი
ცნობილი გახდა ევრო 2016-ზე ბელგიის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა. მარკ ვილმოტსის გადაწყვეტილება ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა. ბელგიელებს ევროპის ჩემპიონატზე ედენ აზარი უკაპიტნებს.

"კომპანის ტრავმა დიდი დარტყმაა ჩემი გუნდისთვის. ის ნამდვილი ლიდერია და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ კი წინ უნდა წავიდეთ, მომავალზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ვილმოტსმა.

მეკარეები: კურტუა, ჟილე, მინოლე
მცველები: ალდერვეირელდი, ბოიატა, დენაიერი, ლომბერტსი, ენგელსი, ჯ. ლუკაკუ, მენიე, ვერმალენი, ვერტონგენი
ნახევარმცველები: მ. დემბელე, ფელაინი, ნაინგოლანი, ვიტსელი, ფერეირა-კარასკო, დე ბრუინი, მერტენსი
ფორვარდები: ბატშუაი, ბენტეკე, აზარი, რ. ლუკაკუ, ორიჯი.

კოშტაც?
ევროპის ჩემპიონატს შესაძლოა, კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდეს - "ონდა სეროს" ინფორმაციით, "ჩელსის" ფორვარდ დიეგო კოშტას ფეხის ტრავმა აქვს, რომელიც უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ.

ამ ტრავმის გამო კოშტამ უკვე გამოტოვა "ლივერპულთან" შეხვედრა და ესპანელი არც პრემიერლიგის ბოლო ტურში იქნება. გადაუმოწმებელი ცნობით, კოშტა ესპანეთის ნაკრების წინასწარ შემადგენლობაში არ იქნება. დიეგო კოშტამ ამ სეზონში 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
lagazeti ratomac ara?ai benarfa ki namdvilad uzlieresia,maradonas magonebs imgagebit rom martiigebs bichi tamashebs.araa nicashi benarfa imdges nica araa gundi da piriqit.ubralod deshams iseti da imdeni varskvlaviyavs martla rtulia archevanis gaketeba..tan turame sportulma fortunam argawira uechveli evropas moigebs da aserom satqmelic aravisaraperi dascheba.
666
13 მაისი 2016 14:32
0
გამეირო სულ დამავიწყდა! პარდონ!
გაგა
13 მაისი 2016 13:24
0
ბენ არფამ დაგლიჯა ნიცაში ყველაფერიო და...ლაკაზეტი? კლიში? ეჰ,სამწუხაროდ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
გაგა
13 მაისი 2016 13:24
0
სახენაიარევი კაცი უნდა წაეყვანა მაინც - მარცხენა მხარე არ გამოიყურება ძლიერად.
გაგა
13 მაისი 2016 11:09
0
ბელგიიდან ერთი მცველი ამოვარდება.
ამპლუას დღეს მკაცრი ჩარჩოები არ აქვს,მაგრამ პაიე და კომანი უფრო ნახევარმცველებია,სისოკო-თავდამსხმელი.
მატიო წელიწადში ერთხელ თამაშობს ბარსაში-იქაც ასე იქნება.
გაგა
13 მაისი 2016 11:07
0

სიახლეები პოპულარული