U21. საქართველოს ნაკრები: რას გვპირდებოდნენ ლევან კობიაშვილი და გია გეგუჩაძე

AutoSharing Option
რატომ ვერ გაამართლა მოლოდინები გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აწუხებს.

არადა, გეგუჩაძე საკლუბო დონეზე, საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებში ყველაზე წარმატებულია.

12 მატჩია, რაც გეგუჩაძე უძღვება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს: 3 მოგება, 3 ფრე და 6 წაგებაა მის ანგარიშზე. იყო ამბიცია, რომ ევროპის 2019 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც იტალიასა და სან მარინოში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ითამაშებდა.

მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე 3 მატჩი ჩავატარეთ და ყველა თამაშში გავნადგურდით. ყველაზე სენსაციური მატჩი კი ბოლო იყო, ფარერების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:1 დაგვამარცხა.

-nakrebi/110422-u21-farerebi-saqarthvelo-31-vis-imedadaa-qarthuli-fekhburthi-video.html">- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

საინტერესოა სტატისტიკაც, საქართველოს ნაკრებმა 22-ჯერ დაარტყა კარში: 18 არაზუსტად, 1 ზუსტად და 3 დაბლოკეს. ფარერებმა 6-დან 3 ჯერ ზუსტად დაგვირტყა კარებში და 3 გოლი გაგვიტანა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვთ და შეიძლება ისინი ნაადრევად ვაქციეთ "ვარსკვლავებად": გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლუკა ზარანდია და ა.შ.

რას გვპირდებოდნენ და რა იგეგმებოდა, გადავხედოთ ქრონოგრაფიას:

2016 წლის 28 იანვარი
ლევან კობიაშვილი: "გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...

გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...

კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე".

გია გეგუჩაძე: "ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.

ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?"

2016 წლის 22 მარტი
გია გეგუჩაძე: "ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის".

2016 წლის 12 ივნისი
გია გეგუჩაძე: "მაქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, რადგან ვხედავ დიდ ნიჭს. ახლა ამ ოპტიმიზმის საფუძველი ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის. არის კიდევ ერთი: მწვრთნელი რომ მოდის, ის უმალ ვერ შეცვლის სიტუაციას. ყველაფერს თავისი დრო აქვს..."

2016 წლის 15 ოქტომბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს და არც რთული ხასიათის ბიჭებს. რამდენ გუნდსაც ვწვრთნიდი, ყველგან მყავდა ასეთი რთული ხასიათის ფეხბურთელები. ფეხბურთელის შეფასებისას ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ნიჭი. ამასთან ერთად, ფეხბურთელი თავად უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს და ქვეყანას...

რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, დიახ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაში მასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. მას მე ვაკვირდებოდი ბოლო მატჩებში და მომეწონა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ახლა გაცილებით მეტს მოძრაობს".

2017 წლის 26 იანვარი
გია გეგუჩაძე: "საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო."

2017 წლის 4 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენს ასეთ თამაშს გამართლება არ აქვს. მეტოქემ აშკარად გვაჯობა და პირწმინდად წავაგეთ. პირველი გოლის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ და შეტევები მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა უკვე დიდი სხვაობით ვაგებდით (საქართველო-პოლონეთი 0:3).

2017 წლის 16 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირდებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები".
მკითხველის კომენტარები / 71 /
რას მიაცივდიტ ამ ცხადაზეს რომელ გლუბსი მოწყვიტა ვარსკვლავები ვინ წააგო 4 /.0 პოლონეტტან გერმანიასტან გავაგრზელო კიდე ხოლო ვაისმა დაამარცხა დიდი ესპანეტი და სამუდამოდ დარცება ქარტული პეხბურტის ისტორიასი რომ მოვიგეტ მსოპლიო და ევროპის ცემპიონტან
qutqisi
31 ოქტომბერი 2017 13:05
0
რათ უნდა ამას შეკითხვის დასმა? გაიგეთ ხალხო, საქართველოში ფეხბურთი არ არსებობს, ყველა დიდი თუ პატარა ფულის კეთებაზეა გადასული
pinto
16 ოქტომბერი 2017 10:29
0
ბავშვებს უნდა სხვანაირი მიდგომა, ასაკობრივ ნაკრებს განსაკუთრებით. ზოგი კლუბებშია მაგარი და ბავშვებში ვერ ქაჩავს, ზოგი პირიქით მაგალითად გიორგა დევდარიანი ბავშვებში მაგარია და დინამოში არ გამოუვიდა, და მერე თვითონაც თქვა რატომ - სიმკაცრე იყო საჭიროო და ვერ გამოვიჩინეო რადგან ბავშვებივი უფრო დამჯერები არიანო და იმათთან უფრო მიადვილდებაო მუშაობა, ამათთან კიდე ძმაკაცურად ვიყავი სუყველასთანო, დაახლოებით ასე თქვა. გეგუჩაძესაც თავისი რაღაცა დაემართებოდა მანდ, მიუჩვეველია უბრალოდ რა მანდ სულ სხვა სპეციფიკაა. ასაკობრივებში უნდა იყვნენ ცეცაძე მაისურაძე და დევდარიანი!!! 17 წლისები ჩაიბარონ და გაყვნენ 21 წლამდე, ასე აკეთებენ ევროპაში ყველა ძლიერი საფეხბურთო ქვეყნები. ყოველ ასაკზე მწვრთნელი არ უნდა გამოუცვალო როგორც ეს მაისურაძის ბიჭებს გაუკეთეს, მაისურაძე გადაიყვანეს სპეციალურად სხვა ლონდრე განუვითარებელ ბავშვებში რომ წაეგო და აუგორეს კიდევაც შავი პიარი ბნელმა ღორჯოებმა. დღეს კიდე ვიღაცეები გაიძახიან ასაკობრივებშიც უცხოელი მწვრთნელები უნდა დაუნიშნო რომ როგორმე "არიულ რასად" გაიზარდონო! თფუ
imedi
15 ოქტომბერი 2017 06:09
0
მოიცა!!!!გეგუჩაძე არ გადადგა?))))
giorgi
13 ოქტომბერი 2017 18:22
0
ეს შეკითხვა ვერ გავიგე რისი ბრალი იყო წაგება არადა პასუხი მარტივია ფეხბურთელების უუნარობის და მწვრთნელის მეტი რისი ბრალია რო აგებ არაგაქ კლასი და აგებ მერე ეგუები თანდათან წაგებას და გადაგდის ქრონიკულში თან ლექსიკონში მაგრად გვაქ ბოლო ათი წელია გავრცელებული სიტყვა ღირსეული წაგება.ნეტავ ვინ მოიგონა ეგ სიტყვა ანუ ვინ შემოაგდო ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში არარსებობს ღირსეული წაგება რადგან წაგება არის ყოველთვის ცუდი და ის ყოველთვის ლახავს წაგებულის ღირსებას კლუბებში ფული არუნდა ფლანგოს სახელმწიფომ არა თუ უნდა ფეხბურთის დახმარება გახსნას სკოლაინტერნატები და იქ ჩადოს ეგ ფული და არა კლუბებში.ან ეს ყბადაღებული ახალგამომცხვარი ეგრეთწოდებული ვარსკვლავების უპრაგონო ქება დიდება ისე რო ჯერ არც არაფელიაქ გაკეთებული რაღაა.და ბოლოს კობიაშვილო წადიო მომხრევარ ალბათ ამის მთქმელებს ფულიც ააქვთ რომ ჩადონ ფეხბურთში ზოგადად და ზურგიც ძლიერი აქვთ თუ ესეა ორივე ხელით ვუჭერ მხარს ვინც იქნება ოღონდ ერთი პირობით ჩამოშორდით ქვეყნის ბიუჯეტს ნუ იქცევით კანტორის დირექტორებათ ხელგაშვერილი რო დაზდევს მთავრობას ფული მომეო.წინააღმდეგ შემთხვევაში უკაცრავად მაგრამ ახალი სიჭინავები და ახალკაცი უმცროსები არ გვჭირდება.კობიაშვილი ისედაც მალე წავა მაგრამ მომხრევარ ეხლავე წავიდეს რადგან ის ასი მილიონი მაინც დაიზოგება რაც ჩვენ არარსებულ მკვდარ ფეხბურთს უნდა დაახარჯონ არაფლის გულისთვის.
ზაზა
13 ოქტომბერი 2017 14:10
0
მტელი მსოფლიო ფულშია გასვრილი და ყველაზე მაგრად ქარტული პოლიტიკის ჩინოვნიკები, აგრეთვე ქართული ფეხბურთისაც რა თქმა უნდა?!

grisha
12 ოქტომბერი 2017 22:02
0
კობი წადი რა პარლამენტში და ჩამოშორდი ქართულ ფეხბურთს, არ გეცოდება ქართველი ხალხიდავიჯერო ასე გძულს საქართველო და ქართველი ერი რომ მსოფლიოში გინდა ბოლო ადგილზე გაგვიყვანო, ნამუსიც კარგი საქონელია რა!?!
grisha
12 ოქტომბერი 2017 21:58
0
ზოგი წერს, კობიაშვილი რა შუაშიაო თამაში არ იციანო. მერე გაეშვა ისინი ვინც თამაში არ იცოდა, რაღა ცხადაძეს დაეტაკა???!!! კაცმა რომელმაც შოტლანდიას მოუგო და გერმანიასთან მოკრძალებით დამარცხდა, და საერთოდ ნაკრებს დაატყო თავის ხელი! მაგრამ არა, ეგეთს რატომ დატოვებდნენ, უნდა მოგვახვიონ თავზე ვიღაც გადამთიელები, ჯგუფში ერთ მოგებასაც რომ ვერ ახერხებენ და მაინც წითელ კვერცხებს უგორებენ!!!!ცხადაძე ქართველი იყო და რატომ დატოვებდნენ!!!!როდის იყო ქართველი ქართველს უფრთხილდებოდა? ჩვენ ხომ ილიას ქვეყანა ვართ! ილიაც იმიტომ მოვკალით ქართველი რომ იყო!!!!
goga
12 ოქტომბერი 2017 11:42
1
ნორმალურ ქვეყანაში ჟურნალისტები თავზე დაამხობდნენ Fედერაციას.
))))
12 ოქტომბერი 2017 02:13
0
geguchadzes raz akamde federaziam xelfasi gadauxada ukan unda daabrunebinot)))
demetre
12 ოქტომბერი 2017 02:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული