იოახიმ ლიოვმა 27-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც 4 კაცს გაცხრილავს. გერმანელთა სიაში სიახლეებიც არის, რომელზეც უკვე ლაპარაკობენ და არ არის სიახლე, სადაც ელოდნენ (ლუკას პოდოლსკის გამოძახებას აღარ ელოდნენ) მას.
"ზანე, ვაიგლი, ბრანდტი და კიმიხი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. ისინი მოხარულნი არიან, რომ ევრო 2016-ზე თამაშის შანსი მიეცათ. კიმიხის გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზეა შესაძლებელი. მან კარგად დაამტკიცა ამ სეზონში, რომ
პოდოლსკი? ის ჯერ კიდევ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მე აქ სწორედ სპორტულ მნიშვნელობას ვგულისხმობ. ბევრი ამას ვერ ხვდება. ის ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ამას, რასაც ყველანი მოუთმენლად ველით", - განაცხადა ლიოვმა.
გერმანიის ნაკრები
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), ემრე ჯანი (ლივერპული), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ანტონიო რიუდიგერი (რომა)
ნახევარმცველები: ქარიმ ბელარაბი, იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი, ლეროი ზანე (შალკე), მარიო გიოტცე, ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), მესუთ იოზილი (არსენალი), ბასტიან შვაინშტაიგერი (მანჩესტერი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი)
თავდამსხმელები: მარიო გომესი (ბეშიქთაში), თომას მიულერი (ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი), მარკო როისი (დორტმუნდი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შეიძლება ის დღეს არ არი კარგ ფორმაში არ მიდის კარიერა კარგად მაგრამ ის სულ იყო ის ფეხბურთელი რომნელიც ნაკრებში აუცილებლად გამოირჩეოდა თავისი ქარიზმით მას გერმანული ხარისხი აქვს ფეხბურტის გერმანული კულტურის მატარებელია
გერმანიაში მისი გამოჩენა ბევრს იმედს აძლევდა თავიდანვე ეიმედებოდათ მისი მერე ისე მოხდა რო ის განუყრეი ნაწილია ნაკრების და ეს ძალიან კარგია მათთვის ესეთი ფიგურის ყოლა ნაკრებში ბევრს ნიშნავს
პოდოლსკი უნდა დაბრუნდეს გერმანიაში და ისევ ისეთ გუნდში სადაც ის ლიდერი იქნება და თავს ბოლომდე წარმოაჩენს
მისთვის ევროპული ასპარეზი არცისე წარმატებულია