2 ნოემბერს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ტრავმების გამო გამოძახებულთა სიაში გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდნენ, თუმცა უკრაინაში ჩატარებული განმეორებითი გამოკვლევის შედეგად არაბიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დონეცკის "შახტარის" შემტევი ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება.
GFF.GE