U17. ყაზახეთი-საქართველო 4:4 - ფინალში რუსეთთან ვითამაშებთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

დღეს, 7 სექტემბერს გამართულ A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ყაზახეთის თანატოლთა ნაკრებთან ფრედ - 4:4 ითამაშეს, რაც ფინალში გასასვლელად ხელს აძლევდათ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველმა ჭაბუკებმა ყირგიზეთსა (7:1) და ალბანეთს (5:0) მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძლებთან პირველი ტაიმი ანგარიშით 3:0 მოიგო, მეორეში კი 4:2-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "ყაზახეთის პრეზიდენტის
თასის" ფანალში, რომელიც 8 სექტემბერს, ალმათის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, რუსეთის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსეთი უნდა დავანგრიოთ ფინალში.დაუკომპლექტებელია აშკარად დაცვა და ნახევარდაცვა.ბევრი შეცდომებია და დიდი ცარიელი ზონები და უკეთეს გუნდებთან გაგვიჭირდება მაგრამ თავდასხმაა იმედის მომცემი
Gela
21:28 07-09-2017
0
10 კაციან გუნდთან 2 ბურთიან სხვაობას რომ დათმობ, მგონია მწვრთნელის ბრალი უნდა იყოს.
ვასილიჩი
09:13 08-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული