საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე და ისევ დამარცხდა, ამჯერად გასვლაზე ფარერის კუნძულების ნაკრებთან 1:3-ზე.

ტორსჰავნის თითქმის ცარიელ სტადიონზე მასპინძლებმა თავადაც ითამაშეს და მეტოქესაც მისცეს თამაშის საშუალება. 22-ე წუთზე მეინჰარდ ოლსენმა გახსნა ანგარიში, რომელსაც მცველებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას ჯაკუპ ოლსენმა ლამაზი დარტყმით მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი. მერე ტეიტ იაკობსენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ 39-ე წუთზე იმავე იაკობსენმა უკვე ლაზარე კუპატაძის კარში გაიტანა გოლი და გუნდები შესვენებაზე
3:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ ფლობდნენ ინიციატივას, მომენტებიც ქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ეს მატჩიც წააგეს და 3 ჯგუფის აუტსაიდერები არიან.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: კუპატაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, შულაია, ხარაიშვილი, მოხევიშვილი (67. ბერიძე), ჩაკვეტაძე, არაბიძე, მიქელთაზე, არველაძე (46. კოხრეიძე)

დღეს ამავე ჯგუფში დანიამ სტუმრად ფინეთი გაანადგურა (5:0) და 12 ქულით ლიდერია, ხოლო პოლონეთმა სტუმრად ლიტვას 2:0 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ვასილიჩ ,შენც ისევე როგორც მე გამწარებული ვარ ამწაგებებით მაგრამ პირადი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და არც მისი საახლობლოსათვის.შენ კი ამას კადრულობ და თან ცენზურასაც ემდური,კიდევ უარესს ვიტყოდიო.არა და შეხედე რა გადაცემები მიდის იმედზე,რუსთავს უკვე მრავალი წელია აღარ ვრთავ,ნახე რა ხალხი გამოჰყავთ იქ ,რაზე ლაპარაკობენ,ამას დაამატე ჩვენი ნომენკლატურის გაზრდილი მადა,რამდენი უცხოეთში წასული ქართველი,ქმრიანი ქალი უცხოელს გაჰყვა ცოლად,რამდენი ქართველი ვაჟკაცი უცხოეთში წასული ცოლის კისერზე ზის,წაიკითხე ნიუ იორკ ტაიმსში შორენა ბეგაშვილი ჭკვას როგორ ასწავლის ქართველ ქალებს და შენ თვითონ დარწმუნდები,რომ ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა და ბევრს მართლა აღარაფრისა აღარ რცხვენია.
სოსო
16:17 11-10-2017
0
როგორც ჩანს, მართლა არ იქნება ქართული ფეხბურთის საშველი. სიჭინავას ფედერაციაზე უარესი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა, არ მეგონა. ეს იმაზე გაცილებით ცუდი გამოდგა. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ხელმძღვანელობა, ახალგამომცხვარ ჩინოვნიკებს საქმე ჰკიდიათ, მამა-შვილებით, უსაქმურებით სავსეა ფედერაცია. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უკან მიდის ქართული ფეხბურთი. მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა კარგია, მაგრამ მე პირადად მაგაზე მეტად ქართული ფეხბურთის წინსვლა უფრო მინდა. ეს ფედერაცია ამას ვერასდროს შეძლებს
armegona
16:04 11-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული