გიორგი ნემსაძე: ახლა მიწაზე დავეშვებით

AutoSharing Option
თვის ბოლოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თბილისურ შესარჩევ ციკლს იწყებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიის, ჩერნოგორიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ცოტა ხნის წინ, ქართველმა ჭაბუკებმა გენერალური რეპეტიცია ბელარუსთან თბილისურ ამხანაგურ შეხვედრებში გაიარეს. ორივე თამაში 1:2 წავაგეთ, მაგრამ ამ ეტაპზე, შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ფორმაში ხვდება ჩვენი გუნდი შესარჩევ ციკლს.

"ლელო" ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა და სიტუაციის შეფასება სთხოვა...

"ორი შეხვედრა ჩავატარეთ ბელარუსის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან და ორივეში დავმარცხდით. რა თქმა უნდა, შედეგი ფეხბურთში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი სხვა რამ იყო - მინდოდა, მენახა, როგორ ფორმაში არიან ტურნირის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ჩვენი ფეხბურთელები...

უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გამოასწორონ მდგომარეობა. დიდი იმედი მაქვს, შესარჩევი ციკლის დაწყებისთვის ყველა მოთამაშე ბოლომდე მზად იქნება...

ჩვენ, როგორც იცით, ბოლო მატჩები წარმატებით ჩავატარეთ. ტურნირიც მოვიგეთ. ალბათ, ბელარუსთან წაგებული ამ ორი მატჩის შემდეგ მიწაზე დავეშვებით. ხანდახან, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოვლენებს საღი თვალით შეხედო...

ამ ეტაპზე თითქმის არ გვაქვს ტრავმები და ძალიან მინდა, ასე გაგრძელდეს შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. აქ არ ვგულისხმობ მიკროტრავმებს, რომელიც ფეხბურთელის მუდმივი თანმდევია. ერთადერთი, ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჯანგიძე ვერ დაგვეხმარება. ძალიან კარგი მცველია, მისი დიდი იმედი გვქონდა, თუმცა უცბად აიყარა ტანი, ტკივილები აწუხებს წელის არეში და ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, როგორც იცით, იტალიას, ჩერნოგორიასა და ლატვიას უნდა ვეთამაშოთ. ვერ ვიტყვი, რომ ამ დროისთვის მათზე ამომწურავი ინფორმაცია მაქვს, თუმცა ყველა მათგანს ნორმალურად ვიცნობ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი შესარჩევი ბარიერის დაძლევაა. ამისთვის გუნდი ყველაფერს გააკეთებს", - გვითხრა გიორგი ნემსაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
საბურთალოს და დინამოს აკადემიას არ გაცდეთ ნაკრებისთვის ფეხბურთელების შეკრებაში და არ გაგიჟდეთ! ვაი თქვენს პატრონს! ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, სამტრედიაში, ზუგდიდში ერთი 17 წლის ბიჭი თუ არაა ვინც 20 კაცში მოხვდება თავის ასაკში მაშინ ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში საერთოდ!
andro
12:29 15-10-2017
6
უბედურებოოო ბელორუსია და ფარერები ძალიან ძლიერი ნაკრები რომ გგონიათ სხვაზე რაღა უნდა თქვათ, ვის გინდათ რომ ეთამაშოთ საერთოდ თუ არსებობს დედამიწაზე თქვენი მოსაგები გუნდი ვერ წარმომიდგენია
ზურა
12:19 15-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული