17-წლამდელებმა ბელორუსის ნაკრებთან მეორე მატჩიც დათმეს

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩაატარა.

გიორგი ნემსაძემ
ბელორუსთან გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და მიუხედავად უამრავი მომენტისა, ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლით გიორგი ლომთაძე გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა 17-წლამდელებმა ბოლორუს თანატოლებთან რამდენიმე დღის წინ გამართული პირველი სპარინგიც ამ ანგარიშით დათმეს.

შესარჩევი ციკლი 24-30 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და ჩვენი მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და ლატვია იქნებიან.

ბელორუსთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გიგაშვილი, ბაქრაძე, სამსონია, აზაროვი, ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, ჩოთალიშვილი,
ლომთაძე, ჯანგველაძე, ქუთათელაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბახტაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია, ჭავჭანიძე.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დროს გადახალისებული შემადგენლობაა? 2 კვირაში თუ სესარჩევია? პირველ თამაშში ხომ არ იყო გადახალისებული? რაღაც ვერაა მანდ მთლად ჯანსაღად საქმე.
Gela
16:43 03-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული