ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თაობაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გაამხილა.

"წმინდა სპორტული კუთხით უეფამ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა.

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. მე არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს.

ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება", -
განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ორ ქალაქში თბილისსა და გორში 2 ივლისიდან 15-ივლისამდე გაიმართა.

- U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ყველგან პოლიტიკა როგორ გელანდება მართლა მსქროლავო ზალუპიავ?
qu-მსქროლავი Tროლი aiseli
16:44 18-07-2017
0
საინტერესოა როგორ დათვალეს? და რაგბიმ რამდენი მოუტანა ეგ ციფრი არ ჰქონდა?
Irakli apkhaidze
13:07 17-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული