ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი

AutoSharing Option
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენელებთან განვლილი ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

"პირველ რიგში მინდა გამარჯვებულს მივულოცო, ასევე ტურნირის ყველა მონაწილეს. მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს ტურნირს. ამასთანავე ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩემი აზრით ეს იყო ძალიან წარმატებული ჩემპიონატი. ეს უეფამ და გუნდების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. აქვე მინდა გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს დიდი მადლობა გადავუხადო.

გრძელვადიანი ტურნირის დროს მრავალ სირთულესთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი და შეგვიძლია, ვიამაყოთ. კიდევ
ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ბევრი იშრომა და ეს სანახაობა აჩუქა გულშემატკივარს.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩატარდეს რეგიონებში. გორმა კი, პირველი თამაშიდან გამომდინარე დაიმსახურა, რომ ფინალური შეხვედრა აქ ჩატარებულიყო. ამ იდეამ ნამდვილად გაამართლა და მსურს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო"

- U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ევროპაზე გამოსვლასთან ფდაკავშირებით,რა შუაშიაკლუბის მეპატრონეები..საქართველოში მოშლილია ბავშვთა ფეხბურთი,არ მოდის თაობა,არ არის ინფრასტუქტურა...ასევე ას მილიონ დოლარს რომ ამბობ,გეთანხმები და მერე სადაა ეს ფული..380 ათას დოლარად რამდენი უნდა კნას კლუბებმა?ივარჯიშინ იკვებონ,იმგზავრონ,ხელფასები და სხვადასხვა გადასახადები იხადონ თუ რას ცვდება ეს თანხა გიფიქრიათ?სანამ საქართველოში არ იქნება დიდი ფული ფწეხბურტში რომ კლუბებს ჰყავდეთ 7-8 ან 5-6 მაღალ კვალიფიციური უცხოელი ლეგიონერი საქმე არ გამოვა..ვერცერთ კლუბს წამყვან კლუბებს ვგულისხმობ ვერ დაასახელებტ რომლებიც ლეგიონერების გარეშე თამაშობენ..მაგალითად ელემენტარულია როცა უკრაინაში ფული იყო და კიევის დინამოს შახტარს ლეგიონერები ჰყავდა კარგ შედეგს დებდნენ,რაც ფული გაქრა ჩაკვდა უკრაინის ჩემპიონატიც.10 ევროზე ნაკლებ ფასიან უცხოლეს თუ ჩამოიყვან აზრი არააქვს,ხოლო ამ ხელფასის გადამხდელი თან რამოდენიმეს რომ უნდა გადაუხადო მანახე ერთი რომელიმე კლუბი?ესაა პრობლემა უდიდესი და მოუგვარებელი
qutaisels
13:22 17-07-2017
0
ფუნიკულიორზე ავდიოდი ქორწილში მანქანით ვერ ავედი საცობის გამო და გადავწყვიტე საბაგიროთი ასვლა, მსურველებიც ბევრი იყო და შესაბამისად დავდექი რიგში, ჩემთან ერთად რიგში იდგნენ ნაკრების კალათბურთელები, მარკოიშვილი, შერმადინი და აშ. მოვიდა ვაგონი გაივსო ხალხით (შემდეგში მოვახერხებ ასვლას) მაგრამ არ მიდის, 10-15 წუთი დგას... მივხვდი რომ ვიღაცა ვაჟნის ელოდება :). უცბად გასასვლელი კარებიდან შემოდის სათვაალეებშე და ტელეფონით ყურზე, ცოტა თავჩაღუნული "მიიცურცლება" ვაგონისკენ და ვაგონიც იძრება. ნეტა ვინ იყო? ბატონი ლევანი.... ამის შემდეგ ამ კაცზე ჩემთვის ყველაფერი გასაგებია :).. აღარ ჩავუღმავდები.....
პატარა კაცი
13:34 17-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული