U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
არ მინდა ახალგაზრდებს გული ვატკინო , მაგრამ 0 : 3 ყველა უბნის გუნდი ითამაშებს ,მაშინ რა საჭიროა 10-15 წელი ვარჯიში. ალბათ ჩვენ აცდენილები ვართ მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას. გული არ გაიტეხოთ ახალგაზრდებო უსაშველო ჩვენი მტერი იყოს. ჩვენი ფეხბურთი დარჩა თამაში ,ევროპის ფეხბურთი ბრძოლაა
ცვლილება
22:42 01-09-2017
1
აუუ რას გავდით? წაგებაზე არაფერი,შეგუებული ვარ მაგრამ თამაშის ხარისხმა გამაოგნააა...გეგუჩაძე 0 იყავი დღეს,შემადგენლობა საერთოდ ვერ გამოიცანი თუ ვერ მოხოდეეე არ ვიცი...რამდენჯერ ეხებოდნენ ბურთს სანამ პასს მისცემდნებ 5-6 მაინც და მერე ეს უაზრო ტრიალი უკან ბურთის წამოღება და რავი ...თქვენი ბავშობის მწვრთნელები ჩამოსაკიდები არიან...ეს თქვენი ვIტომ გადამლაშებული თექნიკა ხომ ამოვიდა ყელში მიეციიი რა დროულად ეს პასიიიიი...სამგურალს ხომ არ ეთამაშები ტოოო...ტრიალებ ტრიალებ და მერე ისევ იმას აძლევ პასს ვისთვისაც უნდა მიგეცაა,არა ოქროს წამები გადის ,სიმწვავე იკარგებაა...აუუუუ ეგრე 10 წლის ბავშვები აღარ თამაშობერნნნნ
patrioti
22:17 01-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული