გიორგი ნემსაძე: შევეცდებით მომავალში უფრო დახვეწილი ფეხბურთი ვაჩვენოთ

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლატვიელ თანატოლებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიას 1:0 მოუგო [VIDEO]

მატჩის შემდგომ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

"საკმაოდ რთული მატჩი იყო, ლატვიასთან აქამდეც გვითამაშია და ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. შესაბამისად ვიცოდი, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე ააწყობდა შეხვედრას. პირველ ტაიმში შეგვეძლო სხვაობა ორამდე გაგვეზარდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ამან, ბუნებრივია საქმე გაართულა, რადგან სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთი იყო. ფეხბურთელებსაც ეტყობოდათ ნერვიულობა.

მეორე ტაიმის
გამო უკმაყოფილო ვარ, რადგან ბურთზე კონტროლი კარგად ვერ დავამყარეთ და მეტოქეს მივეცით რამდენიმე შანსი.  საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ, პირველი თამაში იყო და ეს ყოველთვის რთულია. დასკვნებს გავაკეთებთ და შევეცდებით მომავალში უფრო დახვეწილი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მინდა, ბიჭებს მადლობა ვუთხრა, რადგან ყველაფერი გაიღეს, რომ დღევანდელი თამაში მოეგოთ.

მონტენეგროს დღეს მხოლოდ ერთი ტაიმის განმავლობაში ვუყურეთ. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობს. ვფიქრობ, დაახლოებით ისეთი გუნდია, როგორიც ლატვიის ნაკრებია", - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამან რა უნდა დახვეწოს,ბალაგანი იყო ერთი ნორმალური პასი ვერ მისცეს თავდამსხმელებს,ყველა ბურთს ათრევდა,ლატვია იყო უსუსტესი გუნდი ყველა დამეთანხმება. აქ არ დამთავრდება ჩემიან-ახლობლობა და ჩაწყობა.ნორმალური მწვრთნელის ხელში ეგ გუნდი იფრენს,კი არ ითამაშებს და ამის ხელში უსუსტესის შთაბეჭდილებას ტოვებს.ქუთათელაძეზე აღარაფერს ვამბობ,დიდ უნამუსობას აქვს ადგილი-გამოჩნდა ზამენაზე გამოსულების თამაშით.
Gagi
12:18 26-10-2017
0
გოლის გატანა შეუძლიათ. უფრო მეტიც უნდა გაეტანათ. შემდეგი თამაშე გვაჩვენებს რა პოტენციალი გააჩნიათ. წარმატებას გისურვებთ!
გუჯა კახაძე
11:41 25-10-2017
3

სიახლეები პოპულარული