გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
6 ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეკრებას იწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩებში 10 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ფინეთთან და ლიტვასთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე
(უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს კაცი ისევ მუშაობს? არ მეგონა..................რომელ სტადიონზეა ფინეთთან თამაში, უნდა მივიდეთ და ერთი მაგრად დაუფსტვინოთ ანუ ფსტვენა-ფსტვენით გავაბინძუროთ სახლში.
ლუკა
03 ნოემბერი 2017 17:18
0
ქორიძეს რატო არ ეძახით თქვე არასწორებო,19 ებში ყველაზე კარგად Gამოიყურებოდა ვინც ვნახე მაგ ხროვაში,თAნამედროვე ფეხბურტის მოთAმაშE ბავსვები თQვენ არ გინდათ და ეგოისტებით და ვითომ ვარსკვლავებით არაფერი გამოგდით..
Giviko
02 ნოემბერი 2017 17:43
0
ერთი შეკითხვა გეგუჩაძეს! თქვენ დაგისვეს შეკითხვა მეკარეებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე, ისევ უთამაშებელ მეკარეებს იძახებთ, გოშაძეს და შოვნაძეს ბოლო თვენახევარი იქნება რაც არც-ერთს არ უთამაშია, თუ ეხლა მ-4 ლიგის ერთ თამაშს არ დამამადლით დუშეთის არაგვთან. კუპატაძეს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდება მინიმუმ ერთი თამაში მაინც, თორე არ მგონია სამ თამაშში 11 გოლი ჩვეულებრივი ამბავი იყოს ნებისმიერი მეკარისთვის და საბოლოოდ ნუ გაუნადგურებთ ფსიქიკას მართლაც ამ ნიჭიერ მეკარეს! მარა თქვენ ხო ყველაფრის პროფესორები ხართ დაწყებული კომბოსტოს მოყვანით და დამთავრებული ნასას პროექტებით!
dato34
02 ნოემბერი 2017 17:19
0
Koridze s rato aredzaxit 97 ianebshi erterti nichieri bichia,ramdeni gyavt mand 2 da 3 poziciaze rom sheudzlia tamashi?magram albat fiqrobt vinc ucxoetshia gza napovniaqvso da amat iqneb rame mouxerxot da davyidoto..araferi chven a5gveshleba aseti midgomit
Andro
02 ნოემბერი 2017 16:54
0
geguchadzeze susti mtvrneli msoflioshi arzert u21 nakrebs ar hkavs, shegvazula fexburti pederaziam)))
qomagi
02 ნოემბერი 2017 16:12
0
ჩაკვეტაძეს და არაბიძეს ვურჩევდი: - შეაფურთხეთ ნაკრებებს და მიხედეთ თქვენ თავს, პრინციპულად არ ითამაშოთ ნაკრებში, მოიწყეთ საკუთრი კარიერა გაარტყით გამყიდველ, უვიც ფედერაციასაც და მწვრთნელებსაც
გერა
02 ნოემბერი 2017 16:03
4
chakvetadze da arabidze ukve gayiduli arian.eseni gasayidi arian da magitomacaa tbilisis 95%patronianta nakrebi torem saqartvelos nakrebtan esnakrebi araper shuashia.p.s.qveynis interesebze win rom jibis interesebi dgas magitomac vtrialebt wreze
euhh
02 ნოემბერი 2017 16:00
0
არველაძეზე რატომ არის ასეთი ცუდი დამოკიდებულება გაუგებარია ჩემთვის ბიჭი თამაშობს გოლებიც გაქვს და პასებსაც აძლევს თავის საქმეს ასე თუ ისე ცდილობს და აკეთებს მერე რა რომ რეზოს შვილია თამაშობს ბიჭი.
ჩაკვეტაძე და არაბიძე ალბათ იმიტომ არ გამოიძახა რომ არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა კლუბებში.
gio
02 ნოემბერი 2017 15:13
5
დამიჯერე არაბიძე და ჩაკვეტაძე უკეთესად ითამაშებს ვიდრე არველაძე მაგრამ რა უნდა ქნა ბიჭს ბიძა და მამა ყავს გეგუჩაძის ძმაკაცი და პონტშია ბიჭი.იქნებ ვინმემ შეამჩნიოს და სადმე წაიყვანონ, სათამაშოდ კი არა და ფულის საკეთებლად თან არც გეგუჩაძეს დაწყვეტენ გულს არველაძეები.
roma
02 ნოემბერი 2017 17:05
3
გეგუჩაძე აქ არის პაიკი, არცაა დაჟე
vaso
02 ნოემბერი 2017 15:10
0
ხოხ შეკრებილან სახელოვანი ქართველი ახალგაზდები, გააცამტვერებენ ეხლა მოწინააღმდეგეს :) პირადული არაფერი მაქვს ნამდვილად მაგრამ არველაძეს რატო უძახიან ნაკრებში ეს ბიჭი ჯერჯერობით ბურთსაც ვერ აჩერებს წესივრად. არ გვეშველება არაფერი ამ მწვრთნელების და არაფრის მაქნისი ფედერაციის ხელში...
bajo
02 ნოემბერი 2017 14:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული