საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე და ისევ დამარცხდა, ამჯერად გასვლაზე ფარერის კუნძულების ნაკრებთან 1:3-ზე.

ტორსჰავნის თითქმის ცარიელ სტადიონზე მასპინძლებმა თავადაც ითამაშეს და მეტოქესაც მისცეს თამაშის საშუალება. 22-ე წუთზე მეინჰარდ ოლსენმა გახსნა ანგარიში, რომელსაც მცველებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას ჯაკუპ ოლსენმა ლამაზი დარტყმით მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი. მერე ტეიტ იაკობსენმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ 39-ე წუთზე იმავე იაკობსენმა უკვე ლაზარე კუპატაძის კარში გაიტანა გოლი და გუნდები შესვენებაზე
3:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის შეგირდები კვლავ ფლობდნენ ინიციატივას, მომენტებიც ქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ეს მატჩიც წააგეს და 3 ჯგუფის აუტსაიდერები არიან.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: კუპატაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, შულაია, ხარაიშვილი, მოხევიშვილი (67. ბერიძე), ჩაკვეტაძე, არაბიძე, მიქელთაზე, არველაძე (46. კოხრეიძე)

დღეს ამავე ჯგუფში დანიამ სტუმრად ფინეთი გაანადგურა (5:0) და 12 ქულით ლიდერია, ხოლო პოლონეთმა სტუმრად ლიტვას 2:0 მოუგო და 7 ქულით მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
ხალხოოოო!!!...ამას უკვე სახელიც აღარ ქვია!...ფარერის კუნძულების მოსახლეობა არის 50 ათასი ადამიანი!...ანუ,დინამოს სტადიონსაც კი ვერ შეავსებს!...ამათგან მამაკაცი ვთქვათ და ნახევარია,ანუ 25 ათასი კაცი!...ამათგან 21 წლამდე მამაკაცი იქნება ალბათ 10 ათასი კაცი!...და ამ ათი ათასიდან 18-21 წლის იქნება მაქსიმუმ 2 ათასი მამაკაცი!... ეს 2 ათას საერთოდ და,ამათგან ფეხბურთს რამდენი თამაშობს ნეტავი,ა?...თერთმეტ კაცზე მეტი თუ იყოს,თავს დავდებ!...აქ უკვე ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია!...
ქუთაისი
00:47 11-10-2017
1
გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მარა ფარერებთან თამაშში რომ 4 გოლი გავა და ყველას ფარერები გაიტანს ძაან ტეხავს. აღარ ახსენოთ საერთოდ ეროვნული ლიგიდან ვინმეს გამოძახება ნაკრებში
Irakli apkhaidze
22:51 10-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული