U19: ევროპის ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
12 ივლისს საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. გამარჯვების გოლი 24-ე წუთზე "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟედსონ ფერნანდეშმა გაიტანა.

ინგლისის ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იყო, რომელმაც გიორგი ყიფიანის გუნდი ჩატოვა ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი ინგლისელებმა ბოლო წამებზე გაიტანეს - ლუკას ნმეჩამ თავი ქუსლით გამოიჩინა და ფინალში ინგლისის ნაკრები გაიყვანა - 1:0.

ფინალური შეხვედრა 15 ივლისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, სადაც ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგა,ამ სტატიაშიც 15 ივლისი სწერია.აი ინგლისელების გოლი კი მშვენიერი იყო,თუმცა ჩეხეთი ალალად შემეცოდა,ბოლო წამზე წაგება ძნელია.
სოსო
10:02 13-07-2017
0
15 მაისს კი არა 15 ივლისს გაიმართება ფინალი.
გოგა
22:36 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული