საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან ლოგიკურად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (0:2).

ორივე გუნდს პირველი ორი შეხვედრა მოგებული ქონდა, ელიტრაუნდის საგზური კი მოპოვებული და ისღა უნდა გაერკვიათ, ვინ დაიკავებდა ჯგუფში პირველ და ვინ მეორე ადგილს.

არანაკლებ საინტერესო გახლდათ ძლიერ გუნდთან როგორ იასპარეზებდნენ ქართველი ჭაბუკები. პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს შეტევაში იერიშები არ გამოუვიდა, მეტოქემ კი სამი მომენტიდან ორი გამოიყენა:

მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკიდებულ ბურთზე ყველას ვერჯანიმ დაასწრო, მაგრამ მისი თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი
გამოდგა.

32-ე წუთზე არმინი მოედნის ცენტრში დაეუფლა ბურთს, ოდნავ წინ წაიწია, გისლანდს უპასა და ამ უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დალაშქრა ხარშილაძის კარი.

მე-40 წუთზე კი ნონიკაშვილმა საჯარიმოში წააქცია ვერჯანი და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ მეტოქის აქტიური პრესინგის დაძლევა გაუჭირდათ, არც ლიდერი გამოჩნდა, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და მატჩში გარდატეხას შეიტანდა. თუმცა, რამოდენიმე მომენტი ჩვენს გუნდს ქონდა.

პირველი სახიფათო მომენტი საქართველოს ნაკრებმა 61-ე წუთზე შექმნა, როდესაც მარჯვენა ფრთაზე კაპანაძე გაიჭრა, ზუსტი გადაცემა გაუკეთა კვარაცხელიას, მისი დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. 74-ე წუთზე იმავე კვარაცხელიას არ დაანება მოწინააღმდეგის კიპერმა გოლის გატანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-3 წუთზე კვარაცხელიას გადაცემულ ბურთზე დავითაშვილი გაიხსნა და მისი კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

მოკლედ, დამარცხდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, დამარცხდა ლოგიკურად და გუნდის ნაკლოვანებებიც ნათლად წარმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, მივულოცოთ გიორგი ნემსაძის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა და წარმატებები ვუსურვოთ.

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (80. ჩოთალიშვილი), შვარცი

იტალია:
ჯელმი, ბარაზეტა (46. მიჩელოტი), არმინი, სეპრე, გისლანდი (68. ტონინი), გიაბუა, ვერჯანი. პონსი, გრეგო, სანდრი, კორტონოვისი (79. ლეონე)
გოლები: 32. გისლანდი (32). 40. ვერჯანი (40),

გაფრთხილება: ბარაზეტა (33), სანდრი (36), გრეგო (60). 65. შალიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ,ახლა მაინც ნახეთ ფეოლა.გიორგი ნემსაძეს და მის ფეხბურთელებს მივმართავ.ელიტ რაუნდში გასვლას ,რა თქმა უნდა ვულოცავ ბიჭებს,კარგად ითამაშეს პირველი ორი შეხვედრა, იტალიასთან კი მეტ მოტივაციას ველოდი,მათთან უნდა გაგვეგო ჩვენი რეალური ფასი და ძალა,მაგრამ ბიჭებმა თავები არ დადეს.საინტერესოა,რაგბისტებიც ასე მოიქცეოდნენ?არა მგონია.
სოსო
31 ოქტომბერი 2017 12:30
4
ვისთან დამარცხდა არალოგიკურად?
krazana
31 ოქტომბერი 2017 12:12
0
იმიტ მოკვირს დზმაო რომ აქ ყველა ფულზე ფიქრობდა არა ფეხბურზე.
bajoo
31 ოქტომბერი 2017 11:01
2
კარგად უთამაშიათ ჩვენს ყმაწვილებს!
aburjga
31 ოქტომბერი 2017 10:30
0
საერტოდ რო ვიგებტ არ გიკვირტ ხალხო.გილოცატ ელიტზე გასვლას
bajo.
30 ოქტომბერი 2017 21:55
2
იმიტომ რომ ბავშვთა ფეხბურთი არ გვაქვს ძმისგულოოოო, მხოლოდ სამი საფეხბურთო სკოლააა საქართველოში და აქედან ერთია მხოლოდ ევროპული დონის. ამის მერე არაა გასაკვირი? წარმატებები ბიჭებს ელიტაში
roma
31 ოქტომბერი 2017 17:02
0
რატომ უნდა იყოს გასაკვირი?
...
31 ოქტომბერი 2017 10:37
2
ესეც ჩვენი ახალგაზრდა ტალანტები,რომლებიც თითქოს დიდობაში ფუჭდებიან.კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფიზიკური სისუსტე და ქართული ფეხბურტის დონე.
mamulo
30 ოქტომბერი 2017 21:12
4
გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას!
გუჯა კახაძე
30 ოქტომბერი 2017 21:10
0
დამრიგებელი ეტყობა ყმაყოფილი იყო თამაშით ცვლილებები რომ არ გააკეთა
სოსო
30 ოქტომბერი 2017 20:06
0

სიახლეები პოპულარული