U17. საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ბანიკოვის თასის ფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის თასის მეორე ტურშიც წარმატებით ითამაშა და მასპინძელ უკრაინას 3:2 სძლია.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა თავიდანვე შეუტიეს და ჯერ ირაკლი აზაროვის გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ვახტანგ ჩარკვიანის ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს. უკრაინელებს კიდევ ერთი ბურთი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა.

ამგვარად, გიორგი ნემსაძის გუნდმა ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და ვინაიდან პარალელურ მატჩში ბელარუსი-ესტონეთი 1:1 დასრულდა, ფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონეთს 19
აგვისტოს შეხვდება და შედეგის მიუხედავად დაელოდება ბ ჯგუფის გამარჯვებულს ფინალში სათამაშოდ.

გიორგი ნემსაძემ უკრაინასთან ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 82), გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, ჩოთალიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 61), ჩარკვიანი (ლომთაძე 61).

B ჯგუფში სლოვაკეთმა 3:1 მოუგო სლოვენიას და 6 ქულით პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი 2:0 დაამარცხა ლატვია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვუყურე თამაშს და მართლა კარგად ვითამაშეთ,მხოლოდ ბოლო წუთებზე დავთმეთ ინიციატივა,მაგრამ დაღლის ბრალი იყო თუ ორი ბურთით ვიგებდით და თავი შეინახეს,არ ვიცი,მგონი მაინც მეორე.რაც არ მომეწონა სტანდარტებზე დაცვაში თამაში იყო,გოლიც სრულიად თავისუფალმა კაცმა გაგვიტანა,თან კარის წინ იდგასხვა დროსაც ასევე.
შემადგენლობას თვალი გადავავლე და თვალში მომხვდა,შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მეგრული გვარია.მე თვითონ კახელი ვარ და სხვანაირად არავინ იფიქროს,მაგრამ სამეგრელო ყოველთვის იყო ტალანტების ბუდე,ვიცი ახლაც ბევრი იქნება ასეთი,მუშაობაა საჭირო სამეგრელოში,გაცილებით მეტი მოედანია საჭირო სამეგრელოშიც და მთლიანად ზღვისპირეთშიც,ბევრი მუშაობა,არ შეიძლება ასე დაიშრიტოს შევსება სამეგრელოდან.ზუგდიდის სტადიონის გახსნა ალბათ შეამსუბუქებს სიტუაციას,მაგრამ არც ეგ იქნება საკმარისი
სოსო
10:52 18-08-2017
0
გილოცავთ, უკრაინისთვის გასვლაზე მოგება არაა პატარა საქმე. ყოჩაღ ნემსაძეს და ბიჭებს.
guri
10:46 18-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული