U17. საქართველო-ალბანეთი 5:0 - პრეზიდენტის თასი რიხით დავიწყეთ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში "ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თასზე" პირველი შეხვედრა ალბანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და დიდი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა.

გიორგი ნემსაძის გუნდში დუბლით შოთა ნონიკაშვილი გამოირჩა (მე-12 და მე-40 წუთებზე). ალბანელებს თითო გოლი გაუტანეს ზურაბ დავითაშვილმა (39, პენ), გიორგი გულიაშვილმა (49) და ელგუჯა ჯანგველაძემ (80).



საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტურნირის A ჯგუფში მეტოქეებად ასევე ჰყავს მასპინძელი ყაზახეთი და ყირგიზეთი, მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ყირგიზ თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ხარშილაძე, აბზიანიძე
(ჭავჭანიძე 58), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი (ჯინჭარაძე 41), შალიკაშვილი (ლომთაძე 67), დავითაშვილი (ქუთათელაძე 51), გულიაშვილი (ჯანგველაძე 70), კვარაცხელია (ჩარკვიანი 51).
მკითხველის კომენტარები / 3 /
რას არ მოეესწრება კაცი? ქართველების გატანილი გოლების 80% სტანდარტულიდანაა შესრულებული. სასიამოვნოა, ეცადეთ ბევრი იშრომოთ ბავშვებო, ნიჭი გაქვთ, ცოტა ფიზიკა და სხარტი აზროვნება და ყველაფერი კარგად იქნება.
G E L A
13:17 08-09-2017
0
კარგი იყო,კარგი გუნდია მაგრამ დაუკომპლექტებელი მეჩვენება.სკამი სუსტი გვყავს და ძირითადშიც რამდენიმე გამორჩეულად სუსტი ბავშვია.დაცვას უნდა გაძლიერება და ცენტრში ბურთის დამჭერი არაა არცერთი.ეს თუ გამოსწორდა შეიძლება დიდ მიზნებზე ფიქრი
Svani
16:55 05-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული