გიორგი არაბიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 6 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. ჩვენი გუნდი 10 და 14 ნოემბერს ფინეთისა და ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრებებს უმასპინძლებს.

2 ნოემბერს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ტრავმების გამო გამოძახებულთა სიაში გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდნენ, თუმცა უკრაინაში ჩატარებული განმეორებითი გამოკვლევის შედეგად არაბიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დონეცკის "შახტარის" შემტევი ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარად პერსპექტიული.:)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული