ვასილ მაისურაძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში ალბანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

20-წლამდელები შეკრებას 8 ნოემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებენ. ალბანელებთან სათამაშოდ კი ეს ფეხბურთელები მოემზადებიან:
მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ცერცვაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), დავით
სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი წულეისკირი (ლოკომოტივი), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო);

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვასო წარმატებებს გისურვებთ, აბა დაამტკიცე შენი ნიჭი და უპირატესობები.
soso
16:07 07-11-2017
1
ერთადერთი ტრენერი მთელ სანაკრებო შტაბში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული