გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.
საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
ჩვენი 10 ნომრის ქებით ყურები გამოგვიჭედეს, ამ დროს სუფთა ტორმუზია. თქვენ რა გგონიათ მოედნის ცენტრში რომ 2 კაცს მოატყუებ და მერე არ იცი რა ქნა, ეს არის მარადონობა ან მესსობა? სხვები კი ცდილობდნენ პასის მიცემას, მაგრამ ბურთზე გახსნა არ იციან, თან იფიქრებდი ეს ხალხი პირველად შეხვდა მოედანზე ერთმანეთსო.
ეს ხომ რეალობაა საქართველოში არ არსებობს წარმატებული მწვრთნელი და არც საქართველოს გარეთაც, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ ქეცბაია მან გუნდი გახადა კვიპროსის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა მართალია მან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც დათახმდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, ამით მან მისი როგორც მწვრთნელის განვითარება გაწირა - სამწუხაროდ.
მე ჩემი აზრი მაქვს საქართველოს არ ყავს მწვრთნელები და მაგ ეგრეთ წოდებული ნაკრების მწვრთნელების დანიშვნაშიც ნეპოტიზმია აბა საიდან ამდენი დეგენერატი მწვრთნელები, ბოლოს და ბოლოს მოიწვიეთ უცხოეთიდან მაგრამ არა ერთჯერადად არამედ შემუშავებული გენგეგმის დამმტკიცების შემდეგ.