რომან ჩაჩუა ფარერებზე: გვესმის გულშემატკივრის და ბოდიშს ვუხდით

AutoSharing Option
19 წლის რომან ჩაჩუა გია გეგუჩაძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან 21-წლამდელთა ნაკრებში დააწინაურა და რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც გამოსცადა.

ქობულეთის "შუქურას" მარჯვენა მცველთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 21-წლამდელთა ნაკრების არასასურველ გამოსვლასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ. რომან ჩაჩუა ფარერებთან შეხვედრაში სათადარიგო შემადგენლობაში იყო.
- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

- როგორ შეაფასებდი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში?
- რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებ, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით გ
ამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენ შეკრული და კარგი გუნდი ვართ. ამ მარცხის შემდეგ ყველამ ერთად გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები. ყველანაირად შევეცდებით, რომ იგივე არ განმეორდეს და მომავალ თამაშებზე, რომელიც თბილისში გაიმართება, მაქსიმალური ქულების აღება გვმართებს.

- რას ფიქრობ, რამ გამოიწვია მარცხი ფარერებთან?

- ვერ გეტყვით, რომ ყველანი მზად ვიყავით ამ თამაშისთვის, მაგრამ ზოგჯერ ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც გეგმავ. გვესმის გულშემატკივრის და ბოდიშს ვუხდით ასეთი შედეგისთვის. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და რესურსი, რომ მომავალ მატჩებში ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

- რას ფიქრობ, შეძლებს საქართველოს ნაკრები სიტუაციის გამოსწორებას?
- მომდევნო ორი თამაში დაგვანახებს იმას, თუ რა შანსი იქნება. ჩვენ ვეცდებით, რომ წარმატებულად დამთავრდეს ეს თამაშები და შანსი დავიტოვოთ ჯგუფიდან გასასვლელად.

- როგორია შენი როლი ნაკრებში, რას ფიქრობ, შეძლებ სათადარიგო შემადგენლობიდან ძირითადში მოხვედრას?
- პირველ რიგში, ჩემთვის საპასუხისმგებლოა, რომ ნაკრებში მიწვევენ და ვიქნები თუ არა ძირითადში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. თუ მომეცემა შანსი, ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო.

- რას გვეტყვი გია გეგუჩაძეზე, როგორი მწვრთნელია?
- ბატონი გია ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში და ძალიან კარგი პიროვნებაა. მას არაერთი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია და ეს ყველაფერს ამბობს.

- ბოლოს "შუქურაზეც" გკითხავ. თეორიული შანსები რჩება კლუბს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად. როგორი იქნება შენი მომავალი? დარჩები კლუბში თუ არის სხვა ვარიანტები, სადაც შეიძლება წახვიდე?

- შანსი მცირეა, მაგრამ დარჩენილ თამაშებში ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ და შევეცდებით, პატარა სასწაული მოვახდინოთ ადგილის შესანარჩუნებლად. ჩემს მომავალზე წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საქმე იმაშია, რომ ეს ბიჭები არიან პირველი ნაკრების ცვლილება. თითქმის უკვე დღეს და ასევე ხვალ. ასეთი რეზერვით საქართველოს უპირველესი ნაკრები კვლავ ჭაობში ჩარჩება. გაუგებარია ფედერაციის სიჩუმე. სამი სამარცხვინოდ წაგებული მატჩი და ვითომც არაფერი. ამ დროს მწვრთნელი თვითონ უნდა გადადგეს.(გეგუჩაძის მიღწევებს რაღაც ვერ ვიხსენებ). ფედერაციამ ბოდიში მოიხადოს. ქვიშაში თავის ჩარგვა არ შეიძლება. ზოგჯერ საჭიროა მტკივნეული ზომების გატარება. ძმაკაც-მეგობრობა აქ არ გამოდგება. ქვეყანა შემოგყურებთ. ბავშვს ნუ ახდევინებთ ბოდიშს.
mvx
14 ოქტომბერი 2017 01:11
0
აგერ მბაპე და დემბელე 18 და 19 წლისანი არიან და უკვე საფრანკეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები არიან
G7
13 ოქტომბერი 2017 21:29
0
ვგონებ ესაა თქვენი მაქსიმუმი
joni
13 ოქტომბერი 2017 17:00
1
Shen araferi gaqvs sabodisho,visac mosaxdeli aqvs iman moixados...
Durmishxani
13 ოქტომბერი 2017 15:51
0
ოპ-ოპ-ის პელე იყო არაბიძე და მისნაირები კი მხოლოდ არაბიძეები და მისნაირები არიან, როცა ფეხბურთეს სიამაყით არ ევსება გული ეროვნული ფორმის ჩაცმის დროს,ის არაა ფეხბურთელი და მისგან არაფერს უნდა მოველოდეთ.
საბჭოთა ნაკრების მოთამაშეს თავის გუნდში თამაშის დროს კლუბის მაისურზე საბჭოთა გერბი ჰქონდა გამოსახული და ეს ერთგვარი სტიმულის მიმცემი იყო სხვებისათვის,იმიტომ რომ მათ, ამათგან განსხვავებით სინდისიც ჰქონდათ,პასუხისმგებლობის გრძნობაც, მიუხედავად იმისა,რომ ამათთან შედარებით არაფერი ხელფასები არ ჰქონდათ, სამაგიეროდ ყველგან და ყოველთვის გრძნობდნენ ხალხის სიყვარულსა და პატივისვემას, შე დალოცვილო თუ ოსტატობა არ გყოფნის თამაშის დროს მთლიანად მაინც გაიხარჯე,რომ ადამიანმა ამის მიხედვით მაინც შეგაფასოთ.
კოტე
13 ოქტომბერი 2017 15:50
0
რომან შენ საბოდიშო არაფერი გაქვს, ვისაც საბოდიშო აქვს სირაქლემასავით თავი აქვს ჩაყოფილი შუაგულ ცენტრში თავის სტაფიანათ და დაბნელებას ელოდება რო იქნებ თავი გადაირჩინოს!!!
ომარი73
13 ოქტომბერი 2017 15:38
2
ამ ბიჭს რომ არ ათამაშებს და მოღიავებული აქვს დაცვა მაგის ბრალია
ლეო
13 ოქტომბერი 2017 15:09
0
ეს ბიჭი არის ძალიან მაგარი ბიჭი. საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველი მომავალში ეს იქნება. ბოღმიანებმა კი ცოტა მოეშვით
Qokagi
13 ოქტომბერი 2017 14:44
0
გაიზარდე შვილო, მაგრამ შენი ბოდიში რა მოსატანია. ჯერ განმარტება გააკეთოს შენმა მწვრთნელმა, პროფესორმა გეგუჩაძემ, მერე ბოდიში მოიხადოს და დაგვემშვიდობოს ძალიან დიდი დროით, მანამ, სანამ, ვერ აითვისებს მწვრთნელის იმ უნარ-ჩვევებს, რასაც დღევანდელობა მოითხოვს. თუ ვერ აითვისებს, მაშინ პროფესია შეიცვალოს. პროფესიის მეტი რაა!-მეწაღეობა, ხაბაზობა, მძღოლობა და ა.შ. ! ეგაა სულ..
gogi
13 ოქტომბერი 2017 13:31
1
პელე 17 წლისა ბრაზილიის (!) ეროვნულ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.
zurab
13 ოქტომბერი 2017 12:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული